განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002271580
№1/27-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
08 თებერვალი, 2017 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------- ო--------–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ----------–-----ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ----------–-----ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის11 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის ტერიტორიაზე არსებული თელავის სატყეო უბნის მე-6 კვარტალში გ------- ო--------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ვერხვის ჯიშის პირველი ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 1076,40 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების, გ------- გ-----–---–ის, გ----------–--–--ის, გ------------ის, გ------- გ-------ის, გ-----------–---–ის, ვ----–--------–----–---–ის და გ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ო--------–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ გ------- ო--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ო--------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7. საქათველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „ზილ-131“, სახელმწიფო ნომრით Q------, ავტომანქანა „გაზ-66“ სახელმწიფო ნომრით A------ და ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობები, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
8. ბრალდებულ გ------- ო--------–---–ს ბრალად ერაცხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ჩადენა და არა მისი შეძენა, შენახვა ტრანსპორტირება და ა.შ. აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს და საგანს წარმოადგენს ბენზოხერხი, ხოლო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას კი, უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე. ამოღებული ავტომანქანები არ წარმოადგენენ იმ ქონებას, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას, ვინაიდან, ავტომანქანების საშუალებით ხე-ტყის გაჩეხვა არ მომხდარა და არც დანაშაულის საგანს წარმოადგენენ.
9. ამ დანაშაულისთვის ავტომანქანის ჩამორთმევა იქნებოდა იგივე, რომ როდესაც პირი სახლში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, ან ცეცხლსასროლ იარაღს და როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, ჩამოერთვას სახლი.
10. რაც შეეხება ავტომანქანაზე „ზილ-131“, სახელმწიფო ნომრით Q------, განთავსებული 4 ცალი მორი, ავტომანქანაზე „გაზ-66“ სახელმწიფო ნომრით A------, განთავსებული 2 ცალი მორი, ბენზოხერხი, დალუქული ერთ ფუთად და ორი ცალი ვერხვის ჯიშის ხის მორი, დალუქული ერთ ფუთად, რაც ხელწერილით ჩაბარდა დავით მამნიაშვილს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
11. გ------- ო--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
12. გ------- ო--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს
13. ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „ზილ-131“, სახელმწიფო ნომრით Q------, ავტომანქანა „გაზ-66“ სახელმწიფო ნომრით A------ და ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობები, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. ავტომანქანაზე „ზილ-131“, სახელმწიფო ნომრით Q------, განთავსებული 4 ცალი მორი, ავტომანქანაზე „გაზ-66“ სახელმწიფო ნომრით A------, განთავსებული 2 ცალი მორი, ბენზოხერხი, დალუქული ერთ ფუთად და ორი ცალი ვერხვის ჯიშის ხის მორი, დალუქული ერთ ფუთად, რაც ხელწერილით ჩაბარდა დავით მამნიაშვილს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს
15. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური