გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
080210017002136346
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3003-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 იანვარი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - გ------- კ-------ე

წარმომადგენელი - ი----- კ-----ე

 

მოპასუხე - ი--- ლ-------ე

წარმომადგენელი - ს------- ქ---------

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გამოთხოვილ იქნეს გ------- კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- მოპასუხე ი--- ლ-------ის უკანონო მფლობელობიდან და ჩაბარდეს მოსარჩელეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში (დაზუსტებული მოთხოვნა). მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე 2 წელზე მეტია ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს და არ ათავისუფლებს მას. რის გამოც ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას დაზუსტებული მოთხოვნით (იხ. სასამ. სხდ. ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ი--- ლ-------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია, საცხოვრებელი სახლის კანონიერი მესაკუთრეა მოსარჩელე, მაგრამ მის მარწმუნებელს სხვა საცხოვრებელი არსად აქვს. ამასთან ქონება შეძენილია აუქციონზე კანონდარღვევით, რომლის მონაწილეც არის მოსარჩელე. მოპასუხე აპირებს დაიბრუნოს უკანონოდ გასხვისებული ქონება. თუმცა მოსარჩელემ არ მისცა ისეთი შესაძლებლობაც, რომ მას მოეხდინა ბინის გამოსყიდვა ხელსაყრელი პირობებით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სასამ. სხდ. ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- - მდებარე უძრავი ქონება არის გ------- კ-------ის საკუთრება. - მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -16-17). 3.1.2. დადგენილია, რომ ი--- ლ-------ე ფლობს ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- მდებარე უძრავ ქონებას კანონიერი საფუძვლის გარეშე. - მტკიცებულება: სარჩელი, ს/ფ 2-12, მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა -,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია’’, -საქართველოს კონსტიტუცია, -საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე-312-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. 6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- - მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელე გ------- კ-------ის საკუთრებად 2016 წლის 31 მაისიდან. 6.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია, რომ ქონება კანონდარღვევითაა შეძენილი, ამასთან მის მარწმუნებელს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და ამიტომ არ ახორციელებს სადავო ნივთის უკანონო ფლობას, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. 6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, გ------- კ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, გამოთხოვილ იქნეს ი--- ლ-------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს. 7. მოსარჩელის წარმომადგენელს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ დაუყენებია.

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი თანხის ანაზღაურება (120 ლარის).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს გ------- კ-------ის (წარმომადგენელი ი----- კ-----ე) სარჩელი ი--- ლ-------ის (წარმომადგენელი ს------- ქ---------) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;

 

1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე ი--- ლ-------ის (პ/ნ 4----------) უკანონო მფლობელობიდან გ------- კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ.წ---–-------, ნ----–---–ის ქ.#36, ს/კ 2----------- და იგი ჩაბარდეს მოსარჩელე გ------- კ-------ეს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ი--- ლ-------ეს მოსარჩელე გ------- კ-------ის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 ლარის ანაზღაურება;

 

2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე