განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2018
საქმის ნომერი
190100117001988041
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/ 292-17

(№012230517001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 იანვარი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ანა ადეიშვილი,ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი, დაბადებული 1----–-–------------- პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------–----------------

 

ადვოკატი კახაბერ შინჯიაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ---------------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–--–--–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ---------------–---–ის კუთვნილ თანხას 410 (ოთხასათი) ლარს და ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ბარათს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო

მისაკუთრების მიზნით:

 

2017 წლის 23 მაისს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შეტყობინების დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ”ა” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

მოწმე ზ--------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე 2017 წლის 23 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე თ---------------–---–ის ძარცვა ჩადენილი ჰქონდათ კონსტიტუციის ქუჩაზე მცხოვრებ ა-–---------------–--–--–---–ს და უჯარმელის ქუჩაზე მცხოვრებ პ------------–---–ს, ისინი მოძრაობდნენ ასლანიკაშვილის ქუჩაზე. აღნიშნულის შესახებ დაიკითხა მოწმის სახით.

 

ბრალდებულმა ა-–---------------–--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისს, 8-9 საათიდან 12 საათამდე იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”---------–----ში” და გამოსვლის შემდეგ სახლში წავიდა. თ---------------–---–ი ტოტალიზატორში მართლაც ნახა, თუმცა მისი ძარცვა არ ჩაუდენია. იგი დააკავეს 25 მაისს, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქგარეთ ”აზოტისკენ” მიფარებულ ადგილას და გვიან მიიყვანეს განყოფილებაში, არ მიეცა ადვოკატის მოწვევის შესაძლებლობა, ამოცნობის ჩატარება არ შეესაბამება სინამდვილეს. რა დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად, შეიტყო მხოლოდ ბრალის წარდგენის დროს.

 

დაზარალებულმა თ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”---------–----ში” და იქიდან ორ მეგობართან ერთად სახლში დაბრუნების დროს, სადარბაზოს შესასვლელთან უცნობმა მამაკაცმა ხელი მოჰკიდა და შეაჩერა, იქვე მდებარე ე.წ. გარაჟებიდან კი მეორე მამაკაცი გამოვიდა და ორივემ ერთად წელში გადაწია, გადააგდეს უკან, შებოჭეს და ჯიბიდან ფული ამოაცალეს. ის ვინც უკნიდან მიუახლოვდა ვერ დაინახა, ხოლო ვინც წინა მხრიდან იდგა, სახეზე აფარებული ჰქონდა და თვალები უჩანდა. თავდაპირველად შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა შემდეგ დაეცა, ერთი მამაკაცი მთელი ტანით აკავებდა, მეორე კი ფულს აცლიდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ერთს ნიღაბი ჩამოეწია და იცნო იგი, უთხრა კიდეც გიცანიო. მას ჯიბეში ჰქონდა 200 ლარი, რომელიც ტოტალიზატორში მოიგო და 210 ლარი, რომელიც წიწილების გაყიდვით ჰქონდა. ასევე ჰქონდა საპენსიო ბარათი და გასაღებები. ერთ-ერთი თავდამსხმელი მან გამოძიების პროცესში ამოიცნო გარეგნული ნიშნებით, ასევე მიუთითა იმ ტანისამოსზე, რომელიც მას ეცვა. დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვის დროსაც განმარტა, რომ ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი იყო სწორედ ის, ვინც მას თავს დაესხა და გაძარცვა. სამართალდამცავ ორგანოებს მისმა დამ შეატყობინა, იგი იურისტია და იცის როგორ მოიქცეს ასეთ დროს. თავდასხმის დროს იგი მარტო იყო, მეგობრებს მანამ დაშორდა, სანამ სახლს მიუახლოვდებოდა.

2017 წლის 25 მაისის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, თ---------------–---–მა ამოსაცნობი 3 პირიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც 2017 წლის 23 მაისს, გვიან ღამით ქ.რუსთავში, ბ-------–---–---–----------- საცხოვრებელ ბინასთან თავის თანმხლებ პირთან ერთად გასტაცა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 410 ლარის ოდენობით და მის სახელზე გაცემული ”ლიბერთი ბანკის” საპენსიო ბარათი. ამოცნობილი მამაკაცი არის ა-–---------------–--–--–---–ი, იგი ამოიცნო სიმაღლით (საშუალოზე მაღალი აღნაგობა), შეხედულებით, ოდნავ მოგრძო ფორმის პირისახით, სწორი ცხვირით, ხორბლისფერი კანის ფერით, ღია ფერის თვალებით, მოკლე თმით - ჭაღარა ნარევით (შევერცხლილი), თხელი ფორმის ტუჩებით, იერით, გამოხედვით.

 

სასამართლო სხდომაზე ტ------–----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისს, თ---------------–---–თან და ბ------------------ესთან ერთად, იმყოფებოდა ტოტალიზატორ ”კლისტალბეთში” და იქიდან დაახლოებით 24:00 საათისკენ სახლში თანმხლებ პირებთან ერთად დაბრუნდა. ის და ბესო თ-----ს დაშორდნენ და მან მარტომ გააგრძელა გზა. სახლში მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ, თ-----მა დაურეკა და ეზოში ჩავიდა, ადგილზე დახვდა პოლიციის თანამშრომლები. თ-----მა უთხრა, რომ გაძარცვეს. ბრალდებული ტოტალიზატორში სხვა დროსაც უნახავს, თუმცა მის ქცევაში რაიმე საეჭვოზე ვერ ისაუბრებს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბ------------------ემ, მანვე დამატებით განმარტა, რომ თ-----მა ტოტალიზატორში ფსონი დადო და ფული მოიგო, როგორც მისგან იცის კიდევ ჰქონდა ფული, მისივე გადმოცემით თ-----მა იცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი, თუმცა მისი ვინაობა არ უთქვამს.

 

მოწმე ნ--------–----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 23 ივნისის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ სახლის გასაღები ”ტოიოტას” ფირმის ბრელოკთან ერთად მოთავსებულ გასაღების ასხმაზე, საკიდთან ერთად და პაკეტში , წარწერით ”ს.ს 012230517001 საქმეზე პირადობის მოწმობა ”მოთავსებულ ლიბერთი ბანკის პლასტიკურ ბარათზე, წარწერით “ZURABASHVILI TAMAZI არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------------–--–--–---–ს (ობ. N3; პაკეტი, წარწერით: ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებულია ბრალდებულ ა-–---------------–--–--–---–ის პირის ღრუდან). ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. წარმოდგენილი იყო სულ 3 პაკეტი. ბრალდებულ ა-–---------------–--–--–---–ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე მოწმის სახით დაიკითხა პ------------–---–--ე, რომელმაც განმარტა, რომ ნიმუში გამომძიებელს გადაეცა დალუქული სახით. ნიმუშის აღების შესახებ ასევე დაიკითხა ლ---------–---–ი, რომელმაც ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს.

 

2017 წლის 1 ივნისის DVD დისკების დათვალიერების ოქმისა და ამავე დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად, ირკვევა, რომ ტოტალიზატორ ”---------–----იდან” გამოთხოვილ იქნა შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები, 7 ცალ დისკად.

 

ვიდეო ჩანაწერის თარიღი 22.05.2017, 21:00:00 საათიდან 22:00:33 საათამდე, რომლის ხედვის არეალიც არის ტოტალიზატორი „---------–-----ის“ ცენტრალური შესასვლელი კარი და კარიდან პირდაპირ და მარცხნივ არსებული მ/ტერიტორია (ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N14). 22.05.2017 წლის 22:33:35 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----ში“ შესასვლელი კარიდან შედის თ-----ი ზურაბაშვილი, ამის შემდეგ 22.05.2017 წ. 22:33:35 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----ში“ შედის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, 22:42:45 საათზე ტოტალიზატორი „---------–-----იდან“ გამოდის თ---------------–---–ი ტოტალიზატორის მ/ტერიტორიაზე. 22.05.2017 წლის 22:45:35 საათზე ტოტალიზატორი „---------–-----ის“ კარიდან გამოდიან პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, რომლებიც სხდებიან ტოტალიზატორის წინ, სადაც ასევე მოძრაობს თ---------------–---–ი. 22.05.2017 წლის 22:49:15 საათზე თ---------------–---–ი და ბ------------------ე შედიან ტოტალიზატორ „---------–-----ში“, მათ შემდეგ ტოტალიზატროში შედის პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი.

 

22.05.2017 წლის 23:03:31 საათზე ტოტალიზატორი „---------–-----იდან“ გამოდის პ------------–---–ი და ა-–---------------–--–--–---–ი, რომლებიც მოძრაობენ მ/ტერიტორიაზე. 22.05.2017 წლის 23:01:54 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----ში“ შედის ა-–---------------–--–--–---–ი. 23.02.09 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----ში“ შედის პ------------–---–ი. 22.05.2017 წლის 23.18.12 საათზე გამოდის ტოტალიზატორ „---------–-----იდან“ თ---------------–---–ი, რომელიც მოძრაობს ტოტალიზატორის მ/ტერიტორიაზე, 23:18:33 საათზე ტოტალიზატორიდან გამოდის პ------------–---–ი, რომელიც მოძრაობს თ---------------–---–ის მიმართულებით. 23:20:05 საათზე ტოტალიზატორი „---------–-----იდან“ გამოდის ა-–---------------–--–--–---–ი, რომელიც ხელს ართმევს ტოტალიზატორიდან გამოსულ მამაკაცს, რომლის სახელი და გვარიც უცნობი. ა-–---------------–--–--–---–თან და უცნობ მამაკაცთან ერთად მოდის პ------------–---–ი, რომელიც ასევე ართმევს ხელს ამ მამაკაცს, ისინი დგანან ტოტალიზატროი „---------–-----ის“ წინ. 23:32:28 საათზე თ---------------–---–ი შედის ტოტალიზატორ „---------–-----ში“, რომელსაც უკან მიყვებიან ტოტალიზატორში ა-–---------------–--–--–---–ი და პ------------–---–ი. 23:53:53 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----იდან“ გამოდის ჯ--–--–--–---–ი უცნობ მამაკაცთან ერთად, რომლებსაც უკან მიყვება პ------------–---–ი და ისინი ჩერდებიან ტოტალიზატორის მ/ტეროტორიაზე. 23:55:47 საათზე ტოტალიზატორ „---------–-----ში“ შედის ა-–---------------–--–--–---–ი და 23:57:03 საათზე შედის პაატა ბიძინაშვილი.

 

შიდა კამერები: ტოტალიზატორში შემოდის დაზარალებული მიდის სალაროსთან 23:03 სთ. იღებს თანხას 23:03.43 სთ-ზე, იდებს ჯიბეში და გადის. სალაროში მიაწოდა მოწმობა. 23.09.59 საათზე, იქვე ახლოს მაგიდასთან სხვა მამაკაცთან ზის ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი, ესაუბრება პ------------–---–ს, შემდგომ ორივე გადის კადრიდან 23.12 სთ. 00.00.17 სთ ა-----–--–--–---–ი დგას წყლის აპარატთან, 00.01.28 სთ ა-----–--–--–---–ი შემოდის კადრში და მიდის სალაროსთან. 00.33 სთ თ----------–---–ი და ა-----–--–--–---–ი დგანან გვერდიგვერდ, თ---------------–---–ი გადის და მასთან ერთად გადის ბრალდებული. დაიკეტა ტოტალიზატორი და გადის ყველა კადრიდან.

 

შიდა დარბაზის კამერა - თ---------------–---–ი ზის მაგიდასთან სხვა პირებთან ერთად. მის გვერდით მაგიდაზე ზის ა-----–--–--–---–ი და პ-------–---–ი. 04.32 ჯ--–--–--–---–ი გადის ისევ მიდის და ჯდება, თ----------–---–ი ზის გაუსვლელად. 00.20.32 ჯ--–--–--–---–ი და პ------------–---–ი გადიან გარეთ. 00.25 პ------------–---–ი ბრუნდება თ---------------–---–ის მაგიდასთან.

 

2017 წლის 25 მაისს, 23:10-23:55 დროის შუალედში საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ დ----------------–---–ის მიერ, ქ-------------------------–------------ში მდებარე ა-–---------------–--–--–---–ის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ა-–---------------–--–--–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, თ---------------–---–ის სახელზე გაცემული ”ლიბერთი ბანკის” პლასტიკური ბარათი და ტოტალიზატორ ”---------–----ის” ბილეთი.

 

გამოკვლეული ვიდეო-ჩანაწერების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტოტალიზატორ ”---------–----ში” 2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში იმყოდებოდნენ თ---------------–---–ი, ბ------------------ე, ტ------–----------ე, ა-–---------ე ჯ--–--–--–---–ი და პ------------–---–ი. ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ თ---------------–---–მა მოიგო თანხა და მითითებულმა პირებმა ტოტალიზატორი დატოვეს დაკეტვის შემდეგ.

 

მოწმე ს------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც, ა-–---------------–--–--–---–ის საძინებელში მდებარე ტუმბოდან ამოღებულ იქნა ბრალდებულის შარვალი, სადაც იდო ბრალდებულის პირადობის მოწმობა, თ---------------–---–ის სახელზე გაცემული საპენსიო ბარათი და ტოტალიზატორის ბილეთი. ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დადგენილების საფუძველზე, დადგენილება გაეცნო ბრალდებულის დედას, რომელიც ა-----–--–--–---–ის მეუღლესთან ერთად დაესწრო ჩხრეკას. რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა.

 

2017 წლის 25 მაისს 21:05-21:25 დროის შუალედში საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ ზ---------–---ის მიერ, ქ---------------–------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ა-–---------------–--–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ბილაინის ფირმის მობილური ტელეფონი.

 

მოწმე გ---–--------ამ, ნ-----–----------–---–მა, ს---------------–---–მა, ზ---------–---ემ, დ----------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.

 

2017 წლის 23 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, თ---------------–---–მა მიუთითა, რომ კ------------------------ში მდებარე ტოტალიზატორ ,,---------–----ში“ იმყოფებოდა ტ------–----------ესა და ბ------------------ესთან ერთად. მან სალაროდან აიღო ფული 210 ლარის ოდენობით და ჯიბეში ჰქონდა ასევე სახლიდან აღებული საკუთარი თანხა 200 ლარი. საცხოვრებელ სახლამდე დაშორდა მეგობრებს და ბ-------–---–---–----------- საცხოვრებელი ბინის ეზოში გაიგონა, რომ უცნობმა მამაკაცმა მას უწოდა ნარკოტიკების გამსაღებელი, იგი შეჩერდა და სწორედ ამ დროს თავს დაესხნენ. მას წაართვეს ფული 410 ლარის ოდენობით და საპენსიო ბარათი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შ/ადგილიდან ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა, რაზედაც თ---------------–---–მა განმარტა, რომ ეს სწორედ მისი გასაღებია, რომელიც ამოუვარდა და ამ დრომდე ეგონა, რომ წაიღეს თავდამსხმელებმა. შ/ადგილზე კინოლოგის მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში, გასაღები და სუნის ნიმუში დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს ექსპერტებმა მ-–--------–----ემ, ლ------–------ემ და ს--------–--------აძე.

 

მოწმე მ-–--------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 23 მაისს, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა ბრელოკით და სუნის ნიმუში. შ/ადგილზე 05:55 – 06:25 საათის შუალედში იმყოფებოდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე - ექსპერტმა ლ------–------ემ.

 

მოწმე ბ--------------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 31 მაისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ თ---------------–---–ს შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სახის მიდამოში. ეს დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმე ბესიკ მანჯგალაძემ დამატებით განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი შესაძლოა ყოფილიყო მუშტი.

 

ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულმა თ---------------–---–მა განმარტა, რომ თავდასხმის მომენტისთვის თან ჰქონდა 410 ლარი, აქედან 200 ლარი პირადად მისი იყო, ხოლო 200 ლარი მოიგო ტოტალიზატორში ფსონის დადების შედეგად. ასევე პლასტიკური ბარათი და გასაღებები, რომელიც ამოღებულ იქნა შ/ადგილიდან. თ---------------–---–ის მიერ შემთხვევის დღეს 200 ლარის მოგება დაადასტურა მოწმე ბ------------------ემ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------------–--–--–---–მა თ---------------–---–ს, ფულადი თანხის 410 ლარის ოდენობის დაუფლების გზით, მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების ჩადენა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ:

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის №012230517001 საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, დაუდგენელი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ”ა” ქ/პუნქტებით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ დაზარალებულის განმარტებით, მას თავს ორი მამაკაცი დაესხა, ერთი არ აძლევდა წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას და აკავებდა მას, ხოლო მეორემ ჯიბიდან ამოაცალა ფულადი თანხა, ერთი მამაკაცი მას მიუახლოვდა უკნიდან, ხოლო მეორე მან დაინახა და ამოიცნო კიდეც იგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენისას, საერთო გეგმაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით, თანაამსრულებლობისთვის არაა აუცილებელი ამ საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება, ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიგვანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის ერთობლივ შეთანხმებაზე და საერთო გეგმაზე.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის ნივთების დაუფლების მომენტში იმყოფებოდნენ ბრალდებული ა-–---------------–--–--–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, შესაბამისად ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტი, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც აღნიშნული ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, შემსწრე პირებისათვის ხილულად. თავის მხრივ, დამნაშავესაც გააზრებული და გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი ქმედების სხვა პირთა მხრიდან ხილულობისა და ცოდნის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი გულისხმობს, რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო თუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებლად ისახავს მიზნად დაუფლებული მოძრავი ნივთის მისაკუთრებას. ამასთან, პირს, რომელიც ამას სჩადის, გაცნობიერებული აქვს, რომ მას აღნიშნულის უფლება არ აქვს და მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და მხოლოდ დაზარალებულის არადამაჯერებელ ჩვენებას დაეყრდნო ბრალდების მხარე ბრალდების წარდგენისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ბრალდებულ ა-–---------------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც სრულყოფილი და თანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს და რომელი ჩვენებაც, თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან. მის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც დადგენილია დაზიანების სწორედ ის ხარისხი, რომელიც დაზარალებულს შეიძლებოდა მიეღო იმ ტიპის თავდასხმის შედეგად. დაზარალებული არ საუბრობს, რომ იგი ცემეს, გამოიყენეს დანა ან სხვა საშუალება და მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაზარალებული განმარტავს, რომ ერთი ადამიანი მას მთელი სხეულით აწვებოდა და არ აძლევდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას, რის შედეგადაც იგი დაეცა. ექსპერტიზის დასკვნა, რომ დაზარალებულს აღენიშნება სისხლჩაქცევები და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას, თავდასხმის აღწერის ნაწილში. ა-–---------------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე დასტურდება მისი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნერწყვის ნიმუშზე, პლასტიკურ ბარათზე და გასაღებზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით. ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკას ესწრებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომელთაც რაიმე სახის შენიშვნა ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პლასტიკური ბარათი გაცემული თ---------------–---–ის სახელზე, ბარათზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ გასაღებზე, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულს, არსებული გენეტიკური პროფილი იდენტურია ა-–---------------–--–--–---–ის გენეტიკური პროფილისა, აღნიშნული მტკიცებულებები კი თავის მხრივ ამყარებს და შეესაბამება დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი განმარტავს, რომ ძარცვის შედეგად თავდამსხმელებმა გასტაცეს ფულადი თანხა, პლასტიკური ბარათი, რომელიც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, და გასაღები, რომელიც დაუვარდა და ამოიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. გარდა ამ მტკიცებულებებისა, უტყუარად დადგენილია თ---------------–---–ისა და ა-–---------------–--–--–---–ის ტოტალიზატორ ”---------–----ში” დროის ერთიდაიგივე მონაკვეთში ყოფნის ფაქტი. ვიდეო-ჩანაწერებში ნათლად არის ასახული, რომ ბრალდებული და დაზარალებული, დარბაზში გვერდიგვერდ მაგიდებზე ზიან, წასვლამდე დაზარალებული გადის ტოტალიზატორიდან, ჩერდება გარეთ და მიჰყვება ბრალდებულიც, რომელიც თ---------------–---–ის ტოტალიზატორში დაბრუნებისთანავე ბრუნდება დარბაზში, მაშინ როდესაც მას ფსონი არ დაუდია, ხოლო ტოტალიზატორის დაკეტვის შემდეგ, როგორც ბრალდებული და დაზარალებული, ისე სხვა პირებიც ტოვებენ აღნიშნულ ადგილს. ა-–---------------–--–--–---–ი იმყოფება პ------------–---–თან ერთად. აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 მაისს, თ---------------–---–ი იმყოფებოდა ტოტალიზატორში, სადაც ასევე იმყოფებოდა ბრალდებული, თ---------------–---–მა მოიგო 200 ლარი, რაც ცნობილი იყო ბრალდებულისთვის და ტოტალიზატორის დაკეტვის შემდეგ, ორივემ ერთად დატოვა იგი. ბრალდებული არც უფრო ადრე და არც უფრო გვიან ტოტალიზატორიდან არ გამოსულა, რითაც ასევე გამყარებულია და ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებას, რომ ბრალდებული თავდასხმამდე მან ტოტალიზატორში ნახა და თავდასხმის დროს იცნო იგი სახეზე, თუმცა არ იცოდა მისი პირადი მონაცემები და ვერ მიუთითა ამის შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი და მასზე დაყრდნობით არ უნდა იქნეს ა-–---------------–--–--–---–ი დამნაშავედ ცნობილი - უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზიდან.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა-–---------------–--–--–---–მა განხორციელებული ქმედით - გაცნობიერებული ჰქონდა რა, რომ ფულადი თანხა, საპენსიო პლასტიკური ბარათი წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, სურდა მისი დაუფლება, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” და ”დ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა-–---------------–--–--–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც ა-–---------------–--–--–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–---------------–--–--–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------------–--–--–---–ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა-–---------------–--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სამი ცალი გასაღების ასხმა, ე.წ ”ბრელოკთან ერთად”, ერთი ცალი ”ლიბერთი ბანკის” თ---------------–---–ის კუთვნილი საპენსიო პლასტიკური ბარათი, ა-–---------------–--–--–---–ის პირადობის მოწმობა და ტოტალიზატორ ”კრისტალ-ბეთის” ბილეთი, უნდა დაუბრუნდეთ მის მფლობელებს, 7 ცალი DVD დისკი, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირზე, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------------–--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა-–---------------–--–--–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 მაისიდან.

 

3. ა-–---------------–--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

სამი ცალი გასაღების ასხმა, ე.წ ”ბრელოკთან ერთად”, ერთი ცალი ”ლიბერთი ბანკის” თ---------------–---–ის კუთვნილი საპენსიო პლასტიკური ბარათი, ა-–---------------–--–--–---–ის პირადობის მოწმობა და ტოტალიზატორ ”კრისტალ-ბეთის” ბილეთი, დაუბრუნდეთ მის მფლობელებს, 7 ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირზე, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ნივთები ინახება შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე