გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
150210017002153616
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210017002153616

საქმე #2/23--17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 იანვარი 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე- შ-- "-----------

წარმომადგენელი- ნუ-------------–---–ია

მოპასუხე - ს-- „-------“

წარმომადგენელი- თე----------ძე

დავის საგანი - დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე „-------“-ს შ-- „თ-------ე“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი თანხის 8 200 (რვა ათას ორასი) ლარის და პირგასამტეხლოს 12 190 (თორმეტი ათას ასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.

მოსარჩელე შ-- „თ-------ე“-სა და მოპასუხე შ-- „-------“-ს შორის 2014 წლის 11 მაის- დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს მოპასუხის დაკვეთით უნდა შეესრულებინა ლითონის ანძების ესკალაციის სამუშაოები, საწვავით მომარაგების ჩათვლით. სამუშაოთა საერთო ღირებულება, ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 62 400 ლარს. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად დამკვეთს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ავანსის სახით უნდა გადაეხდა 18 604 ლარი. საბოლოო ანგარიშსწორება კი, ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად უნდა მომხდარიყო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან 15 სამუშაო დღეში. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მას ეკისრებოდა მენარდისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0,1%-ის გადახდა. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, საბოლოოდ მოსარჩელისათვის გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 8 200 ლარი, ხოლო ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს თანხამ 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 12 190 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე შ-- „თ-------ე“-სა და მოპასუხე შ-- „-------“-ს შორის არანაირი ფულადი ვალდებულება არ არსებობს. მოსარჩელე მხარე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და გარდა იმისა, რომ უთითებს არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს, მოსარჩელე მხარეს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი აქვს ვითომდა 2014 წლის 11 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელზეც ფიქსირდება რიგ შემთხვევაში არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ხოლო ერთ მიღება_ჩაბარების აქტზე უფლებამოსილი პირის, გენერალური დირექტორის, სოსო ძნელაძის ხელმოწერა, რომელიც არ ეკუთვნის მას, რაზეც მოპასუხემ მიმართა კიდეც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექპერტიზის ბიუროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 11 მაის- შ-- „თ-------ე“-სა და მოპასუხე შ-- „-------“-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდემ იკისრა ვალდებულება ლითონის ანძების ესკალაციის სამუშაოების ჩატარება, საწვავით მომარაგების ჩათვლით. სამუშაოთა საერთო ღირებულება, ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 62 400 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ. 3-4).

2014 წლის 11 მაისის ხელშეკრულება (ს. ფ. 16-18).

 

3.1.2. 2015 წლის 18 ივნის- შ-- „თ-------ე“-სა და მოპასუხე შ-- „-------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდემ იკისრა ვალდებულება ლითონის ანძების ესკალაციის სამუშაოების ჩატარება, სამუშაოთა საერთო ღირებულება, ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 25 800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ.).

2014 წლის 30 სექტემბრის შედარების აქტი (ს.ფ.).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის 2014 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთშედარების ანგარიშსწორების აქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებმა დაადასტურეს შ-- „თ-------ე“- ს მიერ ჯამში სულ 55 900 ლარის სამუშაოების შესრულება და რის შემდეგაც დამკვეთის მიერ მენარდისათვის გადასახდელმა დავალიანებამ 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 40 200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ.).

2014 წლის 30 სექტემბრის შედარების აქტი (ს.ფ.).

 

3.2.2. მხარეები, 2014 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ურთიერთშედარების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის 11 მაისის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამკვეთის დავალიანება შეადგენდა 30 200 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა- განმარტება (ს.ფ. 60).

2014 წლის 2 ოქტომბრის შედარების აქტი (ს.ფ. ).

 

3.2.3 მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული წესით წარმოწმებული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2014 წლის 22 მაისის შემდეგ დამკვეთს გადახდილი აქვს 47,700 ლარი - რისი ასახვაც საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება

საგადასახადო დავალებები , ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ)

 

3.2.4. დამკვეთს შ-- „-------“ -ს მენარდის შ-- „თ-------ე“-სათვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით, გადასახდელი აქვს დავალიანება 8 200 ლარი.

 

3.2.5. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მას ეკისრებოდა მენარდისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0,1%-ის გადახდა.

 

3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, თითქოს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები დადასტურებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (ხელმოწერა გაყალბებულია), ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები გარდა ხელმოწერისა დამოწმებულია შ-- „-------“ -ს ბეჭედით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება

ხელშეკრულება, საგადასახადო დავალებები , ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მას-ა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. დადგენილია, რომ მენარდემ ვალდებულებები შეასრულა და მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დამკვეთის მიერ მენარდისათვის გადასახდელი დავალიანების ოდენობა 62 400 ლარით. დადგენილია, რომ ამ თარიღის შემდგომ დამკვეთმა გადაიხადა მხოლოდ 47 700 ლარი, შესაბამისად, მის მიერ მენარდისათვის გადასახდელი დარჩა დავალიანება 8 200 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს მოსარჩელემ წარმოუდგინა სასაქონლო ზედნადებები და შესაბამისი ანგარიშფაქტურები, რომლებიც ელექტრონული წესით არის წარმოებული. ასეთი ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები მყისიერად აისახება საგადასახადო ორგანოების მონაცემთა ბაზებში, რაც მას ანიჭებს სარწმუნოობის მაღალ ხარისხს. სასაქონლო ზედნადების სამართლებრივ რეგლამენტირებას გვთავაზობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3- დეკემბრის №9-- ბრძანება რომლის 251-ემუხლის თანახმად ზედნადები ივსება ელექტრონულად, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. თანახმად ზედნადების ელექტრონულად სევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებ გვერდზე... ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მოპასუხემ აღნიშნულ მტკიცებულებების უარყოფა ვერ შეძლო და არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მათ უარყოფდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე 62 400 ლარის გადახდის გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია, მხოლოდ მხარის განმარტებას ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ გარემოების დასადასტურებლად, სასამართლო არ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სრულად უნდა დაკმაყოფილდეს დავალიანების თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე, 3-7-ე, 327-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 3-7-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე - სამუშაოზე, მისი შესრულების ვადაზე და სამუშაოს ღირებულებაზე. სახეზეა ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. დამკვეთს არ გადაუხდია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მისი ღირებულებიდან 8 200 (რვა ათას ორასი) ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.

 

6.4. დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

6.5.პირგასამტეხლოსთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს ჰქონდა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს ს-კ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

6.6. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

6.7სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერეს-, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია დარღვევის ხარისხსა და გამოწვეულ ზიანთან მიმართებით და უნდა მოხდეს მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე და სხვა რაც სრულ შესაბამისობაშია დადგენილ პრაქტიკასთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში 2014 წლის 11 მაის-, შ-- „თ-------ე“ -ს და ს- „-------“-სა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოპასუხეებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 12 190 ლარი უნდა შემცირდეს 6 000 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოცემულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 366.00 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შ-- "თ-------ეს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ს-“ა-----9--ს“ შ-- "თ-------ეს" სასარგებლოდ, დაეკისროს ძირითადი თანხის 8 200 (რვა ათას ორასი) ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ს-“ა-----9--ს“ შ-- "თ-------ეს" სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისროს, მოცემულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 366.00 ლარის ანაზღაურება.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის 5-ე პუნქტში მითითებული წესების დაცვით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან