განაჩენი

სისხლის სამართლის 05.01.2018
საქმის ნომერი
010100117002218446
დავის ტიპი
214 2
თარიღი
05.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002218446

1-1092/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - დ----- ჭ-----ძე

 

ბრალდებული - რ-–--- ბ-–---ოვ

ადვოკატი - დ----- კ----–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N092021217001

 

ბრალდებული: რ-–--- ბ-–---ოვ

მამის სახელი: ს---------

დაბადებული: 07.03.1-----–--–---------–-------------------------------–------------–------------–------------------------------------------------–-----------------------------------------–-----------------–--------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- ბ-–---ოვმა ( პასპორტის/ნ CO1413559) 2017 წლის 02 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტ ”სარფში”, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი ”HUNDAI SONATA”-ს მარკის ავტოსატრანსოპორტო საშუალებაში (სანომრე ნიშნით 85CS244) მოწყობილი სპეციალური სამალავით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის 2 541.38 გრამი 165 494.30 ლარის საბაჟო ღირებულების მოძრავი ნივთები-ოქროს ნაკეთობები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის მალულად:

 

2017 წლის 07 დეკემბერს, რ-–--- ბ-–---ოვის კუთვნილი ”HUNDAI SONATA”-ს მარკის ავტოსატრანსოპორტო საშუალებიდან (სანომრე ნიშნით 85CS244) ამოღებული იქნა ოქროს ნაკეთობები.

 

ექსპერტიზის №012298/2017 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 165494,3 ლარს.

 

რ-–--- ბ-–---ოვი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 02 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი ”სარფის” გავლით.

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

 

საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ-–--- ბ-–---ოვის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი ოქროს ნაკეთობების ღირებულება შეადგენს - 165494,3 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ-–--- ბ-–---ოვმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-–--- ბ-–---ოვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

რ-–--- ბ-–---ოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

რ-–--- ბ-–---ოვის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ-–--- ბ-–---ოვს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და რ-–--- ბ-–---ოვის რესოციალიზაციისათვის.

 

ამასთან, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, რ-–--- ბ-–---ოვს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას „HUNDAI SONATA“ -ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება და საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ოქროს ნაკეთობები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

რ-–--- ბ-–---ოვ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10500 (ათი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რ-–--- ბ-–---ოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი, „HUNDAI SONATA“ -ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით 85GS244 და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - 165 494 .30 ლარის საბაჟო ღირებულების 2 541.38 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

რ-–--- ბ-–---ოვის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს დ----- კ----–-ძეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2017 წლის 6 დეკემბერს - 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი