ბრძანება N 16860
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16860
12 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"-------" (პ/ნ "-------" )
(მის.: ------- )
2023 წლის 20 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა "-------" -ს (პ/ნ "-------" ) №105264/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №EL210822 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 19 მაისს "-----" -ის აეროპორტიდან გაფრინდა "-----"-ში . ავტონაწილების შეძენის მიზნით თან ჰქონდა 22 000 აშშ დოლარი და 4 000 ევრო. გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეიძინა მისთვის სასურველი ნივთები. "----"-ში დაბრუნებისას, საბაჟო კონტროლის გავლის დროს დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით. თანხის საქართველოს საზღვარზე გადაადგილება მისთვის წარმოადგენდა პირველ შემთხვევას, რის გამოც არ იცოდა თანხის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. ეს თანხა ჰქონდა საბანკო ვალდებულებით მიღებული, შესაბამისად ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 მაისს, "------" -ის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით "----"- "------" , ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე "-------" (პ/ნ "-------" ). კონტროლის ზონის დატოვებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და გადამისამართდა ხელბარგის სკანერზე. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 30 000 ლარამდე ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოხდა მისი და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც, ნაცვლად გაცხადებული ოდენობისა, მას აღმოაჩნდა - 21 940 აშშ დოლარი, 3 735 ევრო და 735 ლარი. არასწორად დეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით შეადგინა 67 906,16 ლარი.
"-------" -ს განზრახული ჰქონდა, რომ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფული, რადგან მას ზეპირი გამოკითხვისას განემარტა და 12 ივლისი 2023 N 16860 იცოდა, თუ რა ოდენობის თანხა ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას.
ვინაიდან, "-------" -ს (პ/ნ "-------" ) მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ექვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა №EL210822 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------" -ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნა 2023 წლის 25 მაისს საგადახდო დავალებით №32388168.
2023 წლის 25 მაისს შედგენილი №EL210822 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი დაკორექტირდა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის N13543 ბრძანებით, კერძოდ, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) არსებული ჩანაწერი: „მან განაცხადა, რომ გადაადგილებდა 30 000 ლარამდე ექვივალენტს დოლარში“ შეიცვალა ჩანაწერით: ,,მან განაცხადა, რომ გადაადგილებდა 30 000 ლარამდე თანხის ექვივალენტს ევროში და ლარში“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
დადგენილია ასევე, რომ დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 30 000 ლარამდე ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოხდა მისი და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც, ნაცვლად გაცხადებული ოდენობისა, მას აღმოაჩნდა 67 906,16 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------" - ს (პ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს ,რომ თანხის საქართველოს საზღვარზე გადაადგილება მისთვის წარმოადგენდა პირველ შემთხვევას, რის გამოც არ იცოდა თანხის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. ეს თანხა ჰქონდა საბანკო ვალდებულებით მიღებული.
ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ 30 000 ლარამდე ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოხდა მისი და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც, ნაცვლად გაცხადებული ოდენობისა, მას აღმოაჩნდა - 21 940 აშშ დოლარი, 3 735 ევრო და 735 ლარი. არასწორად დეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით შეადგინა 67 906,16 ლარი.
გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ექვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1),169(2)