განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002260327
№1/3-2018 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ჭ--------ა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
ბრალდების მხარე
პროკურორი -ფრიდონ სვანიძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ა---------–------------–---–-
მამის სახელი: მიხეილი
დაბადებული: 0----------–--–-
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების ადგილი: საქართველო, ჭ--------ა
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
მცხოვრები: ჭ--------ის მუნიციპალიტეტი სოფელი დ--------ი
ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - ზვიადი წერეთელი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №047080118001
განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულ ა---------–------------–---–-ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, ავთანდილი ღუღუნიშვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 07 დეკემბერს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 13 საათზე, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭსგკ დ--------ის სახელობის მაღაროს გასახდელ ოთახში ა---------–------------–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლა თ---------------ის კუთვნილ სახელფასო ბარათს, რომლის გამოყენებითაც იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე ჭ--------აში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სს "ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლა თ---------------ის კუთვნილი თანხას 180 ლარს. ჩადენილი ქმედებით თ---------------ეს მიადგა 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ავთანდილ ღუღუნიშვილის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2. საპროცესო შეთანხმების არსი:
ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.
საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ ავთანდილი ღუღუნიშვილს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზვიადი წერეთლის მონაწილეობით) 2018 წლის 15 იანვარს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 16 იანვარს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ იშუამდგომლა:
ა---------–------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ, ბრალდებულმა ავთანდილი ღუღუნიშვილმა და მისმა ადვოკატმა ზვიადი წერეთელმა;
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: კერძოდ დაზარალებულ თ---------------ის გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 08 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფოტოტაბულით, 2018 წლის 09 იანვრის ს.ს „თიბისი ბანკის“ ანგარიშის ამონაწერის დათვალიერების ოქმი; თავად ბრალდებულ ა---------–------------–---–-ს დაკითხვის ოქმები და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულები, ადასტურებენ ა---------–------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
5. სამართლებრივი შეფასება :
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ა---------–------------–---–-ს ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული ა---------–------------–---–- საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ავთანდილი ღუღუნიშვილს შორის 2018 წლის 15 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №047080118001 საქმეზე ა---------–------------–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.
2. დამტკიცდეს 2018 წლის 15 იანვარს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ ავთანდილი ღუღუნიშვილს შორის, ადვოკატ ზვიადი წერეთელის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება
3. ა---------–------------–---–- (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ა---------–------------–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით კეკენაძე