გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
210210017002029606
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002029606

საქმე №2/642 - 17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - ლე---------------ე, ზე----------------ე (წარმომადგენელი მოსარჩელე ლე---------------ს)

მოპასუხე - ნა----–---------–---–ი

წარმომადგენელი- ელ------------------ი

დავის საგანი- არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ლე---------------ე და ზე----------------ე ითხოვენ 2--- წლის 0---------- დაბადებული მა------------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.

 

1.2. მოსარჩელე ლე---------------ე და ზე----------------ე ითხოვენ არასრულწლოვანი შვილთან ურთიერთობას შეუზღუდავად, ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე წაყვანით.

 

1.3. მოსარჩელე ლე---------------ე და ზე----------------ე ითხოვენ ზამთრის არდადეგების პირველი ნახევრის (28 დეკემბრიდან 8 იანვრამდე) და ზაფხულის არდადეგების პირველ ნახევარის(15 ივნისიდან 10 აგვისტომდე) პერიოდში წაყვანის უფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სარჩელს ცნობო ნაწილობრივ. მოპასუხე უთითებს, რომ არასრულწლოვან მა-----------------ეს შექმნილი აქვს ყველანაირი პირობა რომ ბავშვი აღიზარდოს სრულფასოვან პიროვნებად და იყოს საზოგადოების ღირსეული წევრი. მეუღლეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტა კი მოპასუხის განმარტებით განაპირობა მოსარჩელის მხრიდან მისადმი ცუდმა დამოკიდებულებამ. ნა----–---------–---–ი არ უკრძალავს ბავშვს მის მამასთან ურთიერთობას. მაგრამ რადგან ბავში დადის სკოლაში მიზანშეწონილად მიაჩნია მამამ ბავშვი ნახოს კვირაში ორი დღე ორშაბათს და ხუთშაბათს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო არდადეგებზე წაყვანას რაც შეეხება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

2.2. დაინტერესებული პირი - არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელემა თ-------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მიაჩნიათ რომ ამ ეტაპზე მისი მცირეწლოვნობის გათვალისწინებით უნდა იზრდებოდეს დედასთან, ასევე მიაჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ლე---------------ე და მოპასუხე ნა----–---------–---–ი არიან 2--- წლის 0---------- დაბადებული მა------------------ის მშობლები.

 

3.2.2.მოსარჩელე ზე----------------ე არის 2--- წლის 0---------- დაბადებული მა------------------ის ბებია(მამის მხრიდან).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

3.2.3. არასრულწლოვანი მა------------------ე იზრდება დედასთან ნა----–---------–---–თან, სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სოციალური მუშაკის დასკვნა;

 

3.2.4. 2018 წლის 09 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროსა რაიონული განყოფილებისა და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მა------------------ე დაბადებულია 2--- წლის 0----------. განქორწინების შემდეგ მა-----------------ე ცხოვრობს დედასთან. ამ ეტაპზე ბავშვის ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება ხდება დედის ოჯახის (პაპის და დეიდის) მიერ. ბავშვი დადის ქ.დედოფლისწყაროს პ------–- სკოლის პირველ კლასში, მას აქვს ასაკის შესაბამისი წიგნები, მა-----ი სკოლაში მუდამ მოწესრიგებული და სუფთად დადის. ნა----–---------–---–ის განმარტებით, განქორწინების შემდეგ მამას ბავშვი არ მოუნახულებია, ხოლო ლე---------------ე განმარტავს, რომ დედა ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს. ლ.ჩუ--------ის განმარტებით, მა-----ი დედის გვერდით მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მა-----ის დედის ოჯახი ცხოვრობს ორ სართულიან სახლში და ოჯახის წევრები გადანაწილებულები არიან 4 ოთახში. საცხოვრებელში თბებიან შეშით. გოგონასთვის გამოყოფილია სამედიცინო კუთხე. ბავშვი და დედა ერთ საწოლში წვანან. საცხოვრებელში არის სველი წერტილები. საცხოვრებელის ზოგადი პირობები არის დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო ბავშვისთვის. მათი შემოსავალია - პაპის 700-800 ლარი და დეიდის 300 ლარი. ასევე ნა----–-ას ეხმარება ბებია, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობს. მა-----ის მამის ოჯახი ცხოვრობს ორსართულიან სახლში, თუმცა ოჯახი საცხოვრებლად იყენებს მეორე სართულს, პირველ სართულზე განთავსებულია სათავსოები. სახლში არის თანამედროვე კოსმეტიკური რემონტი. აღჭურვილა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. სახლში აქვთ კეთილმოწყობილი სამზარეულო, აბაზანა/საპირფარეშო. მა-----ის ბებია აღნიშნავს, რომ მას აქვს ბავშვზე ძალიან დიდი ამაგი და უნდა მომავალშიც გააგრძელოს მასზე ზრუნვა. ოჯახის შემოსავალია ლე----ს 800 ლარი და მისი ძმის 800 ლარი. გარდა ამისა სოფლის მეურნეობიდანაც აქვთ შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 09 იანვრის სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროსა რაიონული განყოფილებისა და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნა;

 

3.2.5 საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვანი მა------------------ე იზრდება დედასთან, მას დღეს არ აქვს ურთიერთობა მამასთან, რაც დადასტურდა ბავშვის წარმომადგენლების სოციალური სამსახურის მუშაკების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით, ასევე ითვალისწინებს რა სასამართლო რეკომედაციას ბავშვის მა------------------ის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იყოს პირველად მიჯაჭვულობის ობიექტთან დედასთან ნა----–-ა ჩუ--------ესთან, მართალია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი მატერიალური პირობები ორივე ოჯახში ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკის დაცვა და მის ჯანსაღ გარემოში აღზრდა, და შესაბამისად უდედობისგან მიღებული დეპრივაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მითუმეტეს მა------------------ის ასაკის გათვალისწინებით დედასთან ყოფნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ 1.1.მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 2--- წლის 0---------- დაბადებული მა-----------------ის საცხოვრებელი ადგილად მათი საცხოვრებელი ადგილის (გორის რაიონი, სოფელი დ-----------------) განსაზღვრაზე. 1.2. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ეს(პირადი №5----------) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ესთან (პ/ნ 1----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროთ ყოველი მეორე კვირის პარასკევის 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე პერიოდი, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა ან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით. 1.3. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ეს(პირადი №5----------) ნება დაერთოთ ზამთრისა და ზაფხული არდადეგების, დროის ნახევარ პერიოდში (მხარეთა შეთანხმებით) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ის (პ/ნ 1----------) წაყვანა მათ საცხოვრებელი ადგილზე (გორის რაიონი, სოფელი დ-----------------) ან/და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1197-1199-ე, 1202-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ს ამ მოთხოვნებით და 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ეს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილება.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის (მა------------------ე დაბადებული 2--- წლის 0----------) გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები.

 

შესაბამისად, 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ის დაშორება დედასთან ნა----–-ა ჯა---–----ან და მისი ადგილსამყოფლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსზაზღვრა სასამართლოს მიაჩნია მიზანშეუწონლად.

 

6.2. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ მამას უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან და იზრუნოს მასზე, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ - 1.2. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ეს(პირადი №5----------) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ესთან (პ/ნ 1----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროთ ყოველი მეორე კვირის პარასკევის 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე პერიოდით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა ან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით. 1.3. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ე(პირადი №5----------) ნება დაერთოთ ზამთრისა და ზაფხული არდადეგების, დროის ნახევარ პერიოდში (მხარეთა შეთანხმებით) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ის (პ/ნ 1----------) წაყვანა მათ საცხოვრებელი ადგილზე (გორის რაიონი, სოფელი დ-----------------) ან/და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ცნო ნაწილობრივ.

 

აქედან გამომდინარე მოპასუხეს ნა----–---------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა დანარჩენი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლე---------------ისა და ზე----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 2--- წლის 0---------- დაბადებული მა-----------------ის საცხოვრებელი ადგილად მათი საცხოვრებელი ადგილის (გორის რაიონი, სოფელი დ-----------------) განსაზღვრაზე.

 

1.2. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ეს(პირადი №5----------) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ესთან (პ/ნ 1----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროთ ყოველი მეორე კვირის პარასკევის 18:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე პერიოდით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა ან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

1.3. მოსარჩელე ლე---------------ეს(პირადი №5----------) და ზე----------------ე(პირადი №5----------) ნება დაერთოთ ზამთრისა და ზაფხული არდადეგების, დროის ნახევარ პერიოდში (მხარეთა შეთანხმებით) 2--- წლის 0---------- დაბადებულ მა-----------------ის (პ/ნ 1----------) წაყვანა მათ საცხოვრებელი ადგილზე (გორის რაიონი, სოფელი დ-----------------) ან/და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

2. მოპასუხეს ნა----–---------–---–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა დანარჩენი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი