გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2018
საქმის ნომერი
200210017001964099
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/397-17

N200210017001964099

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2018 წელი თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - ე----- გ--–-–---–ი

წარმომადგენელი -კ------- მ-----–---–ი

მოპასუხე - ქ-----ო თ----–---–ი

ადვოკატი - ვ-–--–--–--–---–ი

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდეს ე-----ი გ--–-–---–სა და ქ-----ო თ----–---–ის საზიარო უფლება უძრავ ქონებებზე მდებარე ქ. თ--–--------------------------, ჩ-----, №--ში არსებული უძრავი ქონებების თანამესაკუთრეებს, კერძოდ საცხოვრებელი ბინის (ს/კ №5-----------). ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდეს მათი წილების შესაბამისად.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ე-----ი გ--–-–---–ი და მოპასუხე ქ-----ო თ----–---–ი წარმოადგენენ ქ. თ--–--------------------------, ჩ-----, №--ში არსებული უძრავი ქონებების თანამესაკუთრეებს, კერძოდ საცხოვრებელი ბინის (ს/კ №5-----------). აღნიშნულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლება გააჩნიათ თანაბარწილად თითოეულს ½ წილის პროპორციულად. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საზიარო საგნის თითოეული მოწილე აღჭურვილია უფლებით ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამასთან, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფის გზით, თუ საზიარო საგანი (საგნები) საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ნივთის ღირებულების შემცირების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საზიარო საგანი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომლის თვისობრივი და კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე ,საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ფიზიკურად შეუძლებელია. კერძოდ, სადავო უძრავი ქონება ვერ დაიყოფა ერთგვაროვან ნაწილებად საინჟინრო ნორმების დაცვით, ვინაიდან, აღნიშნული ფართები არ არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იმგვარად, რომ საზიარო უფლების მონაწილეთა ნაწილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელი იყოს ფართის ინდივიდუალურად სარგებლობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, კანონმდებელი განსაზღვრავს რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. ვინაიდან საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა ნატურით გაყოფის გზით ამ ეტაპისათვის დაუდგენელია, რაც გამორიცხავს აღნიშნული წესით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, ისინი მოითხოვენ საზიარო უფლება გაუქმდეს აუქციონზე საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად.

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ბინა 2006 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ორივე მხარეთა შორის საერთო საკუთრებაში, მოსარჩელეს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ სურდა ამ ბინაზე, მათი წილების რეალური გამიჯვნა, გაყიდვა ან ამონაგების განაწილება. მისი სურვილის შემთხვევაში იგი რა თქმა უნდა თანახმა იქნებოდა. ამიტომ აუქციონის გზით სადავო ბინის გაყიდვაზე თანახმა არ არის, ეს გამოიწვევს ზედმეტ ხარჯებს და ბინა აუქციონზე გაიყიდება რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვან ნაკლებ ფასში. იგი თანახმაა, რომ ბინა ერთობლივად გაყიდონ ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვის გზით და ამონაგები გაინაწილო. რადგან ბინის აუქციონზე გაყიდვა მიაჩნია არასწორად. მათ შეუძლიათ თავად გაყიდონ აუქციონის გარეშე ბინა ნორმალური ყიდვა-გაყიდვის გზით მყიდველზე და ამონაგები გაინაწილონ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ე-----ი გ--–-–---–ი და მოპასუხე ქ-----ო თ----–---–ი წარმოადგენენ ქ. თ--–--ი, გამზირი - ი.ჭ-------ე, ჩ-----, №--ში არსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კერძოდ საცხოვრებელი ბინის (ს/კ №5-----------). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნია ე-----ი გ--–-–---–ს 4/5 წილზე,ხოლო ქ-----ო თ----–---–ს გააჩნია1/5წილზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 30-31)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარემ იმის დასადგენად, რომ საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საზიარო საგნის (საგნები) ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფა შესაძლებელი იყო თუ არა ნივთის ღირებულების შემცირების გარეშე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ ლ----------------–--------–------------------ის ეროვნულ ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 14 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 19-22)

 

3.2.2. სსიპ ლ----------------–--------–------------------ის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 19 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეუძლებელია აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეთა შორის გაყოფა ორ იზოლირებულ ნაწილად და მოკლებულია ნატურით გაყოფის საზიარო უფლების გაუქმების დადგენის შესაძლებლობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლ----------------–--------–------------------ის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 19 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 23-29)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა მიაჩნია დასაბუთებულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 964-ე , 150-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის თანახმად თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის მუხლის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, ვინაიდან დადგენილია, რომ ქ. თ--–--ი, ი. ჭ-------ის გ--------------------ში, საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით N5----------- რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის: მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) საზიარო უფლების გაქუმება, კანონით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით, ერთგვაროვან ნაწილებად, სრული იზოლაციით (მიწის ნაკვეთი და შენობა) და ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მხარეთა შორის საზიარო უფლების სადავო საგანი (ბინა) გაყოფადი არ არის, რის გამოც მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი გაყიდვით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, შესაბამისად სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 49-ე, 102-ე, 105-ე, 243-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე ე----- გ--–-–---–ის წარმომადგენლის კ------- მ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდეს ე----- გ--–-–---–სა და ქ-----ო თ----–---–ს შორის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე: მდებარე, ქ. თ--–--ი, გამზირი ი. ჭ-------ე, 2--------, საკადასტრო კოდით N5-----------, ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდეს მათი წილების შესაბამისად.

2. მოპასუხე ქ-----ო თ----–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ე----- გ--–-–---–ის სასარგებლოდ სარჩელის სასამართლოში განხილვისათვის წინასწარ შეტანილი 120 (ასოცი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე