გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002013834 (2/1312-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - შპს ,,ე-------------ტ +’’
წარმომადგენელი - ლა-------------ა
მოპასუხეები: თა---------–-----ნია, თე-----------ია
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე თა---------–-----ნიასა და თე-----------იასათვის მოსარჩელე შპს ,,ე-------------ტ +’’-ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 645 აშშ დოლარის, პროცენტის - 316,05 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 861 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;
1.2.მოპასუხე თა---------–-----ნიასა და თე-----------იასათვის მოსარჩელე შპს ,,ე-------------ტ +’’-ის სასარგებლოდ 250 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;
1.3.ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული დავალიანების დასაფარად, მოპასუხეების თა---------–-----ნიას და თე-----------იას კუთვნილი სხვა ქონების იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიქცევა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე თა---------–-----ნიამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად მხოლოდ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. 18.01.2018 წლის სხდომის ოქმი).
2.2.მოპასუხე თე-----------იას საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2016 წლის 18 აგვისტოს შპს ,,ე-------------ტ +’’-სა და მოპასუხე თა---------–-----ნიას შორის გაფორმდა №14-----K საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიხსნა 2400 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, სესხის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 5%.
სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა თა---------–-----ნიას კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ME--------E------O, სარეგისტრაციო ნომრით EE----F. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 17);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.2.2.2016 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელე შპს ,,ე-------------ტ+’’-სა და მოპასუხე თა---------–-----ნიას შორის დაიდო №14-----K სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თა---------–-----ნიას გადაეცა სესხი 720 აშშ დოლარის ოდენობით, 08 თვის ვადით - 1--------- წლის ჩათვლით, თვიური საპროცენტო სარგებლის - 5 %-ს დარიცხვით, ყოველთვიურად 111 აშშ დოლარის გადახდის პირობით. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის გადაუხდელ თანხაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს 1-დან 30 დღით ვადაგადაცილებისას ჯამში 60 აშშ დოლარს, ხოლო 30 დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.2.3.თა---------–-----ნიასთან გაფორმებული საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ასევე თე---------------თან მოსარჩელის მიერ 2016 წლის 18 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება.
თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 2400 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.2.4.მსესხებელმა თა---------–-----ნიამ სესხის სახით 19.09.2016 წელს გადაიხადა მხოლოდ 256,53 ლარი და სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის ოქტომბრის თვიდან. ამასთან, როგორც თა---------–-----ნიასაგან, აგრეთვე სოლიდარული მოვალის - თე--------------- მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელის აღძვრის, 12.07.2017 წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 645 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 316,05 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 861 აშშ დოლარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლოს შემცირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 17);
-ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-26);
-თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28);
-19.09.2016 წლის №0 სალაროს შემოსავლის ორდერი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.2.5.მოსარჩელემ არსებული დავალიანების დაკმაყოფილების მიზნით მოპასუხე თა---------–-----ნიასაგან მოითხოვა დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების მისთვის გადაცემა, რის შესახებაც მოსარჩელემ აიღო გირავნობის მოწმობა, რისთვისაც გადაიხადა საფასური 50 ლარი, გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით კი გაიღო სააღსრულებო ხარჯი 200 ლარის ოდენობით, თუმცა ავტომანქანის მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემა ვერ მოხერხდა მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გირავნობის მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35-36);
-სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება და განაცხადის მიღების ბარათი (ს.ფ. 37, 41);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ თა---------–-----ნიას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, თა---------–-----ნია, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და პროცენტი, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოც. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის და პროცენტის გადახდევინება, რაც ჯამში შეადგენს 961,05 აშშ დოლარს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი თანხების ოდენობა გამომდინარეობს როგორც ხელშეკრულების შინაარსიდან, ისე სამოქალაქო კოდექსით რეგლამენტირებული უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპიდან. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თა---------–-----ნიას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალის (მოპასუხე) თე--------------- მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მისთვის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე თა---------–-----ნიამ სარჩელის სრულად ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხე თენგიზ ჯალაღონიას მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში სარჩელის ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან 8 თვეზე შეადგენს 120%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. უფრო მეტიც, აღნიშნულ პირგასამტეხლოს ემატება პირველ ვადაგადაცილებულ 30 დღეზე დაანგარიშებული პირგასამტეხლო 60 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სესხის ვადაგადაცილებაშია 2016 წლის ოქტომბრის თვიდან. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპიდან გამომდინარე და პირგასამტეხლოს, როგორც მინიმალური ზიანის ანაზღაურების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხისათვის, თუმცა იგი პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 2017 წლის 12 ივლისამდე (სარჩელის შედგენამდე). შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 90 აშშ დოლარის გადახდა. 6.4.სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის სახეს. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. იგი ფაქტობრივად დამდგარი, რეალური ზიანია. იმისათვის, რომ ზიანი ანაზღაურდეს, აუცილებელია არსებობდეს წინაპირობები, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, სესხს გადახდევინების მიზნით მოსარჩელეს მოუწია გირავნობის მოწმობის აღება, რაც სამოქალაქო კოდექსის 2581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა. მითითებული ნორმიდან გამომდინარე მოსარჩელემ შემდგომ გირავნობის მოწმობით მიმართა აღმასრულებელს, თუმცა საკრედიტო დაწესებულებამ ვერ მიიღო მფლობელობაში ავტომანქანა. აღნიშნული პროცედურები დაკავშირებული იქნა გარკვეულ ხარჯებთან, კერძოდ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ გადაიხადა ჯამში 250 ლარი, რაც მოსარჩელისათვის წარმოადგენს მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ფაქტობრივად დამდგარ ზიანს. შესაბამისად, მითითებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა თა---------–-----ნიას კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ME--------E------O, სარეგისტრაციო ნომრით EE----F, თუმცა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან. დადგენილია, რომ მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის გირავნობა, გირავნობის საგნით - სატრანსპორტო საშუალებით არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელეს აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას 4.5. პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონება. 6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მხოლოდ თა---------–-----ნიას მიერ სასარჩელის ნაწილობრივ ცნობისა და სარჩელის ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თე-----------იას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 83 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მასთან ერთად მოპასუხე თა---------–-----ნიას სოლიდარულად ეკისრება სახელმწიფო ბაჟის 36,68 ლარის გადახდის ვალდებულება მოსარჩელისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს ,,ე-------------ტ +”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1.მოპასუხეებს თა---------–-----ნიას და თე-----------იას მოსარჩელე შპს ,,ე-------------ტ +’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 645 აშშ დოლარის, პროცენტის - 316,05 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 90 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს თა---------–-----ნიას და თე-----------იას მოსარჩელე შპს ,,ე-------------ტ +’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 250 ლარის გადახდა;
1.3.ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული დავალიანების დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების თა---------–-----ნიას და თე-----------იას კუთვნილი სხვა ქონება;
2.მოპასუხე თე-----------იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 83 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მასთან ერთად მოპასუხე თა---------–-----ნიას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 36,68 ლარის გადახდა;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა