გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.02.2018
საქმის ნომერი
160210017002000324
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017002000324

საქმე №2/670-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2018 წელი ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი"

წარმომადგენელი - ლო--------------–---–ი, სა-–-----------–--–---–ი

მოპასუხეები - ფა---------------ი, გო------------–---ა, გა----------ი, აფ---------------ი, მო-----------------ი, ნუ-----------------ა.

თარჯიმანი - ირინე ბურჭულაძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1) მოპასუხეებს ფა---------------ს, გა----------ს და გო------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9369.49 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9209.05 ლარი, პროცენტი - 15.90 ლარი, პირგასამტეხლო - 144.54 ლარი.

 

2) იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ფა---------------ის, მო-----------------ის, ნურან იბრაგიმოვას, აფ---------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მარნეული, სოფელი ქეშალო. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.06.12.3--. იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ფა---------------ის, გა----------ის და გო------------–---ას სხვა ქონებებზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2--- წლის 29 იანვარს სს ,,ლ-------------სა“ და ფა---------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება # RB-00091-2---, რომლის ერთიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, მაქსიმალური საპროცენტო წლიური განაკვეთი 48%. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 29 იანვარს, ბანკს და ფა---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #8615--, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 14000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადად განისაზღვრა 32 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 21%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1%.

გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 29 იანვარს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება სს ,,ლ-------------ს და ყველა მესაკუთრეს შორის, რომლის საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 83.06.12.3-- მდებარე: მარნეული, სოფელი ქეშალო. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე 2--- წლის 29 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ბანკს და გო------------–---ას შორის, ასევე ბანკს და გა----------ს შორის, რომლის თანახმად თითოეულმა თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება და თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თითოეულისათვის განისაზღვრა 30900 აშშ დოლარით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები სს ,,ლ-------------ის“ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობისა და გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. 2016 წლის 12 აგვისტოდან მოპასუხეები იმყოფებიან ვადაგადაცილებაში. 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს ,,ლ-------------ის“ წინაშე ერიცხებათ დავალიანება 9369.49 ლარი, საიდანაც 9209.05 ლარი არის ძირი თანხა, 15.90 ლარი-საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო - 144.54 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ფა---------------მა და მო-----------------მა სასამართლოში წარმოადგინეს წერილობითი შესაგებელი, რომლითაც მათ ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხეებს გო------------–---ას, გა----------ს, აფ---------------ს, ნურან იბრაგიმოვას შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. ამასთანავე მოპასუხეები გო------------–---ა, აფ---------------ი და მო-----------------ი სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა აფ---------------მა, გა----------მა და ნუ-----------------მა, მოსამზადებელ ეტაპზე სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 29 იანვარს სს ,,ლ-------------სა“ და ფა---------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება # RB-00091-2---, რომლის ერთიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, მაქსიმალური საპროცენტო წლიური განაკვეთი 48%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება # RB-00091-2---;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2--- წლის 29 იანვარს, ბანკს და ფა---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #8615--, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 14000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადად განისაზღვრა 32 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 21%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #8615--.

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 29 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ბანკს და გო------------–---ას შორის, ასევე ბანკს და გა----------ს შორის, რომლის თანახმად თითოეულმა თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება და თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თითოეულისათვის განისაზღვრა 30900 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ გო------------–---ის განცხადება;

- სოლიდარული თავდებობის შესახებ გა----------ის განცხადება;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N RB-00091-2---/2;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N RB-00091-2---/3

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ფა---------------ის, აფ---------------ის, მო-----------------ის, ნუ-----------------ას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელ ქეშალოში, საკადასტრო კოდი 83.06.12.3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N RB-00091-2---/1;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 12 აგვისტოდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების N RB-00091-2--- ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება სს ,,ლ-------------ის“ წინაშე შეადგენს 9369.49 ლარს, საიდანაც 9209.05 ლარი არის კრედიტის ძირითადი თანხა, 15.90 ლარი-საპროცენტო სარგებელი, 144.54 ლარი - პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა;

-მხარეთა-ახსნა განმარტება.

 

3.1.7. მოსარჩელემ მსესხებელს ფა---------------ს, ასევე თავდებ პირებს გა----------ს და გო------------–---ას გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები, სს ,,ლ-------------ის" მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის და გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი შეტყობინებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 286-ე, 301-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო, სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 29 იანვარს სს ლ-------------ს" და ფა---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #8615--, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 14000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადად განისაზღვრა 32 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 21%, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის გადახდის ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო ანიჭებს უფლებას, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება. მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მოპასუხეებმა ფა---------------მა, გა----------მა და ნუ-----------------ამ სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე მო-----------------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მან სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ არ დააზუსტა, თუ რა ნაწილში ცნობს იგი სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხეებმა აფ---------------მა, გო------------–---ამ არ წარმოადგინეს წერილობითი შესაგებელი, ისინი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ფა---------------მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით საბანკო კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხე ფა---------------ს საბანკო კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია, არ გადაუხდია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 9209.05 ლარი. ასევე არ გადაუხდია საპროცენტო სარგებელი 15.90 ლარის ოდენობით. ამდენად არსებობს ამ ნაწილში სს ,,ლ-------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში წერილობით დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 144.54 ლარის ოდენობით, რაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოპასუხეებს გა----------ს და გო------------–---ას ფა---------------თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ- ფა---------------ამ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. გა----------თან და გო------------–---ასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ფა---------------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

ამდენად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა იქნეს მიქცეული მოპასუხეების ფა---------------ის, აფ---------------ის, მო-----------------ის, ნუ-----------------ას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 83.06.12.3--.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობით, თავდებებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იმ ვალდებულების შესრულება, რისი შესრულების ვალდებულებაც მსესხებელს ეკისრება კრედიტორის მიმართ.

 

ზემოთაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იძულებით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ფა---------------ის, გა----------ის და გო------------–---ას სხვა ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ფა---------------მა და გა----------მა სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომამდე. შესაბამისად ისინი სრულად უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამდენად მოპასუხე გო------------–---ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 281.10 ლარის გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ გაიღო 67 ლარის სასამართლოსგარეშე ხარჯი, შესაბამისად მოპასუხეებს ფა---------------ს, გო------------–---ას და გა----------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს ფა---------------ს, გო------------–---ას და გა----------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9369.49 ლარის გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირი თანხაა 9209.05 ლარი, საპროცენტო სარგებელი 15.90 ლარი, პირგასამტეხლო - 144,54 ლარი.

 

1.2. იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ფა---------------ის, მო-----------------ის, ნუ-----------------ას და აფ---------------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ ქეშალოში, საკადასტრო კოდი: 83.03.05.3--

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი"- ს მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად სს ,,ლ-------------ი"-ს მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ფა---------------ის, გო------------–---ასა და გა----------ის სხვა ქონებაზე.

 

2. მოპასუხე გო------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სს ,,ლ-------------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 280.10 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ფა---------------ს, გო------------–---ას და გა----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯის 67 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე