გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.02.2018
საქმის ნომერი
231210918002299390
კატეგორია
დავის ტიპი
დავალიანების გადახდის შესახებ
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210918002299390

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში

ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ

 

10 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხობი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: შპს „-----------–-------–-------- კ--------”,წარმომადგენელი: თ----- ლ-----–----

მოწინააღმდეგე მხარე: (მოპასუხე) - ს----- ხ-----

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება.

 

ზეპირი მოსმენით განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 09 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ წარმომადგენელმა თ----- ლ-----–-----

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა სალიზინგო ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----------–-------–-------- კ--------- მხრიდან განხორციელდა სალიზინგო ინვესტიცია 2963.81 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ლიზინგის გამცემა გადასცა, ხოლო ლიზინგის მიმღებმა მიიღო სალიზინგო ქონება.

2017 წლის 20 იანვარს შპს ,,ს----------–-------–-------- კ--------ს“, ლიზინგის მიმღებს ს----- ხ------ და შეთანხმების სპეციალურ დათქმის მხარეს, კერძოდ, ლ----- წ------–---–- შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღების თანხმობით, გადაეცა სპეციალური დათქმის მხარეს. ამავე შეთანხმების მეხუთე პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღებს უნარჩუნდება ყველა ის ვალდებულება რაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას ლიზინგის ხელშეკრულებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც სალიზინგო საზღაურების გადახდის ვალდებულება, ეკისრება ლიზინგის მიმღებს, ასევე უნარჩუნდება ყველა ის უფლება და მოვალეობა რაც გამომდინარეობს ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებიდან. ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღებს მთლიანად უნდა დაეფარა არსებული სალიზინგო ინვესტიცია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სალიზინგო საზღაურის დაფარვის თანდარუთლი გრაფიკის მიხედვით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა მან არსებითად დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულების ზემოთხსენებული მუხლები, კერძოდ იგი სისტემატურად არღვევდა სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკსა და ოდენობას და დღეის მდგომარეობით ლიზინგის მიმღებს არა აქვს დაფარული არსებული დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, რომ მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების ს----- ხ----- მფლობელობიდან ლიზინგის გამცემის შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ - ერთი ერთეული მსუბუქი ავტომობილი N-------------, სახ.ნომ: C------- ვინ კოდი: N---------, გამოშვების წელი: 2005. ასევე, ითხოვს მოპასუხე ს----- ხ----- განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 155.50 ლარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს „-----------–-------–-------- კ---------” განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

''სალიზინგო საქმინაობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ლიზინგის საგნის გამცემს - შპს ,,ს----------–-------–-------- კ--------ს“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - ს----- ხ----- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ერთი ერთეული მსუბუქი ავტომობილი N-------------, სახ.ნომ: C------- ვინ კოდი: N---------, გამოშვების წელი: 2005.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.

4. ს----- ხ-----, შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შპს ,,ს----------–-------–-------- კ---------“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 155.50 ლარის ოდენობით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანის ქ.№192) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე