განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020100118002249389(1/7-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე -ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას
პროკურორ-მა----------ს
ადვოკატ-ჯუ---------------
ბრალდებულ-სპ---------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლე-------–--- თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა
1.ბრალდებული: სპ--------------- მიმართ
მამის სახელი: ბო---
დაბადებული: 31.10.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ----------------------------------------
რეგისტრირებული: ქ. ზუ----------------------------------------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ სპ-------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 02 იანვარს, ქ. ზუ------–----------------------------------–- მდებარე, შპს „ეკ-----------” მაღაზიიდან სპ-------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა კონიაკ „სა------–---–----“-ს 0.7 მლ ტევადობის ორი ცალ ბოთლს, რითაც დაზარალებულს მიადგა 280 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
დადგენილია, რომ სპ-------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 იანვარს ქ. ზუ------–----------------------------------–- მდებარე, შპს „ეკ-----------” მაღაზიიდან სპ-------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა კონიაკ „სა------–---–---- “-ს 0,35 მლ ტევადობის ერთი ცალ ბოთლს, რითაც დაზარალებულს მიადგა 190 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 09 იანვარს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულ სპ--------------- და ადვოკატ ჯუ--------------- შორის.
პროკურორი მა---------- შუამდგომლობს სპ--------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული სპ--------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით , რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით , რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სპ--------------- განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძვცელზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება, ერთი ბოთლი კონიაკი ”სა------–---–----”, რომელიც გადაეცა დაზარებულ ორგანიზაციას, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
სპ-------------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯუ-–------–----- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულ სპ--------------- წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული სპ-------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებული სპ-------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულის წარმომადგენლის ჯე----------–---- განმარტებით არ სურს დაესწროს სასამართლო სხდომას და თანახმაა ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სპ--------------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
ბრალდებულ სპ--------------- აღიარებით.
2018 წლის 05 იანვრის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ. (ს.ფ 4-12)
2018 წლის 07 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. (ს.ფ 41-49)
შპს ”ეკ-----------” დირექტორის გ. კუ-------- 08.01/2018 წლის №1 მომართვით (ს.ფ 56)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 08 იანვრის განჩინების საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით. (ს.ფ. 85-87)
2017 წლის 12 სექტემბრის ოქმით ნივთის ამოცნობის შესახებ. (ს. 57-58)
ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით (ს.ფ 61-62)
დაზარალებულ შ.პ.ს ”ეკ-----------” წარმომადგენლის ჯე-------–---- გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ან-------------------–----------------–--------------------------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ სპ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია სპ--------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
სპ--------------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სპ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, ერთი ბოთლი კონიაკი, რომელიც გადაეცა დაზარებულ ორგანიზაციას, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლე---------–--ს თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულ სპ--------------- და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ჯუ--------------- შორის.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ სპ-------------ა (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 იანვრის ეპიზოდი).
4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) სპ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით , რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) სპ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით , რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 03 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6.საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
7.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სპ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
8.საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
9.სპ--------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 09 იანვრის 18:04 საათიდან.
10. სპ--------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 07 იანვრიდან 2018 წლის 09 იანვრის ჩათვლით.
11. სპ--------------- მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
12.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლების შესაბამისად სპ---------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ზუ----------------------------------------)
13.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად სპ--------------- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
14. ნივთიერი მტკიცებულება, ერთი ბოთლი კონიაკი, რომელიც გადაეცა დაზარებულ ორგანიზაციას, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
15. სპ--------------- განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
16.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
17. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
18. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნატრული აკობია