გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
120210017002183046
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N172183046-2/693-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 დეკემბერი 2017 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

მოსარჩელე - ს-----–----------------

წარმომადგენელი - ნ-----------–---–-

მოპასუხე - გ---------------

მოპასუხე - შ------------–---–-

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.მოპასუხე შ-----------–---–- და გ---------------ს სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N0002/2013/13883 და თავდებობის N0002/2013/13883-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 9956.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 7036.97 ლარი, პროცენტი - 2419.86 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 500 ლარი;

 

2.2.მოპასუხე შ-----------–---–- N711163261122001 ოვერდრაფტიდან გამომდინარე სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1149.91 ლარისგადახდა,რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას;

 

3.3.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და შ-----------–---–- შორის 2013 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/13883 შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 110000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 01.10.2018 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 19.25%; ვადაგაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და გ----------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 17 212.551 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა. 2016 წლის 03 თებერვლიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით მათმა დავალიანებამ შეადგინა 11 606.83 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 7036.97 ლარი, პროცენტი 2419.86 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 2150 ლარი. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. გარდა ამისა სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ შ-----------–---–-- ანგრიშზე გააქტიურა ოვერდრაფტი N 711163261122001. ოვერდრაფტი წარმოადგენს ბანკის თანხმობით ბანკის ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათის მქონე პირს. მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის N71116321122001 დაფარვის გრაფიკი დარღვეული იქნა 2016 წლის 01 მაისიდან. სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე მსესხებლის დავალიანება 2017 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1149.91 ლარს, რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას. მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებული იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხე შ-----------–---–- და გ---------------ს სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N0002/2013/13883 და თავდებობის N0002/2013/13883-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 9956.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 7036.97 ლარი, პროცენტი 2419.86 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 500 ლარი, ხოლო მოპასუხე შ-----------–---–- N711163261122001 ოვერდრაფტიდან გამომდინარე სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1149.91 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას, ასევე ითხოვა გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად (მხარეთა შორის გაფორმებული N0002/2013/13883 ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ---------------მ და შ------------–---–-- მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს და განმარტეს, რომ თანახმა არიან გადაიხადონ სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N0002/2013/13883 და თავდებობის N0002/2013/13883-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9956.83 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 7036.97 ლარი, პროცენტი 2419.86 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 500 ლარი; ასევე მოპასუხე შოთა ხუგაშვილი თანახმაა N711163261122001 ოვერდრაფტიდან გამომდინარე სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ გადაიხადოს 1149.91 ლარი, რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2013 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და და შ-----------–---–- შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/13883, რომლის თანახმად კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 11 0000 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა 01.10.2018 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 19.2500%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მსესხებლის მიერ ვადაში არ მომხდარა თანხის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საბანკო კრედიტის N0002/2013/13883 ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.2.2013 წლის 02 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და გ---------------ს შორის გაფომებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N0002/2013/13883-1, რის საფუძველზეც გ---------------მ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 17212.55 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულება N0002/2013/13883-1;

 

3.3.2016 წლის 03 თებერვლიდან მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, მოპასუხეებს აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით მათმა დავალიანებამ შეადგინა 11 606.83 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 7036.97 ლარი, პროცენტი 2419.86 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 2150 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან;

-ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.4.სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ შ-----------–---–-- ანგარიშზე გააქტიურა ოვერდრაფტი N711163261122001 მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის N711163261122001 დაფარვის გრაფიკი დარღვეული იქნა 2016 წლის 01 მაისიდან. სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე მსესხებლის დავალიანება 2017 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 1149.91 ლარს, რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ბანკომატით ოვერდრაფტის გააქტიურების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

-ცნობა დავალიანების შესახებ;

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 625-ე, 891-ე,892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე, 400-ე, 416-ე, 418-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილი თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლოდ და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და შ-----------–---–- შორის2013 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/13883 შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა -110000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 01.10.2018 წლამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი 19.25%; ვადაგაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და გ----------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალურმა ოდენობამ შეადგენდა 17 212.551 ლარი. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.

 

2016 წლის 03 თებერვლიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა სს ,,ლიბერთი ბანკმა’’ შ-----------–---–-- ანგრიშზე გააქტიურა ოვერდრაფტი N 711163261122001. მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის N71116321122001 დაფარვის გრაფიკი დარღვეული იქნა 2016 წლის 01 მაისიდან. სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე მსესხებლის დავალიანება 2017 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1149.91 ლარს, რაც წარმოადგენს ოვერდრაფტის ძირ თანხას.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შ-------------–---–-ს სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. რომელიც ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად. შ------------–---–-ს მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლიბერთი ბანკსა’’ და შ------------–---–-- შორის გაფორმებული 2013 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება N0002/2013/13883 დარღვეული იქნა შ------------–---–-ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულებები არ შეუსრულებია არც თავდებს გ---------------ს, რომელმაც იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაეფარა კრედიტის თანხა. სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის არსებული მდგომარეობით მოპასუხეებს გიორგი ჩიტაშვილს და შ-----------–---–- სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე გააჩნიათ დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი ხმარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის - 7036.97 ლარის, პროცენტი 2419.86 ლარის და ვადაგადაცილების ჯარიმის - 500 ლარის დაკისრების თაობაზე, ასევე სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე შ-----------–---–- მოსარჩელის მოთხოვნა N711163261122001 ოვერდრაფტიდან გამომდინარე სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ 1149.91 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე მხარისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ ძირი თანხის - 7036.97 ლარის, პროცენტის - 2419.86 ლარის და ჯარიმის - 500 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს; ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შ-----------–---–- მიმართ (N711163261122001 ოვერდრაფტიდან გამომდინარე) 1149.91 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც ასევე ასახულია მხარეებს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემხარის შუამდგომლობა,გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს (მხარეთა შორის გაფორმებული N0002/2013/13883 ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად);

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 399.00 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილდა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 399.00 ლარის ოდენობით;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ლიბერთი ბანკის’’ (ს/ნ 203828304) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე შ-----------–---–- (--------------------ა გ---------------ს (-----------------

სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სულ 9956.83 ლარის (ძირი - 7036.97 ლარი, პროცენტი - 2419.86 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი) გადახდა;

 

3.მოპასუხე შ-----------–---–- (პ/ნ 3----------) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის სარგებლობიდან გამომდინარე 1149.91 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს’’ დაუბრუნდეს საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 399.00 ლარი, რომლიდანაც 349.00 ლარი, გადახდილი იქნა 20.11.2017 წელს და 50 ლარი რომელიც გადახდილი იქნა 20.11.2017 წელს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიშის/სახაზინო კოდი: 300873150, მიმღების ბანკის კოდი: TRESGE22;

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებდად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი