გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.01.2018
საქმის ნომერი
120310017002181458
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 172181458 -3/190-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

27 დეკემბერი 2017 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------–-----------–-----------------

წარმომადგენელი - ნ---- ს------–---–ი

მოპასუხე - ვ--------ი ვ--–------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2017 წლის 21 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე ს----------–-----------–-----------------ს წარმომადგენელმა ნ---- ს------–---–მა მოპასუხე ვ-------- ვ--–------–---–ის მიმართ და მოითხოვა: ვ-------- ვ--–------–---–ს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება;

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–-----------–-----------------სა და ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ვ--------ი ვ--–------–---–ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა სამხედრო სამსახურის ხელფასით უზრუნველყოფა. ამავე კონტრაქტის 3.3. პუნქტის თანახმად კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით, თუმცა ვ--------ი ვ--–------–---–მა 15.08.2017 წელს N782614 პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 01.09.2017 წლის N6187 ბრძანების თანახმად ვ--------ი ვ--–------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტით კონტრაქტის პირობების დარღვევით, ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარის ოდენობით. ვ-------- ვ--–------–---–ი 01.09.2017წლის N6187 ბრძანებით დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. 15.11.2017წლის N1163 ცნობის მიხედვით მოპასუხეს კონტრაქტის გაფორმებიდან ნამსახურების აქვს ორ წელზე ნაკლები ამდენად, მას წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა კერძოდ, კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას თავდაცვის სამინისტროსათვის დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ვ-------- ვ--–------–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ს----------–-----------–-----------------ს სარჩელზე არ წარმოუდგენია ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.ს----------–-----------–-----------------სა და სამხედრო მოსამსახურე ვ--------ი ვ--–------–---–ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.3. პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 04 წლით, რომელიც სრულდებოდა 2020 წლის 30 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვ-------- ვ--–------–---–ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება N2------ (ს.ფ 13-20);

 

3.2.კონტრაქტის განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვ-------- ვ--–------–---–ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება N2------ (ს.ფ 13-20);

 

3.3. ვ--------ი ვ--–------–---–მა პატაკის საფუძველზე ითხოვა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან გათავისუფლება. მიუთითა, რომ ცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგები და მასზე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 15 აგვისტოს პატაკი MOD 01700782614 (ს.ფ. 21);

 

3.4. 2017 წლის 01 სექტემბერს ვ-------- ვ--–------–---–ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 01 სექტემბრის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება MOD 1700006187.( ს.ფ 22)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „ს----------–-----------–-----------------ს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს ს----------–-----------–-----------------ს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში ს----------–-----------–----------------- ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

20.05.2016 წლის #2------ კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

 

კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 01.09.2017 წლის MOD41700006187 ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ვ-------- ვ--–------–---–ს (პ/ნ 0----------) ს----------–-----------–-----------------ს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაევალოს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ვ-------- ვ--–------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს 100 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი