გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0203100--0021-1776 (3/207-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2--8 წელი ქ. ზ--------ი
შესავალი ნაწილი
ზ--------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - თამ-----–-------ია
თარჯიმანი - თა---------ია
მოპასუხეები: სა---------–---------------------------------------------------------–--------------------
წარმომადგენელი - ნუ------------–იძე
მესამე პირი - ს----------–----------------------------
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე მხარისათვის უკანონოდ დაკავების, უკანონოდ სისხლის სამართლდებრივი პასუხისგებაში მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის მტკიცებით, მან პატიმრობაში გაატარა 0-------------------. ამ პერიოდში იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს, რამაც მას მიაყენა მორალური ზიანი.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.სას კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირის პოზიცია
3.1.ს----------–----------------------------ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და მისი წარმომადგენელი არც სხდომა გამოცხადებულა, რის გამოც მესამე პირის პოზიცია სარჩელის შესახებ უცნობია.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.თამ-----–-------ია ცხოვრობს ქ. ზ--------ში, ივ. ჯავ---–---–-ს ქუჩაზე (გა-------------–--------თან შეს.) არასრულწლოვან შვილთან - ლუ----–-----ბაიასთან ერთად. 20-- წლის 19 ნოემბრიდან ისინი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულაა 18---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-12.10.20-- წლის ამონაწერი (ს.ფ. 12);
-30.01.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 47);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.2.ზ--------ის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება №04--------02 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მოსარჩელე თამ-----–-------ია დაკავებულ იქნა 2--- წლის 02 სექტემბერს 12:41 საათზე.
მოსარჩელეს 2--- წლის 02 სექტემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1-7-ე მუხლით, კერძოდ, მის მიმართ ბრალდების არსი გამოიხატა შემდეგში: გა----------------------------------------–--------–-----------------თ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიეთითა, რომ 2--- წლის 02 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ზ--------ის რაიონის სოფელ ოდი–ში, სი-–-ს უბანში, თავისი საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე კონტეინერში თამ-----–-------იამ სანადირო თოფის გამოყენებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით და------ა ნ--------–--------ოსთან სქესობრივი კავშირი.
აღნი–ნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა ზ--------ის რაიონული პროკურატურა.
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 04 სექტემბრის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ თამ-----–-------იას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა - პატიმრობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-04.09.2--- წლის განჩინება (ს.ფ. 15);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.3.ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 04 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული თამ-----–-------ია შესახლებულ იქნა ქ-------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–---–ი.
ვინაიდან მოსარჩელე თავს მიიჩნევდა უკანონო პატიმრად, მან მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას, რაც დაიწყო 2--- წლის 2----------რს და გააგრძელა 1- დღე, 20-- წლის 1---------- ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-№----------–----------–-------–-----–-----–-----------------------------–---------------–-- (ს.ფ. 22-43);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.4.ზ--------ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 30 იანვრის განაჩენით თამ-----–-------ია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111.1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამასთან, თამ-----–-------იას განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ჰქონდა მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-30.01.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 47);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.5.ქუთაი----------–-–---------------–---------–------------–---------------–-----------–-–-----------ს განაჩენით ზ--------ის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ზ--------ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 30 იანვრის განაჩენი თამ-----–-------იას მიმართ დარჩა უცვლელი.
ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს 18---------------- არ გასაჩივრებულა და საბოლოოა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-30.01.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 47);
-18.05.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 61);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.6.თამ-----–-------იამ პატიმრობაში გაატარა 0-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-04.09.2--- წლის განჩინება (ს.ფ. 15);
-№----------–----------–-------–-----–-----–-----------------------------–---------------–-- (ს.ფ. 22-43);
-30.01.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 47);
-18.05.20-- წლის განაჩენი (ს.ფ. 61);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.01.2--8 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
მითითებული ნორმის შესახებ ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლითაც სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (ი--------------–------------------–---------------–---------–-–-------------------------------–-------–-----
სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნი–ნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №---------- (2კ-1-), 10.04.2----–-- რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნი–ნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციას (საქართველოში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) და ამ კონვენციის ფარგლებში ევროპულის სასამართლოს პრაქტიკას.
კონვენციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. სწორედ ამ ნორმის გამოყენებით ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მდიდარია პირის უკანონოდ პასუხისგებაში მიცემისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებით, მათ შორის, მაგალითად, აღსანი–ნავია საქმე Quinn v. France, რომლიდანაც ირკვევა, რომ განმცხადებელი პატიმრობაში იმყოფებოდა 11 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პარიზის სააპელაციო სასამართლომ ბრძანა მისი გათავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა რა მე-5 მუხლის დარღვევა, მოპასუხე მთავრობას დააკისრა დაახლოებით 1-00 ამერიკული დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდა განმცხადებლის სასარგებლოდ (---------–---------–----------------------–-----------------–-------------–--------–----------–------------–----------–----------–--–-------------------------------–---–---
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც თავის უფლებამოსილებას უნდა ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, აღნი–ნულ ორგანოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით 207-ე და 208-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.
7.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოი–ობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში, ზ--------ის რაიონული სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოშობილია დელიქტიდან. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-5----(კ-1-) 23.07.2---–) განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზიანის სრულად ანაზღაურების კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
მითითებული მუხლების შინაარსი ცხადყოფს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოი–ვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნი–ნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მორალური ანუ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რის შესახებაც სასამართლო აღნი–ნავს, რომ ქონებრივი ზიანისაგან განსხვავებით, არაქონებრივი ზიანის დროს მისი შეფასება ხდება დაზარალებულის შინაგანი, სულიერი განცდების მიხედვით. მატერიალური ზიანი ყოველთვის უკავშირდება დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებს, რასაც ადგილი არა აქვს მორალური ზიანთან მიმართებაში. იგი გარკვეულ სულიერ განცდებთან, ტანჯვასთანაა დაკავშირებული და მისი ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე დაკავებული იქნა 2--- წლის 02 სექტემბერს და მის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა. ამასთან, ზ--------ის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 30 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით თამ-----–-------ია გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა დარბაზიდან.
ზემოაღნი–ნულიდან გამომდინარე, თამ-----–-------იას მოთხოვნაა მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც საფუძვლიანია, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას.
მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნი–ვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
აღნი–ნულიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, იგი იყო დაკავებული და მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნი–ნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. როგორც ზემოთ აღინი–ნა, მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად, არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნი–ვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და სხვა მოვლენებთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნი–ვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი, ბრალდების სპეციფიკური ხასიათი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის უკანონოდ პასუხისგებაში მიცემამ გამოიწვია არასრულწლოვანი შვილის - ლუ----–-----ბაიას მშობლის, მოსარჩელე თამ-----–-------იას მზრუნველობის გარეშე დარჩენა, რამაც თავის მხრივ წარმოშვა მორალური ტანჯვის საფუძველი მოსარჩელეში, ყოველივე აღნი–ნული გამოიხატა შემდგომ მოსარჩელისაგან პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობით გაპროტესტებაში. მითითებულ გარემოებათა ერთობლივი შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შეთხვევაში, სახეზეა მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ფაქტი და მის ასანაზღაურებლად სამართლიან და გონივრულ თანხად უნდა განისაზღვროს - 5000 ლარი.
რაც შეეხება მოპასუხე სუბიექტის საკითხს, რომელმაც უნდა აანაზღაუროს აღნი–ნული თანხა, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა ზ--------ის რაიონული პროკურატურა, თუმცა ყურადღება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს პროკურატურის სისტემის ისეთ ორგანოს, რომლის ხელმძღვანელი პირი ასრულებს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს, რასაც ცხადყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 27 აგვისტოს №59 ბრძანებით დამტკიცებული ზ--------ის რაიონული პროკურატურის დებულება. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.
8.საპროცესო ხარჯები
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მართალია სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ დაეკისრება, რადგან იგი მოსარჩელესთან ერთად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-5, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.თამ-----–-------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სა---------–-------------------------------ს თამ-----–-------იას სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;
3.მოპასუხე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზ--------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზ--------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა