გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117002115827
საქმე №2/778-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.02.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი
მოსარჩელე - ტა--------------–---–ი, ნი-----------–---–ი
მოპასუხეები - აკ-------------–---–ი, ფო-----------–---–ი, შო-----------–---–ი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე- 1) LG ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერი, 2) SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი, 3) წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ სარჩელს ეთანხმებიან ნაწილობრივ, SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი წარმოადგენს ტა--------------–---–ის საკუთრებას და ყადაღა უნდა მოეხსნას მხოლოდ SAMSUNG ფირმის მაცივარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე - 1) LG ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერი, 2) SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი, 3) წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი
3.1.2. 28.01.2008 წელს სს ,,ს----–----------’’ -სა და ტა--------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება სესხის განაცხადზე #0037/0036/00401, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტის თანხა - 1095.85 ლარის ოდენობით, SAMSUNG ფირმის მაცივრის შესაძენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულება;
შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე- 1) LG ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერი, 2) SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი, 3) წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის. აქედან, SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი შეძენილია ტა--------------–---–ის მიერ. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს LG ფირმის სარეცხი მანქანა (ვერცხლისფერი) და წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი (თეთრი ფერის) წარმომავლობა და მათი კავშირი ნივთთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე- 1) LG ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერი, 2) SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი, 3) წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის აქედან, SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი შეძენილია ტა--------------–---–ის მიერ. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს LG ფირმის სარეცხი მანქანა (ვერცხლისფერი) და წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი (თეთრი ფერის) წარმომავლობა და მათი კავშირი ნივთთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავი ნივთის შეძენის წესს და ადგენს, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი შეძენილია ტა--------------–---–ის მიერ. მოვალის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედების - საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღების მომენტისათვის ტა--------------–---–ი და ნი-----------–---–ი არ წარმოადგენდნენ მოძრავი ნივთების მესაკუთრეს. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს LG ფირმის სარეცხი მანქანა (ვერცხლისფერი) და წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი (თეთრი ფერის) წარმომავლობა და მათი კავშირი მათთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ნაწილი 100 (ასი) ლარიდან 22 ლარი და 95 თეთრი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე- 1) LG ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერი, 2) SAMSUNG ფირმის მაცივარი ვერცხლისფერი, 3) წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის რეალიზაცია შეჩერდა.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ ეტაპზე არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი LG ფირმის სარეცხი მანქანის, ვერცხლისფერის და წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის - რეალიზაციის შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ხა------ ნა-----–---–-- წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 11.07.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------–- მდებარე- 1) SAMSUNG-ის ფირმის მაცივარი, ვერცხლისფერი.
1.2. LG ფირმის სარეცხი მანქანის და წყლის 1 ბაკი (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის, ყადაღისაგან განთავისუფლებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
2. მოსარჩელეებს ტა--------------–---–ს და ნი-----------–---–ს დაუბრუნდეთ მათ მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 22 ლარი და 95 თეთრი, საგადასახადო დავალება #14323219, სახაზინო კოდი 300523150, გადამხდელის ბანკი ლიბერთი ბანკი, ბანკის კოდი TRESGE22.
3. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განჩინება LG ფირმის სარეცხი მანქანის- ვერცხლისფერის და წყლის 1 ბაკის (პლასტმასის) მოცულობა 1500 ლიტრი, თეთრი ფერის - რეალიზაციის შეჩერების ნაწილში
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი