გადაწყვეტილება №24720/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24720/2/2025
12 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „„-------“ 2“-ის 10.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24720/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31447 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №006-444 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2025 წლის №823 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 317 304.03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 149 837
დღგ - 76 685
მიწა (არასასოფლო) - 510
მოგების გადასახადი - 67 217
საშემოსავლო გადასახადი - 5 425
ჯარიმა - 87 560
საურავი - 79 907.03
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის (21.10.2022 წლის №18136/15-04-08) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2019 წლიდან 30.09.2022 წლის ჩათვლით პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილიდან, რომელსაც ერთვის სისხლის სამართლის მასალები, გაირკვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირები ფართის რეალიზაციის ხელშეკრულებებში აფიქსირებდნენ რეალური ნასყიდობის ღირებულებისაგან განსხვავებულ (შემცირებულ) ღირებულებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები ძირითადად ირიცხებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ხოლო სხვაობები რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გადაეცემოდა ნაღდი ფულით კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ან ირიცხებოდა ხელმძღვანელი პირის პირად ანგარიშზე. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დადგინდა ზემოაღნიშნული სხვაობების კომპანიაში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. შემოწმების პროცესში ჩატარდა კომპანიის ნაღდი ფულადი საშუალებებისა და კაპიტალის მოძრაობის ანალიზი. გაირკვა, რომ კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ინფორმაციებითა და დოკუმენტაციით წარმოიშვებოდა უარყოფითი სხვაობა. კომპანიას არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობით შემცირდა რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა და დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №33144 ბრძანება და №006-656 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11988 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის და სხვა კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, აღნიშნული ოპერაციის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაუქვემდებაროს შემცირებას, ხოლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდეს სასაქონლო ზედნადებებში ასახული ტვირთის პროპორციულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
სახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11988 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.09.2023 წლის №19974/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში (მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
- მე-4 სადავო საკითხის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს დაევალა ხსენებული საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მე-6 სადავო საკითხზე (განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) გავლენის თაობაზე მსჯელობა; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 22.09.2023 წლის №19974/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა და 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №006-444 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 29.11.2024 წლის №24297/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 29.01.2025 წლის №823 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერც საგადასახადო დავის ეტაპზე იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე მიუთითებდა და წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების (13.12.2023 წ. №31447 ბრძანება) აღსრულება განახორციელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი და ჯეროვანი გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების გარეშე. კერძოდ:
ა) შემოწმებამ არ შეაფასა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, სამუშაოს შემსრულებელი/თანხის მიმღები პირები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული, ამასთან კომპანიის დაფუძნებამდე (2018 წ.). კერძოდ, "-------"- 2007 წ.; "-------" - 2017 წ.. შესაბამისად, ერთის მხრივ, მათი მეწარმედ რეგისტრაცია კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, მათ მიმართ კომპანიას არ ჰქონდა მათი მომსახურების საფასურიდან გადასახადის დაკავების ვალდებულება;
ბ) შემოწმებამ არაობიექტურად შეაფასა კომპანიის მიერ "-------"-სთან და "-------"-სთან დადებული შეთანხმებები იმ ტექნიკური შეცდომის გამო, რომ შეთანხმებების ტექსტში მითითებულია შპს "-------" 2, ხოლო ხელმოწერის გრაფაში - შპს "-------"3. მოცემული, რომ ტექნიკური შეცდომაა მიუთითებს დასკვნაში აღნიშნული გარემოება, რომ ორივე კომპანიის დირექტორი "-------". შეთანხმებების ტექსტში ორჯერაა მითითებული შპს"-------" 2 და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რის გამოც საეჭვო არ არის, რომ შეთანხმება დადებულია შპს"-------" 2- თან;
გ) შემოწმება მიუთითებს შპს "-------" 2 და შპს "-------" 3-ის საქმიანობათა და დირექტორთა იგივეობაზე, რითაც მიანიშნებს, რომ მეწარმეებს შეიძლება სამუშაოები შპს "-------" 3-სათვის აქვთ შესრულებული. თუმცა, როგორც აღინიშნა, ერთის მხრივ, მეწარმეებმა შეთანხმებებში მიუთითეს, რომ სამუშაოები შესრულდა შპს "-------" 2-ის დაკვეთით და იგივეს განმარტავს დირექტორი, მეორეს მხრივ, შპს "-------" 3-ს იმ პერიოდში, როდესაც მეწარმეებისათვის თანხებია გადარიცხული, სამუშაოები საერთოდ არ უწარმოებია (მოცემული ინფორმაცია შემმოწმებლებს შეეძლოთ მოეპოვებინათ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზიდან, მათ შორის დეკლარაციების და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით);
დ) გადაანგარიშების პროცესში მეწარმეებმა კომპანიას აცნობეს, რომ ისინი გამოკითხული იქნენ საგამოძიებო სამსახურში და რომ მათ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ შპს "-------" 2-ის დაკვეთით შესრულებული სამუშაოებისა და კომპანიიდან მიღებული თანხების შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმება საგამოძიებო მასალებს ეყრდნობოდა, შემმოწმებლებს შესრულებული სამუშაოებისა და გადახდილი თანხების იდენტიფიცირების მიზნით, ასევე უნდა გამოეყენებინათ მეწარმეთა გამოკითხვის ოქმები. 2024 წლის 25 დეკემბრის (შემოსავლების სამსახურში საჩივრის ხელახლა განხილვისას) სხდომაზე აუდიტორმა განმარტა, რომ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა მხოლოდ ერთი მეწარმე, თუმცა აუდიტორმა ვერ განმარტა, რატომ არ იქნა შესწავლილი თუნდაც გამოკითხული მეწარმის გამოკითხვის ოქმი.
ე) შემოწმების მითითება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია, „რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი“, უსაფუძვლოა, ვინაიდან შემოწმების განკარგულებაში არსებული დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო დოკუმენტები, საინფორმაციო ბაზა, საბანკო ამონაწერები, შეთანხმებები, გამოკითხვის ოქმები და ა.შ.) საკმარისი იყო იმის დასადგენად, რა მოცულობის თანხები მიიღეს მეწარმეებმა შპს "-------" 2-ის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების საფასურის ანაზღაურების სახით. მოცემული გარემოება კი საკმარისი იყო სადავო საკითხის გადასაწყვეტად. 2024 წლის 25 დეკემბრის (შემოსავლების სამსახურში საჩივრის ხელახლა განხილვისას) სხდომაზე აუდიტორმა განმარტა, რომ შემოწმებისათვის არ ყოფილა წარდგენილი საბანკო ანგარიშები, საიდანაც მეწარმეებისათვის თანხები ირიცხებოდა, რაზეც სხდომაზე მიუთითა, რომ საბანკო ამონაწერები უშუალოდ მეორე შემმოწმებელს გადაუგზავნა. მოცემულის დასადასტურებლად წარმოდგენილ საჩივარს დაერთვის გადაგზავნის დამადასტურებელი „სქრინები“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. ამასთან, საბჭოს 22.09.2023 წლის №19974/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა რა საჩივარი, 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან (მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ სადავო საკითხის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამგვარად, შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.
ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეთანხმების აქტები. შპს "-------" 2-ის დირექტორი არის "-------", რომელიც ასევე არის შპს "-------" 3-ის დირექტორი. კომპანიების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო საქმიანობის ადგილია დაბა ბაკურიანი. წარდგენილ შეთანხმების აქტებზე ხელმოწერაში მითითებულია შპს "-------" 3, ხოლო მითითებული თანხების ანაზღაურება, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მოხდა დირექტორის პირადი ანგარიშებიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა 2) ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.11.2024 წლის №23883 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 29.11.2024 წლის №24297/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც სადავო 29.01.2025 წლის №823 ბრძანებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხების ნაწილში დარიცხულ თანხებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31447 ბრძანების აღსრულება განახორციელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი და ჯეროვანი გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების გარეშე. კერძოდ:
- "-------" და "-------" ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულნი არიან კომპანიის დაფუძნებამდე. შესაბამისად, ერთის მხრივ, მათი მეწარმედ რეგისტრაცია კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, მათ მიმართ კომპანიას არ ჰქონდა მათი მომსახურების საფასურიდან გადასახადის დაკავების ვალდებულება;
- არაობიექტურად შეფასდა კომპანიის მიერ "-------"-სთან და "-------"-სთან დადებული შეთანხმებები ტექნიკური შეცდომის გამო, შეთანხმებების ტექსტში შპს "-------" 2-ის, ხოლო ხელმოწერის გრაფაში შპს "-------" 3-ის მითითება რომ ტექნიკური შეცდომაა მიუთითებს გარემოება, რომ ორივე კომპანიის დირექტორი "-------", შეთანხმებების ტექსტში ორჯერაა მითითებული შპს "-------" 2 და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რის გამოც საეჭვო არ არის, რომ შეთანხმება დადებულია შპს "-------" 2-თან;
- მეწარმეებმა შეთანხმებებში მიუთითეს, რომ სამუშაოები შესრულდა შპს "-------" 2-ის დაკვეთით და იგივეს განმარტავს დირექტორი, ამასთან, შპს "-------" 3-ს იმ პერიოდში, როდესაც მეწარმეებისათვის თანხებია გადარიცხული, სამუშაოები საერთოდ არ უწარმოებია;
- მეწარმეები გამოკითხულ იქნენ საგამოძიებო სამსახურში და მათ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ შპს "-------" 2-ის დაკვეთით შესრულებული სამუშაოებისა და კომპანიიდან მიღებული თანხების შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმება საგამოძიებო მასალებს ეყრდნობოდა, შემმოწმებლებს შესრულებული სამუშაოებისა და გადახდილი თანხების იდენტიფიცირების მიზნით ასევე უნდა გამოეყენებინათ მეწარმეთა გამოკითხვის ოქმები;
შემოწმების განკარგულებაში არსებული დოკუმენტაცია საკმარისი იყო იმის დასადგენად, რა მოცულობის თანხები მიიღეს მეწარმეებმა შპს "-------" 2-ის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების საფასურის ანაზღაურების სახით და სადავო საკითხის გადასაწყვეტად. საბანკო ამონაწერები უშუალოდ მეორე შემმოწმებელს გადაუგზავნა, რისი დასადასტურებლად წარმოადგენს საჩივარზე დანართის სახით გადაგზავნის დამადასტურებელ „სქრინებს“.
ამგვარად, მომჩივანი წარმოადგენს არგუმენტებს, რომელიც ცნობილია დავების განხილვის საბჭოსათვის და რაც გახდა კიდეც საჩივრის შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებულ პირებზე მომჩივანს არგუმენტები შემოწმების პროცესში არ წარუდგენია (შემოწმებით ფულის მოძრაობა განხილული იქნა მთლიანობაში) და ის მხოლოდ დავის ეტაპზე წარმოდგენილი საჩივრით გახდა ცნობილი. კერძოდ, მომჩივანი აღნიშნავდა და წარმოდგენილ საჩივარშიც აღნიშნავს, რომ "-------"-ზე და "-------"-ზე გაცემული თანხები სამშენებლო მომსახურებისათვის არაა გათვალისწინებული ფულის მოძრაობაში და რომ უნდა გათვალისწინებულიყო გამოკითხვის ოქმები. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტები სხვადასხვა სარემონტო მომსახურებაზე (როგორიცაა სართულის ფილით მოწყობა, ლიფტის გადახურვა და კიბის უჯრედების სამუშაოები, ფასადის სამუშაოები და სხვა). წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლისას გაირკვა, რომ დასახელებულ პირებზე კომპანიის ანგარიშიდან თანხები გადარიცხული არ არის, ასევე იმ ანგარიშებიდან (დირექტორის პირადი ანგარიში), რომელსაც მიუთითებს საჩივარში. წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში, როგორც მანამდეც აღნიშნა, ტექსტში მითითებულია შპს "-------" 2, ხოლო ხელმოწერის ადგილზე შპს "-------" 3, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს სხვა კომპანიაც გააჩნდა, ხარჯი რომ შპს "-------" 2-ისაა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება. რა სამუშაოებიც იქნა შესრულებული, ანუ ხარჯია გაწეული, შპს "-------" 2-სათვის არის გაწეული თუ არა და ისიც დასახელებული პირების მიერ, ვერ იდენტიფიცირდება, რადგან არ არის წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა 2-ები. რაც შეეხება ხსენებული პირების გამოკითხვის ოქმებს, შემოწმებისათვის მიწოდებული არ არის, ხოლო საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან გასაუბრებით, ერთი პირი გამოიკითხა, ხოლო მეორე პირის გამოკითხვა შეუძლებელი გახდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
მომჩივანს დავის განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რაც სადავო საკითხების ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილიდან, რომელსაც ერთვის სისხლის სამართლის მასალები, გაირკვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირები ფართის რეალიზაციის ხელშეკრულებებში აფიქსირებდნენ რეალური ნასყიდობის ღირებულებისაგან განსხვავებულ ღირებულებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები ძირითადად ირიცხებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ხოლო სხვაობები რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გადაეცემოდა ნაღდი ფულით კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ან ირიცხებოდა ხელმძღვანელი პირის პირად ანგარიშზე. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დადგინდა ზემოაღნიშნული სხვაობების კომპანიაში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. შემოწმების პროცესში ჩატარდა კომპანიის ნაღდი ფულადი საშუალებებისა და კაპიტალის მოძრაობის ანალიზი. გაირკვა, რომ კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ინფორმაციებითა და დოკუმენტაციით წარმოიშვებოდა უარყოფითი სხვაობა. კომპანიას არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობით შემცირდა რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა და დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275.