გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
060210918002252697
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23-18

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის

დაბრუნების შესახებ

 

11 იანვარი, 2018 წელი ქ. სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა კალანდაძე

 

განმცხადებელი - შპს ,,მ-----“

წარმომადგენელი - მა----- ნა-------ე

 

მოპასუხე - ვა------ თა---------–--ე

 

დავის საგანი - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

სასამართლომ განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხდებით მომართა შპს ,,მ-----ს“ წარმომადგენელმა მა----- ნა-------ემ მოპასუხე ვა------ თა---------–--ის მიმართ და მოითხოვა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღება. განცხადებაში მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 15 თებერვალს შპს ,,მ-----სა“ და ვა------ თა---------–--ეს შორის გაფორმდა ლიზინგის №F-------------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შპს ,,მ-----მ“ ლიზინგის მიმღებისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 325, შემდეგი მონაცემებით: VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი - 2005, ძრავის მოცულობა 2996, ფერი - რუხი 4/8, რეგისტრაციის ნომერი U-------, 3500.00 (სამი ათას ხუთასი) ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღესვე გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის მიმღებზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა 3500 ლარის ოდენობით, თვეში 4% დარიცხვით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 15 მარტამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 224.04 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5% ოდენობით.

 

2017 წლის 16 მაისს ცვლილება შევიდა ფინანსური ლიზინგის №F-------------- ხელშეკრულებაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა 7941.84 ლარის ოდენობით თვეში 4.00% დარიცხვით. სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7941.84 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 2020 წლის 16 მაისამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 420.02 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ვა------ თა---------–--ეს ფინანსური ლიზინგის №F-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 8944.88 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ლიზინგის მიმღებმა არსებითად დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, კერძოდ გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც შპს „მ-----მ“ 2017 წლის 24 ნოემბერს ცალმხრივად შეწყვიტა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლიზინგის მიმღები ნებაყოფლობით არ აბრუნებს ლიზინგის საგანს მისი გამცემის მფლობელობაში და აღნიშნული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული შპს ,,მ-----ს“ მხრიდან რაიმე საპასუხო შესრულებაზე, განმცხადებელი ითხოვს შპს ,,მ-----ს“ მფლობელობაში მოპასუხისაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების გამოცემას და ასევე მოპასუხისათვის განმცხადებლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაკისრებას.

სასამართლომ განიხილა შპს ,,მ-----ს“ განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთანავე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონთ გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5804-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოპასუხე გივი გაგუას უნდა დაეკისროს შპს ,,მ-----ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3096 მუხლის შესაბამისად ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3097 მუხლის თანახმად, სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპს ,,მ-----ს“ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. ლიზინგის საგნის გამცემს - შპს ,,მ-----ს“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - ვა------ თა---------–--ის სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი: ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 325, შემდგი მონაცემებით: VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი - 2005, ძრავის მოცულობა 2996, ფერი - რუხი 4/8, რეგისტრაციის ნომერი U-------;

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად;

 

4. ვა------ თა---------–--ეს შპს ,,მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 238.30 (სამასსამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა (ანაზღაურება);

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე