გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
820210017002145603
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210017002145603

№2-550/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.01.2018 წ. ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბ----”

წარმომადგენელი - ხ------- დ-------

მოპასუხე - ჯ---–-- ა----–--ე

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს სს ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 1564,06 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს სს ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მთლიანად სცნო სარჩელი, დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მიიჩნია უდავოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 19 მაისს სს ,,ლ-------- ბანკსა” მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 19 მაისს საკრედიტო ბარათით მომსახურების №მს160768199000 ხელშეკრულება (ს.ფ. 16);

- შესაგებელი

 

3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც დავალიანებამ სს ,,ლ-------- ბ----ს” წინაშე 2017 წლის 11 ოქტომბრისთვის შეადგენს: 1564,06 ლარს, საიდანაც, ძირითადი თანხა - 1250 ლარი; დარიცხული პროცენტი- 272,30ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 41,76 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ბ----ს ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);

- შესაგებელი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს სს ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბ----ს წინაშე არსებული დავალიანების - 1564,06 ლარის (ძირი - 1250 ლარი, დარიცხული პროცენტი - 272,30 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 41,76 ლარი) გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობის ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია 2014 წლის 19 მაისს სს ,,ლ-------- ბანკსა” მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჯ---–-- ა----–--ეს დაუმზადა საკრედიტო ბარათი მაქსიმალური თანხით 1250 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებელს უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებაზე მომსახურება დარღვეული იქნა,2016 წლის 27 სექტემბრიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში, რომელიც 2017 წლ;ის 11 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 1564,06 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1250 ლარი, საკრედიტო ბარათზე დარიცხული პროცენტი - 272,30 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 41,76 ლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებელად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლობისთვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალეებმა უნდა გადაიხადონ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენ პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: ”ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებ თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს უნდა დაეკისროს მთლიანად 1564,06 ლარის გადახდა (მათ შორის: ძირი - 1250 ლარი, დარიცხული პროცენტი - 272,30 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 41,76 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილს თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე კოდექსის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილს თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი სცნო, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

8.1. მოცემულ სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებითა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ჯ---–-- ა----–--ეს, მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 1564,06 ლარის (ძირი - 1250 ლარი, დარიცხული პროცენტი - 272,30 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 41,76 ლარი) გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი № 358) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი