განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
100100118002279389
დავის ტიპი
177 1
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002279389

№1/8-2018 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

ბრალდების მხარე

პროკურორი -ფრიდონ სვანიძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გ-------------------–---–ი

მამის სახელი: პლატონი

დაბადებული: 0----------–--–-

პირადი ნომერი: 5----------

დაბადების ადგილი: საქართველო, ჭიათურა

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

მცხოვრები: ჭ----------------–----–---------------–------------ი

 

ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - გოდერძი ჩუბინიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულ გ------------------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, გ------------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 იანვარს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭ.ს.გ.კ-ის დარკვეთის სახელობის მაღაროზე ელ - ზეინკალი გ----------–----------------------–---–ი ფარულად დაეუფლა ამავე მაღაროს ელ. დეპოში არსებულ 220 კგ შავი ლითონის ჯართსა და 18 კგ ფერადი (ალუმინის) ლითონის ჯართს; ჩადენილი ქმედებით შპს „----------------------- მიადგა 126,4 (ასოცდაექვსი ლარი და ორმოცი) ლარის ზიანი.

 

გ------------------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

 

საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ გ------------------–---–ს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გოდერძი ჩუბინიძის მონაწილეობით) 2018 წლის 29 იანვარს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2018 წლის 30 იანვარს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ იშუამდგომლა:

 

გ------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 55-ე მუხლის თანახმად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ნივთმტკიცება - წინასწარი გამოძიების დროს ამოღებული 220 კგ შავი ლითონის ჯართი და 18 კგ ფერადი (ალუმინის) ლითონი ჯართი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ შპს „-----------------------;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ფრიდონ სვანიძემ, ბრალდებულმა გ------------------–---–მა და მისმა ადვოკატმა გოდერძი ჩუბინიძემ;

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: კერძოდ დაზარალებულის წარმომადგენლის გივი ტალახაძის, მოწმეების ილია გაფრინდაშვილის, ჯამბული სამხარაძის და მერაბ იობაშვილის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 22 იანვრის ამოღების ოქმი, (რაც კანონიერად იქნა ცნობილი ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით), ფოტოტაბულით; 2018 წლის 23 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფოტოტაბულით, 2018 წლის 26 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N14/ს; თავად ბრალდებულ გ------------------–---–ის დაკითხვის ოქმები და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულები, ადასტურებენ გ------------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

5. სამართლებრივი შეფასება :

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ გ------------------–---–ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ფრიდონ სვანიძის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული გ------------------–---–ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის ფრიდონ სვანიძის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ გ------------------–---–ს შორის 2018 წლის 29 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გ------------------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.

 

2. დამტკიცდეს 2018 წლის 29 იანვარს საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფრიდონ სვანიძესა და ბრალდებულ გ------------------–---–ს შორის, ადვოკატ გოდერძი ჩუბინიძის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება

 

3. გ------------------–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 55-ე მუხლის თანახმად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი;

 

4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ------------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ნივთმტკიცება - წინასწარი გამოძიების დროს ამოღებული 220 კგ შავი ლითონის ჯართი და 18 კგ ფერადი (ალუმინის) ლითონი ჯართი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს შპს „-----------------------;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე