გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #3-5-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
17.01.2018 წელი ქ. Qრუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ელ--ე ო----ე
განმცხადებელი: მ---- ბ---–---–ი,მოწინააღმდეგე მხარე: გ------ი ნ------ე,მოთხოვნის არსი: დამცავი ორდერის გამოცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 08 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა მ---- ბ---–---–მა გ------ ნ------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2007 წლის 27 ნოემბრიდან 2009 წლამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში გ------ ნ------ესთან, ხოლო 2009 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეები ერთად ცხოვრობდნენ 2015 წლამდე, რის შემდგომაც მოხდა განქორწინება. აღნიშნული პერიოდის შემდგომ მოწინააღმდეგე მხარემ განმცხადებლის მიმართ დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მოკვლით დამუქრება, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაზედაც განმცხადებელმა მიმართა სასამართლოს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბერის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ---- ბ---–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. დამცავი ორდერი გამოცემული იქნა 2 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გ------ ნ------ემ კვლავ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, 2017 წლის 31 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მიუვარდა მის საცხოვრებელ ბინაში ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. #1-54-ში.
განმცხადებელი მოითხოვს, გ------ ნ------ეს აეკრძალოს მ---- ბ---–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ------ ნ------ეს აეკრძალოს მსხვერპლთან სატელეფონო კონტაქტი, როგორც მობილურით ასევე, სტაციონალური აპარატით, შეტყობინებების განხორცილება და სხვა ელექტრონული საშუალებებით კონტაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა განცხადება და სასამართლო უწყება. მასალები გ------ ნ------ეს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 12 იანვარს.
2018 წლის 17 იანვარს სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დაადასტურა განცხადებაში მითითებული გარემოებები.
გ------ ნ------ე სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას, თუმცა უარყო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მ---- ბ---–---–ისათვის შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
მხარეები ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებოდნენ 2009 წლიდან 2017 წლის 28 ნოემბრამდე. ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ჰყავთ ერთი შვილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის №3-223-17 გადაწყვეტილებით მ---- ნ------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამოცემული იქნა დამცავი ორდერი მოძალადე გ------ ნ------ის მიმართ, შემდეგი პირობებით: გ------ ნ------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მასვე აეკრძალა სატელეფონო კონტაქტი და რაიმე სახის მიმოწერა; დამცავი ორდერი გამოიცა 2 (ორი) თვის ვადით;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---- ბ---–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე გ------ ნ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემულ უნდა იქნეს დამცავი ორდერი შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელ-- დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელ-- გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ--, რომ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა გ------ი ნ------ის ყოფილმა მეუღლემ - მ---- ბ---–---–მა (რომელიც ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს ოჯახის წევრს).
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის, მოწინააღმდეგე მხარის განმარტების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება, რომელიც ხორციელდება გ------ი ნ------ის მხრიდან მ---- ბ---–---–ის მიმართ, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი თავის მხრივ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილ-- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე გ------ი ნ------ის მხრიდან მსხვერპლის მ---- ბ---–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა და დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს. ამასთან სასამართლოს მოსაზრებით დაცავი ორდერი გამოცემული უნდა იქნეს 04 (ოთხი) თვის ვადით.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის გ------ი ნ------ის მიერ მ---- ბ---–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების უარყოფას სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოგონილ-- პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და არ გამომდინარეობს საქმის მასალების შინაარსიდან. კერძოდ განმცხადებლის და მოწმე ლ-- ნ--------ის მიერ თანმიმდევრულად იქნა აღწერილი მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი და გ------ი ნ------ის მიერ მ---- ბ---–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შუსრულებლობა- გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლ-- მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლ-- როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ: ნაცვლად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონისა გამოცხადდა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი, რაც წარმოდგენს უსწორობას, რომელიც უნდა გასწორდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113-ე, 2115-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს კანონი ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---- ბ---–---–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გამოცემული იქნას დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: გ------ი ნ------ეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მ---- ბ---–---–ი იმყოფება; გ------ი ნ------ეს აეკრძალოს მსხვერპლთან მ---- ბ---–---–თან ყოველგვარი ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაცია;
3. დამცავი ორდერი გამოიცეს 04 (ოთხი) თვის ვადით;
4. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
5. განემარტოთ პროცესის მონაწილეებს, რომ მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი ორდერის მოქმედებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა ინტერესებს; დამცავი ორდერის მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსთვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა №6) გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი