გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
231210918002256525
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ
12 იანვარი, 2018 წელი ქ. ხობი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - შოთა სირაძე
განმცხადებელი: შ-- „მ-----”,წარმომადგენელი: მ------ ნ----------
მოწინააღმდეგე მხარე: (მოპასუხე) დ----- ლ-----–----
მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება.
ზეპირი მოსმენით განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 12 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა შ-- ,,მ-----ს“ წარმომადგენელმა მ------ ნ-----------
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ-- ,,მ-----მ“ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება S-------------, VIN კოდი G--------, გამოშვების წელი 2005, ძრავის მოცულობა 1493, ფერი რუხი 2/8, რეგისტრაციის ნომერი E------- 3150 ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3400 ლარის ოდენობით, თვეში 5.00 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა 2018 წლის 27 სექტემბრამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 246.40 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 %-ის ოდენობით.
მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 09 იანვრის მდგომარეობით დ----- ლ-----–---- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 5823.84 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში ლიზინგის მიმღებმა არსებითად დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, კერძოდ: გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოს შ-- ,,მ-----მ“ 2017 წლის 24 ნოემბერს ცალმხრივად შეწყვიტა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, რომ მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების დ----- ლ-----–---- მფლობელობიდან ლიზინგის გამცემის შ-- ,,მ-----ს“ მფლობელობაში ლიზინგის საგნის - ავტოსატრანპორტო საშუალების S-------------, VIN კოდი G--------, გამოშვების წელი 2005, ძრავის მოცულობა 1493, ფერი რუხი 2/8, რეგისტრაციის ნომერი E------ დაბრუნებას. ასევე ითხოვს მოპასუხე დ----- ლ-----–---- განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შ-- ,,მ-----ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
შ-- "მ-----ს" განცხადებას, თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, შ-- ,,მ-----ს“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, ლიზინგის საგნის სარეგისტრაციო მოწმობა, მოპასუხისათვის გაგზავნილი შეწყვეტის წერილი, შეტყობინების ჩაბარების დასტური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის პრაქტიკული რეკომენდაციები, შ-- ,,მ-----ს“ ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან, შ-- ,,მ-----ს“ მიერ გაცემული მინდობილობა, შ-- ,,ი-----------–- მ-------------- ბ--------ს---------––----------“ ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან, შ-- ,,ი-----------–- მ-------------- ბ--------ს---------––----------“ მიერ გაცემული მინდობილობა და სახ.ბაჟის გადახდის ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შ-- ''პ-------–--------'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შ-- ,,მ-----ს“ განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
''სალიზინგო საქმინაობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შ-- ,,მ-----ს“ განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. ლიზინგის საგნის გამცემს - შ-- ,,მ-----ს“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - დ----- ლ-----–---- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტოსატრანპორტო საშუალება S-------------, VIN კოდი G--------, გამოშვების წელი 2005, ძრავის მოცულობა 1493, ფერი რუხი 2/8, რეგისტრაციის ნომერი E------.
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.
4. დ----- ლ-----–---- შ-- ,,მ-----ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შ-- ,,მ-----ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანის ქ.№192) მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე