გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/010-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – კობა გოცირიძე
სხდომის მდივნები – ეკატერინე ელიაძე, ვერა ლომიძე
მოსარჩელე – მ--------------
წარმომადგენელი – თ--------–--–---–-
მოპასუხე –საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები – ქ-----------------–-------------–-–---–-
მესამე პირები - ნ---------–---–-----------------–---–--
წარმომადგენელი - მ---------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა;
1.1.ნაწილობრივ გაუქმდეს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1982 წელს ლ------------------ სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათი ავტოფარეხის ;ლ---------- ნაწილში.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის #------------- გადაწყვეტილება ქ------–-----------------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე ს----------------- ნ---------–---–-- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ავტოფარეხის ნაწილში (შენობა#3).
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურს ქ------–-----------------------–-, მ--------------- მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე (ავტოფარეხი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნებს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2 მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირების წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით მხარს არ უჭერს სარჩელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 04 აგვისტოს მოსარჩელე მ--------------მ #------------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული ქონება წარმოადგენს ავტოფარეხს, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ------–-----------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; (იხ. განცხადების მიღების ბარათი)
3.2. 2017 წლის 06 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული #----------- გადაწყვეტილება და ქონება აღირიცხა ნანი ბიჭიაშვილის სახელზე ს/კ 71.51.02.9--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1983 წლის სააღრიცხვო მასალა და სამკვიდრო მოწმობა. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის მონაცემებით (ცნობა დახასიათება) ლ------------------ სახელზე აღრიცხულია დამხმარე ნეგებობა ;ლ---------- 15 კვ.მ ავტოფარეხი თუმცა დ--–----- სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში და ნოტარიუს რ--–------–-–---–-- მიერ 1983 წლის 01 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, რომლთაც ა---------------------- სამკვიდრო ქონება) მემკვიდრეობით მიიღო ლ------------------ არ არის მოხსენიებული ავტოფარეხი, ხოლო საპირისპირო ნოტარიუსის რ--–------–-–---–-- მიერ 1986 წლის 01 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება რომ გ-------–------–-- სამკვიდრო ქონება მათ შორის ავტოფარეხი მიიღო მისმა მეუღლემ ლ--–-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; (იხ.1983 წლის სააღრიცხვო მასალა 2017 წლის 06 იანვრის #------------ გადაწყვეტილება.)
3.3. 2017 წლის 06 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი ქონება ნ---------–---–-- გადაუფორმა თავის შვილს ს-------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სამკვიდრო მოწმობა.
3.4. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ 1958 წლის 29 დეკემბერს დ--–----- მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებიით ა------------------ ჩამოეჭრა 100 მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის და გადაეცა მოსარჩელის მამას გრიშა მიქაროვს, რომელმაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ავტოფარეხი. ნოტარიუს რ. შერგილაშვილის მიერ 1986 წლის 01 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ გ-------–------–-- სამკვიდრო ქონება მათ შორის ავტოფარეხი მიიღო მისმა მეუღლემ ლილი გეჯაძემ, ხოლო ნოტარიუსის ლ. დიდებაშვილის მიერ 1996 წლის 27 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ლილი გეჯაძის სამკვიდრო ქონება სრულად მიიღეს მისმა შვილებმა ლელა და მ--------------ებმა. ხოლო რაც შეხება ნანა ბიჭიაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას დ--–----- სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით და ნოტარიუს რ--–------–-–---–-- მიერ 1983 წლის 01 ივნისის გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში რომლითაც ა----------------------- სამკვიდრო ქონება მემკვიდერობით მიიღო ლ------------------ არ არის მოხსენიებული ავტოფარეხი). ქ. დ--–----- კ-----------------–- ყოფილი ლენინის ქუჩა და მის მიმდებარედ #6,#8, #12) სხვა ავტოფარეხები არ არსებობს და შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია სწორედ აღნიშნულ ავტოფარეხზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს; (იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმატება.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დავის შინაარსიდან გამომდინარე დადგენილია შემდეგი; 2016 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ნანი ბიჭიაშვილის განცხადება N------------ განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით დ--–----- რაიონში, კ--------------------–- მდებარე 455 კვ.მ. უძრავ ქონებაზე. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, პირადი განცხადება, სამკვიდრო მოწმობა N1781 (ასლის სახით), ანდერძი N1246 (ასლის სახით), სამკვიდრო მოწმობა N--------- (30.06.2015 წ.).
2016 წლის 22 სექტემბერს, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება N-------------03. კერძოდ, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ განაცხადსა და წარმოებაში მყოფ N------------ განაცხადს, შორის ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ხოლო, სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა N------------ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განმცხადებელს მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ განაცხადსა და რეგისტრირებულ მონაცემს (საკადასტრო კოდი 71.21.02.011ბ) შორის ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზრული ზედდება, რაზედაც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 29 სექტემბერს დაინტერესებული პირის მიერ N------------ სარეგისტრაციო განაცხადზე დამატებით წარმოდგენილ იქნა N-------------12 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.
2016 წლის 30 დეკემბერს დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ N------------ განაცხადით დაკორექტირდა 71.21.02.011ბ საკადასტრო კოდის საზღვრები, N------------ განაცხადზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად და აღმოიფხვრა ზედდება აღნიშნულ ნაწილში. 2017 წლის 06 იანვარს, N------------ განაცხადზე წარმოების დასრულებისთანავე, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება N-------------07, ხოლო N-------------08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდა სარეგისტრაციო წარმოება.
ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციისა და მომზადებული ცნობა დახასიათების შესაბამისად, ქალაქ დუშეთში, კ--------------------–- მდებარე უძრავი ნივთის ფართია 631 კვ.მ. ხოლო აღნიშნული ფართიდან, N------------ განაცხადით (საკადასტრო კოდი 71.51.02.9--) დარეგისტრირდა მხოლოდ 455 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, ტექბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, N------------ განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული სადავო უძრავი ნივთი შედის კოსტავას N10-ში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში.
უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში, მოსარჩელის, მ--------------- სახელზე რეგისტრირებული იყო კ-------------------–- მდებარე 465 კ.მ. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 71.21.02.2--). ხოლო 2008 წლის 22 მაისს N------------ განაცხადით განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების ცვლილება (ახალი საკადასტრო კოდი 71.21.02.011ბ) და ნასყიდობის ხელშეკრულების (N1-3511, თარიღი: 08.05.2008 წ.) საფუძველზე უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში მესაკუთრედ მიეთითა ეკ---------------–--- (პირადი ნომერი 0------------ შესაბამისად, მ--------------- საკუთრებაში არსებული ქალაქ დუშეთში, კ-------------------–- მდებარე 465 კვ.მ. უძრავი ქონება, სრულად გასხვისდა ეკ---------------–---ზე. (იხ. სიტუაციური ნახაზი)
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N-------------08 გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან: 1. გასაჩივრებული აქტები კანონიერია 2. არ არის დარღვეული აქტების მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები 3. დაცულია აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული NN-------------08 გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მხარის მიერ სადაოდ ქცეული №--------------- ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ყოველმხრივ და სრულად არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმის მასალები ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, კი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ,,კ" ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას, - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ გაუქმდეს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1982 წელს ლ------------------ სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათი ავტოფარეხის ;ლ---------- ნაწილში, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო; ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ ქ--–-------–---–----–-----------------------------–- მდებარე უძრავ ნივთზე მოსარგებლე/მესაკუთრედ მითითებულია ლ---------------------–------------ (ლ-----------, საცხოვრებელი ფართი: 55. 70 კვ.მ., დამხმარე ფართი: 7.70 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 75.10 კვ.მ. ლიტერი "ბ", "ვ", "გ" - დამხმარე ნაგებობები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 34.60 კვ.მ.) აღნიშნულ საარქივო მასალაში შესაბამის გრაფაში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებულია - 631,0 კვ.მ. აქედან, მიწის ფართი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ფიქსირდება 508 კვ.მ., ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე - 123 კვ.მ.
ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ლ---------------------–------------ს აღრიცხვის საფუძვლად მითითებული ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, N2848, (თარიღი: 01.07. 1983, ნოტარიუსი: შერგილაშვილი).
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოთ სსიპ – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და დარჩენილი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა.
კანონის საფუძველზე გამოცემული ,,სსიპ – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულების მე–2 პუნქტით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს დაევალათ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში სსიპ – ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა. თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იძებნება რაიმე აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადმოეცა სააგენტოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გადაცემა, თავისთავად არ გულისხმობს უფლება–მოვალეობების გადაცემას და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მიმღები ორგანოს ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობას.
ტექნიკური აღრიცხვის ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულების საფუძველზე მიღებულ იქნა ქ. თბილისის მთავრობის 2004 წლის 21 ოქტომბრის #09.16.118 დადგენილება ,,სსიპ – ქ.თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, ხოლო მე–2 პუნქტით, ამავე კომისიას დაევალა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებულ მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და არქივის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა. ამჟამად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცულია ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივი, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეიტანოს რაიმე ცვლილება არქივში არსებულ მონაცემებში. ქ. თბილისში, ქ--–-------–---–----–-----------------------------–- მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია ლ---------------------–------------ და დაცულია ამ პირის აღრიცხვის საფუძვლად მითითებული ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, N2848, (თარიღი: 01.07. 1983, ნოტარიუსი: შერგილაშვილი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 06 იანვრის N-------------08 გადაწყვეტილება და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1982 წელს ლ------------------ სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათი ავტოფარეხის ;ლ---------- ნაწილში სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2017 წლის 06 იანვრის #--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნანი ბიჭიაშვილის მოთხოვნა უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. დუშეთი კოსტავას ქუჩა #10 ნანი ბიჭიაშვილის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება 455.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები #1,#2,#3.#4 და მიენიჭა საკადასტრო კოდი #71.51.02.9--. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 1. სამკვიდრო მოწმობა #150691286 დამოწმების თარიღი 30.06.2015. ნოტარიუსი ს. მუმლაძის მიერ 2. ანდერძისმიერი მემკვიდრების უფლების მოწმობა #2848 დამოწმების თარიღი 01.07/1983 წელი ნოტარიუსი რ. შერგილაშვილის მიერ და 3. 1983 წლის სააღრიცხვო მასალა. უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო ნანი ბიჭიაშვილის ბაბუა სიმონ მირიქოვი, რომელიც გარდაიცვალა 29/06/1952 წელს. ს. მირიქოვის გარდაცვალების შემდეგ მის საკუთრებაში არსებული ქ. დუშეთში მდებარე უძრავი ქონება, როგორც მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენილი აღირიცხა ანა მირაქოვის სახელზე. 1962 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ანდერძით ანა მირაქოვმა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე ქ. დუშეთი ლენინის ქ. #10-ში უანდერძა შვილს ლამარა მირაქოვს. ლამარა მირაქოვმა 01.07/1983 წელს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობით უფლების მოწმობის საფუძველზე მიიღო საკუთრებაში 1982 წლის 31 მარტს გარდაცვლილი დედის ანა მირაქოვის საკუთრებაში არსებული ქონება. მ--------------- სახელზე საკუთრების უფლებით იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება ქ. დ--–----- კოსტავას ქ. #8-ში ს/კ 71.51.02.961. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ავტოფარეხი მდებარე მიწის ნაკვეთზე ს/კ 71.51.02.9-- წარმოადგენს ამ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და ყოველთვის იყო ხსენებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრება. ავტოფარეხს არავითარი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია ს/კ 71.51.02 961. მიწის ნაკვეთთან.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის გამოსაკვლევ ძირითად გარემოებას წარმოადგენს ის რომ დუშეთში კოსტავას #---–----------–---–------------- ფიქსირდება თუ არა მოსარჩელის მ--------------- საკუთრების უფლება. აღნიშნული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი იქნა #10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დაცულ დოკუმენტაცია სააღრიცხვო მასალა, რაც წარმოდგენილი იქნა 04.12.2017 წელს კანცელარიის მეშვეობით ასლების სახით დამოწმებული ბეჭდით და დაერთო საქმის მასალებს. აღნიშნული საარიცხვო მასალების გამოკვლევის მიზნით სპეცილისტის სახით მოწვეული იქნა და მოწმის სახით დაიკითხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი თამარ ბასილაძე, რომელმაც განმარტა რომ #10 მდებარე უძრავი ქონება ჯერ კიდევ, კერძოდ, სააღრიცხვო მასალა აღირიცხა სიმონ მირაქოვის სახელზე 1940 წლიდან შემდეგ მის მეუღლეზე ანა მირაქოვზე და მერე ლამარა მირაქოვზე 1983 წლიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ცნობა-დახასიათება (იხ.ტომი 1. საჯარო რეესტრის შესაგებელი გვ.33) შინაარსი შესაბამისობაშია სააღრიცხვო მასალებში დაცულ მონაცემებთან. სადაო უძრავი ქონების სარეგისტრაციო მასალა არის დაცული საინვენტარიზაციო გენ-გეგმაში ლიტერ ;ბ; ლამარა მირაქოვის სახელზე შენობის ქვეშ მდებარე ავტოფარეხი, მუშა-ნახაზზე, სადაც დაფიქსირებულია ასევე 1973 წლიდან ლიტერი ;ბ; 5,5, 3,75, 18,4 კვ.მ. დამხმარე სათავსო, სართულებრივი გეგმა, სარდაფი, პირველი სართული და ავტოსადგომი 15. კვ.მ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტის განმარტებით არც ფართით, არც ადგილმდებარეობით, არც მისამართით და არც სააღრიცხვო მასალების მონაცემებით მოსარჩელის საკუთრების უფლება ვერ დგინდება #10-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე. (იხ. ტომი.2. სააღრიცხვო მასალა. 2017 წლის 13 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწვეული სპეცილისტის სახით ასევე ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრისა და უზრუნველყოფის მენეჯერს მელანო უდესიანს რომელმაც ჩვენება მისცა საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის თაობაზე (იხ.ტომი 1. საჯარო რეესტრის შესაგებელი გვ.204) დადგენილია რომ #8-ში და #10-ში მდებარე უძრავი ნივთები არის ორი სხვადასხვა მომიჯნავე ნივთები სიტუაციური ნახაზის მიხედვით #8-ში ავტოფარეხი არ ჩანს, ხოლო #10-ში არის ავტოფარეხი, რომელიც ასევე ასახულია და შედის ტექნიკური ბიუროს გენ-გეგმაში და მის საზღვრებში და არ ესაზღვრება ყოფილი ლენინის ქუჩა #8-ში მდებარე უძრავ ნივთს და ტექნიკური ბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიხედვით უძრავი ნივთის შენობა-ნაგებობა შედის კოსტავას ქუჩა 10-ში მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის საზღვრებში. ხოლო ასევე საქმეზე თანდართული იქნა კოსტავს ქუჩა #8-ში ყოფილი ლენინის ქუჩა მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკურ არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის გენ-გეგმა სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ გენ-გეგმაში ავტოფარეხი არ შედის. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას (იხ. ტომი 2.) სპეციალიტის განმარტებით აღნიშნული ნახაზი არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას და ამ დოკუმენტით არ დასტურდება სადავო ნივთის რეალური მდებარეობა. (იხ. ტომი. 2. 2017 წლის 13 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საკუთრების ხელყოფა ასევე უნდა პასუხობდეს კანონის გასაგების ფორმით არსებობის (ანუ) კანონიერების პრინციპს. კანონით გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის სათანადო გასაგები და საკმარისად ზუსტი დებულებების არსებობას და შესრულებას. ეს დებულებები უნდა აკმაყოფილებდეს ;სამართლის; ცნების არსებით მოთხოვნებს ანუ ფორმულირება- კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად - არ არის შეზღუდული მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. კონვენცია მოითხოვს იმის უზრუნველუყოფას, რომ თვით შიდასახელმწიფოებრივი სამართალი შეესაბამებოდეს ;სამართლის; არსებით მოთხოვნებს ეს მოიცავს სამართლიან და სათანადო პროცესს, კერძოდ, მოცემული ზომა მიღებული და გატარებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების მიერ და არ უნდა იყოს თვითნებური. (ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ, (Winterwerp v.the Netherlands A33 (1979). სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომუფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი,თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მოდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველადა რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.
საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში როდესაც საქმეშია მესამე პირის სახელზე განხორციელებული ავტოფარეხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს სააღრიცხო მასალასთან ერთად სამკვიდრო მოწმობაც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უძრავი ქონება საკუთრებაში გააჩნია რეგისტრაციის განხორციელებით და დაუშვებელია ამ რეგისტრაციის დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მესამე პირის - ნანი ბიჭიაშვილის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი უფლების დამდგენი დოკუმენტები 1. სამკვიდრო მოწმობა #150691286 დამოწმების თარიღი 30.06.2015. ნოტარიუსი ს. მუმლაძის მიერ 2. ანდერძისმიერი მემკვიდრების უფლების მოწმობა #2848 დამოწმების თარიღი 01.07/1983 წელი ნოტარიუსი რ. შერგილაშვილის მიერ სადავოდ არ გამხდარა და არ გაუქმებულა, არ არსებობს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი -უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაშია და დღესაც მოქმედებს.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ საქმეზე სახეზეა აღმჭურველი აქტები, რომელთა ბათილად ცნობის შემთხვევაში აშკარად უხეშად შეილახება კონსტიტუციური - საკუთრების უფლება, რომელიც ამავდროულად კანონიერი ნდობის უფლების მატარებელია მისი საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის მიმართ, მეორე მხრივ ადმინისტრციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ამავე კანონიერი ნდობის უფლებით აღჭურვილი საქმეში ჩართული მესამე პირების საკუთრების უფლებები.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
რაც შეეხება 1.3. სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურს ქ.დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურს ქ.დუშეთი, კოსტავას ქ. N10-ში, მ--------------- მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე (ავტოფარეხი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლოს განმარტავს რომ აღნიშნული წარმოადგენს ძირითადი სასარჩელოს მოთხოვნების თანმდევ შედეგს რომლის დაკმაყოფილებაც მოხდებოდა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების კანონიერი საფუძველი, ამდენად ამ ნაწილშიც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის აღძვრამდე (საქმე #12/01-17) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განჩინება, რითაც აეკრძალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ--–----- სარეგისტრაციო სამსახურს ქ. დუშეთი კოსტავს ქ. #10-ში მდებარე ნანი ბიჭიაშვილის საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 71.51.02.9--. ნებისმიერი სახის უფლებრივი შეზღუდვა ან/და გასხვისების რეგისტრაცია თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991 -ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1. მ--------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის განჩინება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე