გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2018
საქმის ნომერი
820224017002111485
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820224017002111485

№2-520/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.01.2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

განმცხადებელი - ნ------- კ--–--ე

მხარდაჭერის მიმღები პირები - ზ------ კ--–--ე

მხარდამჭერის მიმღები პირების ადვოკატი - ზ------ ს----------

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ-------- ზ-----

მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირებად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა

აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. მეუღლის - ზ------ კ--–--ის (პირადი ნომერი 6----------) მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა;

 

1.2. ნ------- კ--–--ის (პირადი ნომერი 6----------) ზ------ კ--–--ისათვის მხარდამჭერად ცნობა;

 

1.3. ზ------ კ--–--ის (პირადი ნომერი 6----------) მხარდამჭერი პირის ნ------- კ--–--ის (პირადი ნომერი 6----------) მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრა,2017 წლის 02 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მოქალქე ნ------- კ--–--ემ, რომელიც განმარტავს, რომ ჰყავს მეუღლე - ზ------ კ--–--ე, რომელსაც აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივ ურთიერთობებში საჭიროებს კანონიერ წარმომადგენელს.

 

ვინაიდან ზ------ კ--–--ეს ჯანმრთელობის მკვეთრი შეზღუდვა აღენიშნება, მას სახელმწიფოს მხრიდან ეკუთვნის გარკვეული სოციალური პაკეტით სარგებლობა. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იგი ვერ ახერხებს უშუალოდ მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს მისი მიღების მიზნით, რის გამოც ნ------- კ--–--ემ მოითხოვა: მეუღლის - ზ------ კ--–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა; ნ------- კ--–--ის მხარდამჭერად ცნობა; მისი ზ------ კ--–--ის მხარდამჭერი პირისათვის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ:

 

- მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;

 

- მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის/პენსის დანიშვნა-ცვლილებებთან მიღებასთან დაკავშირებით;

 

- მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკში”, კერძოდ მიიღოს პლასტიკური ბარათი და მისი კუთვნილი სოციალური პაკეტი.

 

- მიეცეს უფლება თავისი სახელით მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური ხასიათის);

 

- განაცხადოს თანხმობა ზ------ კ--–--ის მკურნალობაზე;

 

- წარმომადგენლობის უფლება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში;

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დისტანციურად ჩართვისას განმცხადებელმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მხარდაჭერის მიმღებმა პირმა ზ------ კ--–--ემ ვერ შეძლო კონტაქტში შემოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლო მისმა ადვოკატმა ზ------ ს----------მ მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------- კ--–--ე არის ზ------ კ--–--ის მეუღლე და ოჯახის წევრი, რომლებიც ცხოვრობენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრში. ზ------ კ--–--ეს არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად განახორციელოს მისი უფლებები და მოვალეობები. ზ------ კ--–--ეზე ამჟამად მზრუნველობას ახორციელებს მისი მეუღლე, განმცხადებელი ნ------- კ--–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. განცხადება სამოქალაქო საქმეზე;

2. განმცხადებლის განმარტება;

3. პირადობის მოწმობის ასლები

4. ქორწინების მოწმობა.

5. ზ------ კ--–--ის ცნობა ჯამრთელობის შესახებ;

6. სოციალური სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.

7. ცნობა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან ნ------- კ--–--ის ნასამართლობის შესახებ

8. ცნობა ნ------- კ--–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

3.2.2. ზ------ კ--–--ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია მისი სამოქალაქო უფლებების განხორციელება, რომლის ხარისხის დასადგენად დაინიშნა ფსიქო-სოციალური ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 დეკემბრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ------ კ--–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ზ------ კ--–--ის მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა უკიდურესად შეზღუდულია. ზ------ კ--–--ის გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია უკიდურესად. ზ------ კ--–--ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. ზ------ კ--–--ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. ზ------ კ--–--ეს ესაჭიროება მხარდამჭერი წვრილმანი გარიგებების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღებს, უძრავი ქონების განკარგვის, სასამართლოში, სოციალური მომსახურების ცენტრსა და ნოტარიუსთან წარმომადგენლობისა და სამკვიდროს მიღების სფეროებში, ზ------ კ--–--ეს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინება ზ------ კ--–--ის ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

 

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 დეკემბრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №--------- დასკვნა;

 

3.2.3. ზ------ კ--–--ე საჭიროებს მხარდაჭერას და ნ------- კ--–--ე თანახმაა იყოს მისი მხარდამჭერი; ნ------- კ--–--ეს გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც აუცილებელია ჰქონდეს მხარდამჭერს და არ არსებობს მისი მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. განცხადება სამოქალაქო საქმეზე;

2. განმცხადებლის განმარტება;

3. ნ------- კ--–--ის ცნობა ნასამართლობის შესახებ;

4. ნ------- კ--–--ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა;

5. მხარდაჭერის მიმღების ზ------ კ--–--ის ადვოკატის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

7. ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, ზ------ კ--–--ის უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, მიიჩნევს, რომ ნ------- კ--–--ის განცხადება მეუღლის - ზ------ კ--–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის, ნ------- კ--–--ის ზ------ კ--–--ის მხარდამჭერად ცნობის და ზ------ კ--–--ის მხარდამჭერი პირის ნ------- კ--–--ის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე,12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

განსახილველ საქმეზე ზ------ კ--–--ე საჭიროებს მხარდაჭერას და მას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები პირის ზ------ კ--–--ის მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მისი მეუღლე და ოჯახის წევრი განმცხადებელი ნ------- კ--–--ე, რომელიც თანახმაა იყოს მეუღლის, ზ------ კ--–--ის მხარდამჭერი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ განმცხადებელი ნ------- კ--–--ე არის მხარდაჭერის მიმღები პირის ზ------ კ--–--ის მეუღლე და ოჯახის წევრი, მცხოვრები შუახევის რაიონი, სოფელი ჟანივრი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.

 

განსახილველ საქმეზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 დეკემბრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ზ------ კ--–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ზ------ კ--–--ის მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა უკიდურესად შეზღუდულია. ზ------ კ--–--ის გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია უკიდურესად. ზ------ კ--–--ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. ზ------ კ--–--ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. ზ------ კ--–--ეს ესაჭიროება მხარდამჭერი წვრილმანი გარიგებების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოთქმის, საპენსიო საქმის წარმოებისა და პენსიის/დახმარების მიღებს, უძრავი ქონების განკარგვის, სასამართლოში, სოციალური მომსახურების ცენტრსა და ნოტარიუსთან წარმომადგენლობისა და სამკვიდროს მიღების სფეროებში, ზ------ კ--–--ეს ესაჭიროება მხარდამჭერი ყველა სხვა სფეროში. მხარდამჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ერთი წლით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილით, იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღებ პირთან მოსამართლის კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს ზ------ კ--–--ის ადგილსამყოფელზე გასვლითი სხდომის ჩატარებით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მხარდამჭერი პირი, ადვოკატი და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი, რითაც განსახილველ საქმეზე უზრუნველყოფილია მხარდაჭერის მიმღები ზ------ კ--–--ე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

 

ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36324-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 36321 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ------- კ--–--ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. ზ------ კ--–--ე (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად;

 

3. ნ------- კ--–--ე (პ/ნ 6----------) დაინიშნოს ზ------ კ--–--ის მხარდამჭერად;

 

4. ზ------ კ--–--ის მხარდამჭერი პირის ნ------- კ--–--ის მხარდაჭერის ფარგლები განისაზღვროს შემდეგი მოცულობით:

 

4.1. მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;

 

4.2. იყოს ზ------ კ--–--ის წარმომადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოში, სს ,,ლიბერთი ბანკში”, ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში, მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილებებთან დაკავშირებით, მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები), გაუხსნას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მისი კუთვნილი პენსია, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხები.

 

4.3. წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი სასამართლოში, დაიცვას ზ------ კ--–--ის სხვა კანონიერი უფლებები, რაც პირდაპირ არ არის მინიჭებული გადაწყვეტილებით, თუმცა გამომდინარეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან.

 

4.4. მეურვეობისა და მზრუნველობის რეკომენდაციის საფუძველზე განისაზღვროს სხვა უფლებამოვალეობები და აუცილებელი გარემოებები.

 

4.5. მიენიჭოს ზ------ კ--–--ის მკურნალობაზე თანხმობის მიცემის უფლება.

 

4.6. ნ------- კ--–--ემ წარმოადგინოს ზ------ კ--–--ის ინტერესები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) დამზადების მიზნით.

 

4.7. დაევალოს სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე - ზ------ კ--–--ეზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.

 

5. დაევალოს ზ------ კ--–--ის მხარდამჭერ პირს, ნ------- კ--–--ეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ყოველ 6 თვეში წარუდგინოს ანგარიში სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ.

 

6. ზ------ კ--–--ის მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს 05 (ხუთი) წლით და ნ------- კ--–--ის როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილება გადაისინჯოს 01 (ერთი) წლის თავზე, 2019 წლის 22 იანვრამდე.

 

7. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

8. გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების, ზ------ კ--–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი