გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/03-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.01.2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ვერა ლომიძე
მოსარჩელე - ნ--------------------
წარმომადგენელი - ლ---------–---–---–-
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - თ--------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №-----------------
მოსარჩელის განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო ბრძანება გამოცემულია უსაფუძვლოდ, ვინაიდან ნ------------------- მიმართული აქვს ლეგალიზების მიზნით უფლებამოსილ ორგანოსთვის და ელოდება დადებით პასუხს იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი არ წარმოადგენს სოფელ არაგვისპირი არსებული სპორტული მოედნის ნაწილს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, ნ-------------------ს მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 თებერვლის №-------- მითითების გაცემით, სადაც მითითებული იყო, რომ მას ნაწარმოები ჰქონდა უნებართვო მშენებლობა და 45 დღის ვადაში უნდა მოეყვანა მშენებლობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. სამართალდამრღვევის მიერ მითითება არ შესრულდა, რის შემდეგაც, 2017 წლის 3 აპრილს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა ნ-------------------ს მიმართ, შეადგინეს შემოწმების აქტი N-- საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, 2017 წლის 7 აპრილის №---------–---ილით, ნ------------------- ეცნობა შემოწმების აქტის განხილვის დროის და ადგილის შესახებ. 2017 წლის 19 აპრილს შემოწმების აქტის N4 (03.04.2017წ.) განხილვაზე ნ------------------- არ გამოცხადდა. აქტის განხილვის ეტაპზე, დადასტურდა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი, რის შემდეგაც, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №---------რძანების საფძველზე, ნ------------------- დაეკისრა ჯარიმის, 200 ლარის გადახდა და ამასთანავე, შენობის დემონტაჟის განხორციელება. მოპასუხე მხარისთვის გაუგებარია რომელი დადგენილების გამოცემაზე საუბრობს მოსარჩელე, ვინაიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში თანმიმდევრულად იქნა განხორციელებული ყველა ის ქმედება, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა. ეს უკანასკნელი კი არ ითვალისწინებს ბრძანების წინაპირობად რაიმე დადგენილების გამოცემას. ხოლო, რაც შეეხება მიწაზე საკუთების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას, მისი აზრით აქცენტის გაკეთება კონკრეტული საქმისთვის არაარსებითია.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში ნ------------------- მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის (ს/კ 71.63.50.100) და სოფლის სპორტული მოედნის (სტადიონის, ს/კ 71.63.59.825) მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნაწარმოები აქვს უნებართვო მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 თებერვლის №------- მითითება.
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის შედგენილი შემოწმების აქტი №4;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №-----------------
3.2. 2017 წლის 01 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე ნ-------------------ს მიმართ გაიცა №------- მითითება, რომლითაც მას განესაზღვრა 45 კალენდარული დღე, რათა მოეხდინა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მშენებლობის სამშენებლო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ნ-------------------ს მიმართ, 2017 წლის 03 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №4, რომლითაც დაფიქსირდა მითითების პირობების შეუსრულებლობა. აქტში მითითებულია, რომ ნაწარმოებია უნებართვო მშენებლობა.
3.3.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №1104/ს ბრძანებით ნ------------------- დაჯარიმდა 200 ლარით, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 თებერვლის №------- მითითება.
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის შედგენილი შემოწმების აქტი №4;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №-----------------
3.4. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ნ-------------------ს მიმართ, 2017 წლის 03 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №4, რომლითაც დაფიქსირდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 თებერვლის მითითების შეუსრულებლობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2017 წლის 07 აპრილს №05/3508 წერილით ნ------------------- ეცნობა 2017 წლის 19 აპრილს შემოწმების აქტის თაობაზე და მიწვეული იქნა შემოწმების აქტის განხილვაზე. ამასთან, ეცნობა, რომ მისი გამოუცხადებლობა საკითხის განხილვას არ დააბრკოლებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს შედგენილი შემოწმების აქტი №4;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 07 აპრილის №05/3508 წერილი.
3.5 ნ-------------------ა 2017 წლის 04 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: დუშეთი, სოფელი არაგვისპირი (ზონა დუშეთი, სექტორი:...),სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადების მიღების ბარათი №882017366070;
3.6. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №1104/ს ბრძანებით ნ------------------- დაეკისრა ჯარიმა სამშენებლო სამართალდარღვევის (უნებართვო მშენებლობის წარმოება) ჩადენის გამო 200 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 25 მაისის №-----------------
3.7. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 15 დეკემბრის #616 განკარგულებით ნ------------------- უარი ეთქვა განცხადებაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვისპირში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 48 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 დეკემბრის #616 განკარგულება (2017 წლის 15 დეკემბრის სასამართლოს სხდომი ოქმი).
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” .
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, გასაჩვრებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს წინამდებარე სარჩელის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობის საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ”გ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მითითებით და შემოწმების აქტებით დასტურდება, რომ ნ-------------------ა აწარმოა მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაოები ექვემდებარება ლეგალიზებას იქიდან გამომდინარე რომ მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის სპორტული მოედნის ნაწილი და მისი დაკანონება შესაძლებელია და ამისათვის მიმართულია აქვს კვლავ საკუთრების აღიარების კომისიისთვის და ელოდება პასუხს და პასუხის მიღებამდე თუ მოხდება შენობის დემონტაჟი მას მიადგება ზიანი, აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2017 წლის 15 დეკემბრის #616 განკარგულებით ნ------------------- უარი ექთვა განცხადებაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვისპირში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 48 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. ლეგალიზება ხორციელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ეს აქტი არ ადგენს პირდაპირ ამნისტიას ამ მომენტამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობების მიმართ, არამედ - განსაზღვრავს, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნული ობიექტები აღარ ითვლება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამდენად, ლეგალიზების საფუძვლების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეს ობიექტი არ უნდა ჩაითვალოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულად. ამისათვის აუცილებელია სათანადო პროცედურის შედეგად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი აქტი არ არის გამოცემული. შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებს, ექცევა თუ არა ობიექტი ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №--- ბრძანებულების მოქმედების სფეროში შესაბამისად, ობიექტი კვლავ უნებართვოდ აშენებულად ითვლება.
ამგვარად, 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით სადავო აქტის გამოცემისას ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ იყო აღმოფხვრილი და ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტი სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. დუშეთი, კოსტავას ქ. №38) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე