გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
130210017002179501
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-825-17

(130210017002179501)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - შპს "-------------------ი"

წარმომადგენლები - ს------------------ლი, ნ-----–------------–-–-ილი და კ---------------------ა

მოპასუხე - ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოპასუხის წარმომადგენელი - ი------------ძე, გ-----------–------–-–--ლი, თ-------------–-ძე, მ---------------ძე

დავის საგანი: დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შესრულებულად ჩაითვალოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის N1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 8 სოფელში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის ნაწილში და ხ-–----ის მუნიციპალიტეტს დაეკისროს 7 სოფელში შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 62 622.51 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოპასუხე ხ-–----ის მუნიციპალიტეტს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს "-------------------ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1878.68 ლარი.

სარჩელის მიხედვით, შპს "-------------------სა" და ხ-–----ის მუნიციპალიტეტს შორის 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად განისაზღვრა მიმწოდებლის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ფასი, კერძოდ, ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის მოწყობა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა - 71 670.84 ლარს.

შპს "-------------------მა" კეთილსინდისიერად და ჯეროვნად განახორციელა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შვიდ სოფელში,1. სოფელ ხ----------ში. 2253.96 ლარის; 2. სოფელ ვ---ში 12918.63 ლარის;

3.სოფელ ნ-–---------ში - 6862.27 ლარის; 4.სოფელ მ–-----------ში 6756.49 ლარის;

5. სოფელ უ–-–--ში 1664.53 ლარის; 6. სოფელ კ-–----–------ში 5002,73 ლარის;

7. სოფელ დ-------–--ში 21485,13 ლარის, ხოლო მერვე სოფელში - სოფელ წ-------ში - 3794,26 ლარის ღირებულების. წყაროს სათავე ნაგებობის და წყლის ქსელის მოწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ხ-–----ის მუნიციპალიტეტის ბრალით, ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და ხ-–----ის მუნიციპალიტეტს შორის. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა რეალურ სამუშაოთა მოცულობას. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც თავისთავად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ზედმეტად შესრულებულმა სამუშაოებმა ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 2062.10 ლარი, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე.

შპს "-------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოების სრული საფასური ექსპერტიზის დასკვნით -51007,820 ლარის, ფარული სამუშაოების, - 10170.14 ლარის, ზედმეტად შესრულებულ სამუშაოთა 2062.10 ლარის და - დღგ-ს ჩათვლით სულ შეადგენს 62 622.51 ლარს.

სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 სოფლიდან 7 სოფელში, (გარდა სოფელ წ-------ის) სამუშაოების შესრულების დადასტურებას და ამ სამუშაოების ღირებულების - 62 622.51 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. (იხ. ოქმი)

მითითებული თანხის მოთხოვნით რამოდენიმეჯერ მიმართა მოსარჩელემ ხ-–----ის მუნიციპალიტეტს. მოპასუხე თავს არიდებს მომსახურების საფასურის ანაზღაურებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს "-------------------ი"-ს მიერ სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, რაც მას არ შეუსრულებია და ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებული სამუშაოების აქტები და ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ პროექტი იჭრებოდა კერძო საკუთრებაში არ არის დადასტურებული დოკუმენტალურად, ხოლო თავის დროზე შესრულებულმა პროექტმა გაიარა ექსპერტიზა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოსარჩელეს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არაერთხელ, კერძოდ, 2016 წლის 7 დეკემბრის N07/9170, 2016 წლის 27 დეკემბრის N07/9629 და 2016 წლის 28 დეკემბრის N07/9657 წერილებით მიმართა თხოვნით დაესრულებინა სამუშაოები მოქმედების ვადაში მაინც და წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტები ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ შპს "-------------------ის" მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული, მოპასუხე თვლის, რომ 2017 წლის 03 ივლისამდე - ექსპერტიზის დასკვნის - შედგენამდე - სამუშაოები სრულად არ იყო დამთავრებული, არ შედგენილა მიღება - ჩაბარების აქტი, რის გამოც მოთხოვნილი თანხა ანაზღაურებას არ აქვემდებარება. ასევე რიგ ფარულ სამუშაოების ჩატარებისას არ მიუწვევიათ დამკვეთის წარმომადგენელი, არ შედგენილა ფარული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი აქტები, რის გამოც ამ სამუშაოების ღირებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობს (იხ. ოქმი).

 

მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მითითებულ მოთხოვნას არ ეთანხმება იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ, ობიექტის მიწოდების ვადა. მითითებულის გამო მას უნდა დაეკისროს მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომლის თაობაზეც მზადდება სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 21 სექტემბერს მოსაჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ხ-–----ის რაიონის 8 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოების ჩატარების ღირებულება - 71670.84 ლარი დღგ-ს გათვალისწინებიოთ და მიწოდების ვადა 2016 წლის 21 სექტემბრიდან 60 დღე.

 

მტკიცებულება - 2016 წლის 21 სექტემბერს გაფომებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. (ს.ფ. 24-29)

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. "ს--------------ის" 2017 წლის 03 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შპს "-------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 51007.82 ლარი დარიცხვების ჩათვლით, რაც 4169.69 ლარით ნაკლებია ფორმა N2-ში მითითებულ 55177.78 ლართან, მათ შორის 10170.34 ლარის ღირებულებაზე დარიცხვების ჩათვლით არ წარმოდგენილა ფარული სამუშაოების აქტები და მისი ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა.

 

ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ფარული სამუშაოების შესრულების გარეშე ვერ შესრულდებოდა შემდგომი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, ამავე დასკვნის შესაბამისად, ზედმეტადაა შესრულებული 2062.10 ლარის სამუშაო.

 

მტკიცებილება - ექსპერტიზის 2017 წლის 03 ივლისის დასკვნა.(ს.ფ 68-80)

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 23 ივნისს გაეგზავნა 2016 წლის N1-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების აქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- - სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე - შპს „ს------------------ის" სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 341-ე 973 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 21 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულებების ობიექტს წარმოადგენდა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის მოწყობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შეთანხმების თანახმად მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მითითებულის გამო მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა - 62622.51 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ-–----ის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრმა ე-–------------–---–მა განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ ვ--ის, ფ-–--ის, უ–-–--ის და ხ----------ის წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, რაც შეეხება სოფელ ნ-–--------ის, მ–--------რის და კ-–----–------ს წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს - აღნიშნული დადგენილ ვადებში არ შესრულებულა, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს სამუშაოები შესრულებულია, რაც შეეხება სოფელ წ-------ში ჩასატარებელ სამუშაოებს, რომლის შეფერხების თაობაზეც წერილობით იქნა მიღებული შეტყობინება, ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ეს ფართობი მითითებული კოორდინატებით წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რომლის მფლობელიც წინააღმდეგი იყო მის საკუთრებაში სათავე ნაგებობის მოწყობაზე, შემსრულებელს ი----–--ლმა შესთავაზა დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით სამუშაოების წარმოება, მაგრამ მესკუთრე და კოორდინატები არ დაუდგენიათ და როგორც გაირკვა არც წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. (იხ. ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე ხ-–----ის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა გ------------------–-ძემ დაადასტურა ი----–--ლის მიერ მითითებულ 4 სოფელში ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების დადგენილ ვადაში შესრულების ფაქტი, მისი განმარტებით ამ სამუშაოების შესრულების შემოწმება მოხდა ადგილობრივი დათვალიერებით, თუმცა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება- ჩაბარების აქტები და ნაწილ სამუშაოებზე ფარული სამუშაოების შესრულებისას არ მიუწვევიათ და არ ესწრებოდნენ ინსპექტირების ჯგუფის წევრები, არ შემდგარა ფარული სამუშაოების აქტები, რაც შეეხება სოფელ ნ-–--------ის, მ–--------რის და კ-–----–------ს წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს - აღნიშნული დადგენილ ვადებში არ შესრულებულა, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს სამუშაოები შესრულებულია. (იხ. ოქმი)

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ შესრულებული იქნა გარკვეული მოცულობის ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხეს მიაწოდა მომსახურება, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა გადახდილი არ არის.

"ს--------------ის" 2017 წლის 03 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით,შპს "-------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 51007.82 ლარი დარიცხვების ჩათვლით, რაც 4169.69 ლარით ნაკლებია ფორმა N2-ში მითითებულ 55177.78 ლართან, მათ შორის 10170.34 ლარის ღირებულებაზე დარიცხვების ჩათვლით არ წარმოდგენილა ფარული სამუშაოების აქტები და მისი ჩათვლა დამკვეთის პრეროგატივაა.

ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფარული სამუშაოების შესრულების გარეშე ვერ შესრულდებოდა შემდგომი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, ამავე დასკვნის შესაბამისად, ზედმეტადაა შესრულებული 2062.10 ლარის სამუშაო.

სასამართლო ზემოაღნიშნული დასკვნიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად თვლის, რომ მოსარჩელის მიერ ნამდვილად შესრულდა დასკვნაში მითითებული, როგორც ძირითადი და ფარული, ასევე ზედმეტი სამუშაოები, 7 სოფელში, მათ შორის სოფელ ვ---ში, ფ-–--ში, უ–-–--სა და ხ----------ში და სამუშაოები შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო სოფელ წ-------ში სამუშაოები ვერ შესრულდა სამშენებლო პოლიგონის კოორდინატების დაუზუსტებლობის გამო, კერძოდ მშენებლობის წარმოება გათვალისწინებული იყო კერძო მესაკუთრის მიწის ნაკვეთში, რაც დადასტურებულია ასევე გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრის განმარტებით. მოსარჩელემ დროულად აცნობა დამკვეთს შექმნილი პრობლემების შესახებ, ასევე დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ 2016 წლის 15 ნოემბერს წერილით (იხ. სფ.-132).

გამგეობის 2016 წლის 08 დკემბრის წერილით 07/9194-ით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამუშაოები დაუსრულებელია, რის გამოც ვერ განხორციელდება დაუმთავრებელი სამუშაოების განხილვა. (იხ.2016 წლის 08 დკემბრის წერილი)

 

ოფიციალურად დამკვეთის მიერ არ დაზუსტებულა სამშენებლო ადგილის არეალი და კოორდინატები და არ შესულა ცვლილება ხელშეკრულებაში.

სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცება, აღნიშნულ გარემოებათა დასადატურებლად, და რომ პროექტმა გაიარა ექსპერტიზა და რაიმე შეუსაბამობა არ დადასტურდა.

სასამართლოზე წარმოდგენილი 2016 წლის 20 მაისის პროექტზე ჩატარებული ექსპერტიზის 30/1 დასკვნით დადგინდა მასში მითითებული სახარჯთაღრიცხვო თანხების შესაბამისობა შესასრულებელ სამუშაოების მოცულობასთან.

აღნიშნულ ექსპერტიზას არ ევალებოდა შესასრულებელ სამუშაოთა ადგილმდებარეობის გადამოწმება მიწის ფართობის კუთვნილების მიმართებით.

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები მოსარჩელის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ხ-–----ის გამგეობის მიერ საქმეზე ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნით შეგებებული სარჩელი და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, ამ ეტაპზე სასამართლო ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს.

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში (გარდა სოფელ წ-------ისა) საერთო ჯამში 62 622.51 ლარის სამუშაოების შესრულებას. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მათ შორის 51007.82 ლარის, ძირითადი, 10170.34 ლარის, ფარული სამუშაოების ასევე 2062.10 ლარის ზედმეტად - დავალების გარეშე სამუშაოების შესრულებას, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. ვინაიდან, მოპასუხის - ხ-–----ის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლების მიერ დადასტურებულია, რომ დღეის მდგომარეობით - სარჩელის აღძვრის დროისათვის სამუშაოები მთლიანად შესრულებულია და წყალმომარაგების სისტემები მუშაობენ.

შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობა გამოიწვევს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, არსებობს გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1 878.68 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არსებობს ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "-------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ხ-–----ის მუნიციპალიტეტს შპს ”ს------------------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 სექტემბრის # 1-- ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ 7 სოფელში (გარდა. სოფ. წ-------ის) შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 62 622.51 ლარის ოდენობით.

 

3. ხ-–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ”ს------------------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1878.68 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი