ბრძანება N 12795

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 12795
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12795

08.06.2023

„----------“ (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის: ----------)

2023 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №77819/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 4 მაისის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დაკისრებულ იმპორტის გადასახდელს (დღგ).

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 30 კალენდარულ დღეში 500 ლარის ღირებულების საქონლის შემოტანის უფლება აქვს. გადმოიტანა 300 ლარის საქონელი, ოჯახში ჰყავს სამი შშმ პირი და შემოტანილი საქონელი ოჯახისთვის არის განკუთვნილი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ს მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ფიზიკური პირი „----------“, რომელსაც თან ჰქონდა სპორტული სამეული 2 კომპლექტი, ფეხსაცმელი 3 წყვილი და მაისური 10 ცალი. ვინაიდან, „----------“ კუთვნილი საქონელი თვისებრივი მახასიათებლისა და რაოდენობის გათვალისწინებით ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად, დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.

ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „----------“ მიერ შემოტანილი საქონელი ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და იგი ვერ ისარგებლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით. შესაბამისად, 2023 წლის 4 მაისს დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც დაერიცხა დღგ 81,37 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, „----------“ არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, რის შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 452,05 ლარი.

დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს „----------“ დაეთანხმა ხელმოწერით.

2023 წლის იანვრის თვიდან დღეის მდგომარეობით „----------“ საყოფაცხოვრებო საქონელზე 3-ჯერ ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით (12/01/2023; 25/02/2023; 28/03/2023). 2023 წლის პირველი იანვრიდან დღეის მდგომარეობით კი უფიქსირდება საზღვრის კვეთის 27 ფაქტი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ადგგენს, რომ ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 199-ე მუხლის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის პოზიციით მომჩივნის ქმედება შეფასებულია ეკონომიკურ საქმიანობად. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, რის შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 452,05 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონელი განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამდენად, საქონლის დანიშნულებისა და მიზნობრიობიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტს ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 4 მაისის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი და დაკორექტირდეს (შემცირდეს) 2023 წლის 4 მაისის №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიხული იმპორტის გადასახდელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. 2023 წლის 4 მაისის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებულ საქონელზე გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს 2023 წლის 4 მაისის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორის განმარტებით, 30 კალენდარულ დღეში 500 ლარის ღირებულების საქონლის შემოტანის უფლება აქვს. გადმოიტანა 300 ლარის საქონელი, აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ-ს მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის პოზიციით მომჩივნის ქმედება შეფასებულია ეკონომიკურ საქმიანობად. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, რის შედეგად საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 452,05 ლარი. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონელი განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამდენად, საქონლის დანიშნულებისა და მიზნობრიობიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტს ადგილი არ აქვს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2023 წლის 4 მაისის საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი და დაკორექტირდეს (შემცირდეს) 2023 წლის 4 მაისის საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიხული იმპორტის გადასახდელი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(დ.ბ)