ბრძანება N 229
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 229
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-----------ის“ (ს/ნ ---------------------)
(მის.:------------------------------------------)
2024 წლის 8 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს ,,-----------ის“ (ს/ნ ---------------------) №86548/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №052-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადს და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9822 და 2023 წლის 26 აპრილის №9047 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----------ის“ (ს/ნ ---------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 22 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 15 დეკემბრის №31626 ბრძანება და ამავე თარიღის №052-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 43 243 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 663 ლარი, ჯარიმა 13 641 ლარი, საურავი 3 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: . შპს ,,-----------ის“ (ს/ნ ---------------------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით ან თამბაქოს ნაწარმით. კომპანია დარეგისტრირდა 22.01.2020 წელს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში, კერძოდ ფლობს 3 მაღაზიას.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის ბუღალტრული მონაცემების ფინანსურად დამუშავება ხდება პროგრამა ,,ორისში“, კერძოდ, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა და გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ასახვა ხდება ჯამურად, თანხობრივ ჭრილში, ყოველი თვის ბოლოს. შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი. არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. კომპანიის დეკლარირებული და სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით საშუალო ფასნამატი მერყეობს 15-17% ფარგლებში, დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის 1%-ზე ნაკლებია და დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ 24%-ია. ამასთან, 2023 წლის 22 თებერვლის №271 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, ფაქტობრივად აღწერილი სმფ-ების მიხედვით, საშუალო შეწონილი ფასნამატი 22.57%-ია. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები, რომლის შედეგადაც სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, თუმცა დაფიქსირებულია სარეალიზაციო ფასი, რომლის საფუძველზეც გაანგარიშდა ფასნამატები.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 29 კატეგორიად და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული და ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისით დაკორექტირებული სმფ-ების საწყისი და საბოლოო (01.01.2020-01.03.2023წწ) ნაშთები ჩაიშალა კატეგორიებად, შეძენილი სმფ-ების პროპორციულად, შესაბამისად, განისაზღვრა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და აღნიშნული მეთოდით დათვლილ რპთ-ზე, კატეგორიების მიხედვით, 2022-2023წწ საანგარიშო პერიოდებში, გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი საშუალოდ 22.57% (კატეგორიების მიხედვით მერყეობს 8%-32%-ის ფარგლებში), ხოლო 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში იმ კატეგორიაზე, რომელზე ჩატარებული იყო მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, გამოყენებულ იქნა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი, ხოლო დანარჩენ კატეგორიაზე შემოწმებამ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის ფასნამატით. ამავდროულად, ინვენტარიზაციის შედეგები გაგზავნილ იქნა გადამხდელთან და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (შეძენის და რეალიზაციის ფასები) განისაზღვრა თითოეული საქონლის მიწოდების ფასნამატი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით (ძველი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლი), ზემოაღნიშნული მეთოდით განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები, ჯამურად 9 078 706 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილებულ იქნა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად.
ძირითადი დარიცხვა გამოიწვია ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობამ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის თებერვალი-ივნისის თვეში შეძენილ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი (19 ცალი ანგარიშ-ფაქტურა) მიბმული აქვს 2020 წლის მაისისა და 2021 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციებზე, ხოლო ჯამურად დღგ-ის თანხა 5 431 ლარი არ აქვს ჩათვლილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე შემოწმების შედეგებში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 3 926 ლარი და ჯარიმა 2 773 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამტკიცებული მეთოდური მითითებების“ დანართი №9-ის (,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) და დანართი №10-ის (,,პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“) გათვალისწინებით, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საკასო შემოსავლად და მეთოდური მითითებების გათვალისწინებით გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთები, ყოველი თვის ბოლოს საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის ჯამის 10%-ის ოდენობით (საკასო შემოსავალი დათვლილ იქნა ბუღალტრული პროგრამაში დაფიქსირებული და არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი რეალიზაციის ნამეტის ჯამით). შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა 2022 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის, სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალები.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შემოწმების მიერ, განისაზღვრა როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ასევე 2022 წლის დეკემბრის თვეში (სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში გამოანგარიშებულ იქნა ფულის ,,ფიქტიური ნაშთის“ ოდენობა 63 907 ლარის ოდენობით და განისაზღვრა ამავე საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 79 882 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის თებერვლის თვეში, ნაღდი ფულის ,,არაგონივრული ნაშთი“ 23 045 ლარი ოდენობით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 28 806 ლარით.
შესაბამისად, აღნიშნული თანხები, 2022 წლის დეკემბერში ,,ფიქტიური ნაშთი“ და 2023 წლის თებერვალში ,,არაგონივრული ნაშთი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, ------ზე (პ/ნ -------) ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-----------ის“ (ს/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადს და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9822 და №9047 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 22 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ს №31626 ბრძანება და №052-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 43 243 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 663 ლარი, ჯარიმა 13 641 ლარი, საურავი 3 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია დარეგისტრირდა 22.01.2020 წელს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი. არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
ასევე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები, რომლის შედეგადაც სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, თუმცა დაფიქსირებულია სარეალიზაციო ფასი, რომლის საფუძველზეც გაანგარიშდა ფასნამატები.ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის თებერვალი-ივნისის თვეში შეძენილ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი მიბმული აქვს 2020 წლის მაისისა და 2021 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციებზე, ხოლო ჯამურად დღგ-ის თანხა არ აქვს ჩათვლილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე შემოწმების შედეგებში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების მიხედვით ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამტკიცებული მეთოდური მითითებების“ დანართი №9-ის (,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) და დანართი №10-ის (,,პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“) გათვალისწინებით, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა 2022 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის, სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შემოწმების მიერ, განისაზღვრა როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ასევე 2022 წლის დეკემბრის თვეში (სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში გამოანგარიშებულ იქნა ფულის ,,ფიქტიური ნაშთის“ ოდენობა და განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა .
ამასთანავე, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის თებერვლის თვეში, ნაღდი ფულის ,,არაგონივრული ნაშთი“ და განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 28 806 ლარით.
შესაბამისად, აღნიშნული თანხები, 2022 წლის დეკემბერში ,,ფიქტიური ნაშთი“ და 2023 წლის თებერვალში ,,არაგონივრული ნაშთი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე( დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 ,,ა“ 9); 101(1); 154(1„ა“); 269(7);