გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-3031-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- შპს ,,ფ---–------------ი''
მოსარჩელის წარმომადგენელი- ი-----–-----------–---–ი
მოპასუხე- ნ-----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ-----------–---–ს შპს ,,ფ---–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 1108 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 250 ლარი, საკომისიო- 31 ლარი და პირგასამტეხლო- 827 ლარი.
1.2. მოპასუხე ნ-----------–---–ს შპს ,,ფ---–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით- 892 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ნ-----------–---–ს შპს ,,ფ---–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 05 ნოემბერს შპს ,,ფ---–------------ს'' და ნ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #491621, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 250 ლარის ოდენობით, 25 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 31 ლარით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ მოპასუხე ნ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1108 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 250 ლარი, საკომისიო- 31 ლარი და პირგასამტეხლო- 827 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით- 892 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირში, პროცენტსა და პირგასამტეხლოს 90 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს ,,ფ---–------------ს'' და ნ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #491621, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 250 ლარის ოდენობით, 25 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 31 ლარით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, სესხის ხელშეკრულება #491621 (ს.ფ. 16)
3.1.2. ნ-----------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2015 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-412-ე, 417–ე, 418-ე, 420–ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 05 ოქტომბერს შპს ,,ფ---–------------ს'' და ნ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #491621, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 250 ლარის ოდენობით, 25 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 31 ლარით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს ,,ფ---–------------ს’’ და ნ-----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს ,,ფ---–------------ს’’ წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება.
უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ არ დაფარა სესხი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ფ---–------------ის’’ მოთხოვნა ნ-----------–---–ის მიმართ სესხის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ყოველდღიური პირგასამტეხლო 1.0 %-ის ნაცვლად უნდა შემცირდეს 0.1 %-მდე და მოპასუხეს მოსარჩელე შპს ,,ფ---–------------ის'' სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 827 ლარისა, უნდა დაეკისროს 82.70 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს ხარჯებს, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად, ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით. ჩვეულებრივ პირობებში, უნდა გავიგოთ ბაზრის ფუნქციონირებისთვის დამახასიათებელი ტიპიური პირობები, რომელზედაც გავლენას არ ახდენს გაუთვალისწინებელი გარემოებები, ან გარემოებები, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მსესხებლის ინტერესს არ წარმოადგენს თანხის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება, არამედ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიზანი არ ყოფილა სარგებლის მიღება, რის გამოც წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით. თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე შპს ,,ფ---–------------ს'' უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნაწილი 10 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით შპს ,,ფ---–------------ს’’ უკან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, აღნიშნულის ნაცვლად მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნაწილი- 10 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ფ---–------------ის'' სარჩელი მოპასუხე ნ-----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ნ-----------–---–ს შპს ,,ფ---–------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 363.70 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 250 ლარი, საკომისიო- 31 ლარი და პირგასამტეხლო- 82.70 ლარი.
3. მოსარჩელეს უარი ეთქვას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 892 ლარის დაკისრების თაობაზე;
4. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
5. შპს ,,ფ---–------------ს'' უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 05 აპრილს საგადახდო დავალება № 188 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნაწილი 10 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი