განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
100100117002186174
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100117002186174

№1/88-2017 წელი

განაჩენი

საქართველოს სახელით

08 თებერვალი 2018 წელი ჭიათურა

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვახტანგ ნიქაბაძე

დაცვის მხარე

ბრალდებული გ-----------ე;

მამის სახელი:იური

დაბადებული: 24.03.1987წ.

პირადი № 1----------;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

საცხოვრებელი მისამართი: ზ------------------------------–----------------ი;

ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - ციცინო ბაბუნაშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები;

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N052160517001;

განსახილველი საკითხი: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის შუამდგომლობა ბრალდებულ გ-----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, გ-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით;

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის თებერვლის თვეში, სხვადასხვა პერიოდში, სამჯერ (ზუსტი დრო დაუდგენელია), ღამის საათებში, ზ------------------------------–----------------ში მცხოვრებმა გ-----------ემ და ამავე სოფელში მცხოვრებმა ტარიელ მშვენიერაძემ, წინასწარი შეთანხმებით, კარების დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს ზესტაფონის რაიონი სოფელ მარტოთუბანში მდებარე გ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ მინი ტრაქტორს, ელექტრო სალესს, რკინის საჭრელ ელექტრო მოწყობილობას, ორ ცალ ბენზოხერხს, ბენზოცელს, ლითონის მილის საჭრელ ხელსაწყოს, ელექტროტუმბოს, დოლს, აკარდეონს, ტელევიზორს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს. აღნიშნული ქმედებით, გ-----------ემ დაზარალებულს მიაყენა - 6765 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გ-----------ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;

 

2. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს ვახტანგ ნიქაბაძესა და ბრალდებულ გ-----------ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ციცინო ბაბუნაშვილის მონაწილეობით) 2018 წლის 08 თებერვალს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2017 წლის 08 თებერვალს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ იშუამდგომლა:

გ-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი;

 

ასევე გ-----------ეს საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით;

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის (გ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოების) დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდგომ დაბრუნებული სამი ხელის კვალი - დაქტილოფირი; შემთხვევის ადგილის (გ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებები - დათვალიერების დროს ამოღებული, რეზო მუმლაძის მიერ წარმოდგენილი პატარა ზომის ფურცელი, მასზე არსებული ჩანაწერით; პაატა მშვენიერაძის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებები - ჭიათურა აბაშიძის ქუჩა N10-ში რეზო მუმლაძის სავაჭრო ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული წყლის ელექტრო ტუმბო და ლითონის მილის მექანიკური გადასაჭრელი ხელსაწყო; ქ.ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩა N2-ში განთავსებული თამაზი გაბრიჭიძის სასაწყობე ფართში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო კომპრესორი, სამი ცალი ალუმინის ოც ლიტრიანი ბალონი, გაზის გამათბობელი, ალუმინის ქვაბი - თავსახურით, ორი ალუმინის ტაფა, რეზინის ჩაქუჩი, ცირკული ხერხი და ხელის სალაშინი; ქ.ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩა N96-ში განთავსებული გიორგი ბუცხრიკიძის სავაჭრო ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხუთი ცალი უჟანგავი ლითონის მასალისაგან დამზადებული მავთულბადე და ოთხი ცალი რგოლი (ეკლიანი მავთული უჟანგავი მასალისაგან დამზადებული); ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩა N136-ში განთავსებული ტარიელ გაჩეჩილაძის მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკერავი მანქანა, დოლი, აკარდეონი, ალუმინის ქვაბი - თავსახურით და სპილენძის თავსახურით, ხის დასამუშავებელი დანადგარი და ელექტროსალესი; ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N18/16-ში მდებარე ტარიელ გაჩეჩილაძის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ბენზოხერხი, ბენზოცელი, ელექტრო წისქვილი, ხელის ელექტრო ხერხი და შავი ფერის ტელევიზორი; ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში ნიკა რაზმაძის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული პერმის წარმოების მინი ტრაქტორი - ორი საბურავით და თოხებით, ერთი ცალი ბენზოხერხი; ნივთიერი მტკიცებულების (ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩა N136-ში განთავსებული ტარიელ გაჩეჩილაძის მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხის დასამუშავებელი დანადგარი) გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული დანადგარის ტექნიკური პასპორტი (ექსპლუატაციის სახელმძღვანელო); (ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N18/16-ში მდებარე ტარიელ გაჩეჩილაძის საცხოვრებელი ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტელევიზორი), გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული ტელევიზორის საგარანტიო ფურცელი და დანართები; (ქ.ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩა N2-ში განთავსებული თამაზი გაბრიჭიძის სასაწყობე ფართში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული გაზის გამათბობელი) გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული გაზის გამათბობლის ტექნიკური პასპორტი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს გ-------------–---–ს (პ/ნ 01001023856);

 

ნივთმტკიცება - დათვალიერების შედეგად ამოღებული პაატა მშვენიერაძის აიდი ბარათი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს პაატა მშვენიერაძეს (პ/ნ 18001012598);

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ ბრალდებულმა გ-----------ემ და მისმა ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა;

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: კერძოდ დაზარალებულ გ-------------–---–ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; მოწმეების - რეზო მუმლაძის, თამაზ გაბრიჭიძის, ნათია გიორგაძის, ტარიელ გაჩეჩილაძის, მამუკა მელაძის, თინა ბებიაშვილის, გრიგოლ ბებიაშვილის, იური ფერაძის, გიორგი ბუცხრიკიძის, ავთანდილ ვეფხვაძის, ნიკალა მეგრელიშვილის, ზინაიდა მშვენიერაძის, რამაზი გაბრიჭიძის, ნიკოლოზ ნებიერიძის, დავით ჩუბინიძის, შოთა ლიპარაშვილის, გიორგი ლუტიძის, ვლადიმერ ჭაბუკიანის, ილია ჭიღლაშვილის, ნიკა რაზმაძისა და თვით ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; რეზო მუმლაძის მაღაზიის ჩხრეკის ოქმი; ფურცელზე ჩანაწერის დათვალიერების ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; ნივთის ამოცნობის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები და ფოტოსურათები; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; თამაზ გაბრიჭიძის სასაწყობო ფართის ჩხრეკის ოქმი; გიორგი ბუცხრიკიძის სავაჭრო ჯიხურის ჩხრეკის ოქმი; ტარიელ გაჩეჩილაძის ბინის ჩხრეკის ოქმი; ნიკა რაზმაძის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; პირის ამოცნობის ოქმები და ფოტოსურათები და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულები, ადასტურებენ გ-----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

5. სამართლებრივი შეფასება :

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ გ-----------ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული გ-----------ე საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, ზესტაფონის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ გ-----------ეს შორის 2018 წლის 08 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №052160517001 საქმეზე გ-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.

 

2. დამტკიცდეს 2018 წლის 08 თებერვალს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს ვახტანგ ნიქაბაძესა და ბრალდებულ გ-----------ეს შორის, ადვოკატ ციცინო ბაბუნაშვილის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება

 

3. გ-----------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი;

 

4. გ-----------ეს საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით;

 

5. გ-----------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დღიდან დაკავებისა - 2017 წლის 09 ნოემბრის 21 საათისა და 43 წუთიდან;;

 

6. გ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

7. მსჯავრდებული გ-----------ე მოთავსებულ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

8. ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის (გ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები) დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდგომ დაბრუნებული სამი ხელის კვალი - დაქტილოფირი, შემთხვევის ადგილის (გ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებები - დათვალიერების დროს ამოღებული, რეზო მუმლაძის მიერ წარმოდგენილი პატარა ზომის ფურცელი, მასზე არსებული ჩანაწერით, პაატა მშვენიერაძის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ნივთმტკიცებები - ჭიათურა, აბაშიძის ქუჩა N10-ში, რეზო მუმლაძის სავაჭრო ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული წყლის ელექტრო ტუმბო და ლითონის მილის მექანიკური გადასაჭრელი ხელსაწყო; ქ.ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩა N2-ში განთავსებული თამაზი გაბრიჭიძის სასაწყობე ფართში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო კომპრესორი, სამი ცალი ალუმინის ოც ლიტრიანი ბალონი, გაზის გამათბობელი, ალუმინის ქვაბი - თავსახურით, ორი ალუმინის ტაფა, რეზინის ჩაქუჩი, ცირკული ხერხი და ხელის სალაშინი; ქ.ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩა N96-ში განთავსებული გიორგი ბუცხრიკიძის სავაჭრო ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხუთი ცალი უჟანგავი ლითონის მასალისაგან დამზადებული მავთულბადე და ოთხი ცალი რგოლი (ეკლიანი მავთული უჟანგავი მასალისაგან დამზადებული); ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩა N136-ში განთავსებული ტარიელ გაჩეჩილაძის მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული საკერავი მანქანა, დოლი, აკარდეონი, ალუმინის ქვაბი - თავსახურით და სპილენძის თავსახურით, ხის დასამუშავებელი დანადგარი და ელექტროსალესი; ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N18/16-ში მდებარე ტარიელ გაჩეჩილაძის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო წისქვილი, ხელის ელექტრო ხერხი ; ნივთიერი მტკიცებულების (ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩა N136-ში განთავსებული ტარიელ გაჩეჩილაძის მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხის დასამუშავებელი დანადგარი) გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული დანადგარის ტექნიკური პასპორტი (ექსპლუატაციის სახელმძღვანელო); ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N18/16-ში მდებარე ტარიელ გაჩეჩილაძის საცხოვრებელი ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტელევიზორის გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული ტელევიზორის საგარანტიო ფურცელი და დანართები; ქ.ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩა N2-ში განთავსებული თამაზი გაბრიჭიძის სასაწყობე ფართში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული გაზის გამათბობელის გახსნისა და დათვალიერების დროს დაზარალებულ გ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი და ამოღებული გაზის გამათბობლის ტექნიკური პასპორტი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს გ-------------–---–ს (პ/ნ 01001023856);

 

ნივთმტკიცება - დათვალიერების შედეგად ამოღებული პაატა მშვენიერაძის აიდი ბარათი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს პაატა მშვენიერაძეს (პ/ნ 18001012598);

 

9. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას; ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ-----------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე