განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2018
საქმის ნომერი
100100117002187427
დავის ტიპი
120 , 117 1
თარიღი
11.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100117002187427

№1/89-2017 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23.02.2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა---------------ე;

მამის სახელი: ალ---------ე

დაბადებული: 0----------–--–--

დაბადების ადგილი: სა---------–-----------ე

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–-- განათლება,პირადი ნომერი: № 38--------8;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

ნასამართლეობა: არ მქონე;

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი სხ--------ი;

რეგისტრაციის მისამართი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი სხ--------ი;

 

ბრალდებულის დამცველი ადვოკატი- ზ------ ბ--–-----

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, ა---------------ემ დანის გამოყენებით ბ-----------------ეს მიაყენა შემავალი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ასევე ჭრილობები მარჯვენა და მარცხენა დუნდულების მიდამოებში. დაზიანებები – ორთავე დუნდულის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანება – თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის და ელენთის დაზიანებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

1.2. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, ა---------------ემ დანის გამოყენებით მი-----------------ეს მარცხენა დუნდულის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, ა---------------ემ დანის გამოყენებით ბ-----------------ეს მიაყენა შემავალი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ასევე ჭრილობები მარჯვენა და მარცხენა დუნდულების მიდამოებში. დაზიანებები – ორთავე დუნდულის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანება – თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის და ელენთის დაზიანებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

1.2. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, ა---------------ემ დანის გამოყენებით მი-----------------ეს მარცხენა დუნდულის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულმა ა---------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, გამოიყენა დუმილის უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციითა გარანტირებული და მის საზიანოდ ვერ იქნება გამოყენებული;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

სასამართლოში გამოკვლეული, ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ ა---------------ის მხრიდან ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას;

 

კერძოდ, მოწმე მირიან დეკანოიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევში პატარა ფაბრიკაში; ასული იყვნენ ბიჭები ანერი დეკანოიძე და სხვები შესარიგებლად, სულ ოთხნი, იყვნენ ავტომანქანით; გაიცნეს ერთმანეთი და აიწიეს ზემოთ ხალხისგან მოშორებით; გიორგი დვალსა და ბ-----------------ეს შორის უნდა ყოფილიყო საუბარი წინა დღეს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით; ავიდნენ ორივე მხრიდან 4-4 ბიჭი; დაიწყეს საუბარი გიორგი დვალმა და ბ-----------------ემ; თვითონ იდგა ბერიკას გვერდით, იქვე იდგა ა---------------ეც; იყო საუბარი, კამათი და ხელისკვრაც გიორგი დვალსა და ბ-----------------ეს შორის; მერე დაიწყო ჩხუბი, მოხვდა ხელი გიორგი დვალისა და აჩიკო ზაბახიძისაგან; იგრძნო სისხლი უკანა მხარეს და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი; ასევე ბ-----------------ეს ჰქონდა ორი ჭრილობა; ჭრილობები მიაყენა ა---------------ემ, ჯერ მას და შემდეგ ბ-----------------ეს; ამ უკანასკნელს ელენთის მიდამოებში, ბევრი სისხლი მოსდიოდა და დაიწყო წაქცევა; ბრალდებული კვლავ მიიწევდა მათკენ და უნდოდა დანის დარტყმა, მაგრამ ხელის მოქნევაზე დანა დაუვარდა; მოსული ბიჭებიდან ვიღაცამ დანა აიღო, ა---------------ემ დაუძახა მომიტანე დანაო; ბ-----------------ემ გონი დაკარგა; ამ დროს ვიღაც გოგომ დაიწყო ყვირილი; ბიჭები გაიქცნენ; მალევე მივიდა სასწრაფოც; ა---------------ემ დანა მოწითალო შორტის შიგნიდან ამოიღო; ბრალდებული ის პიროვნებაა, ვინც მათ დანა დაარტყა; ორივე წაიყვანეს საავადმყოფოში; ორივეს გონი ჰქონდათ დაკარგული; დანა იყო ხანჯლისებური, არ იკეცებოდა, ზემოდან ხერხიანი პირით, ხის ტარიანი; ა---------------ეს ეკავა დანა, დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, სისხლი რომ დაინახა მიხვდა რომ დაიჭრა; გამოძიებაში სამჯერ დაიკითხა და სამივეჯერ აჩვენა ა---------------ეზე; გამოძიებაში აჩვენა, რომ ამირან ზაბახიზეს ეცვა მაიკა და შორტი, მას შემდეგ ხუთი თვეა გასული და ფერები ზუსტად არ ახსოვს, გამოძიებაში უწერია როგორც იყო;

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში მოხდა ბრალდებულის ტრუსის დემონსტრირება, რომელიც შავი ფერისაა და ჯიბეების გარეშე;

აღნიშნულის გამო მოწმის ჩვენების უტყუარობა ეჭვქვეშ ვერ დადგება, რამეთუ არსებითი წინააღმდეგობა არაა, მითუმეტეს განმარტა, რომ ხუთი თვეა გასული და ზუსტად აღარ ახსოვს და რაც წინასწარ გამოძიებაშია მიცემული ჩვენება, სწორია;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი;

 

მოწმე ბ-----------------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----აში ფერმასთან იყო ოთხი ბიჭი, დაურეკა ვასო ენუქიძემ, შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს შელაპარაკებაზე, რომელიც წინა დღეს მოხდა, თან ახლდა მერჯეველი ანერი დეკანოიძე, ავიდნენ შენობის ზემოთ და იქ ილაპარაკეს; საავადმყოფოში მიხვდა, რომ დაჭრილი ყოფილა, ხუთი ჭრილობა ქონდა, მირიანიც მასთან იყო, სად დაჭრეს და ვინ დაჭრა არ ახსოვს; მირიან დეკანოიძე მერჯევში ცხოვრობს, მუშაობს მასთან მეფრინველეობის ფაბრიკაში; კონფლიქტის დროს იყო თუ არა ბრალდებული არ ახსოვს; რომ ყოფილიყო დაამახსოვრდებოდა; მირიანის დაჭრა არ დაუნახავს, საავადმყოფოში ნახა;

 

აღნიშნული ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ მასალებს და სასამართლოს აზრით მიმართულია ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად; აქვე საგულისხმოა სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერები, სადაც ბრალდებული მოხსენიებულია, როგორც სხეულის დაზიანებების მიმყენებელი; სახელმწიფო ბრალმდებელმა მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში გააჟღერა ჩანაწერის შინაარსი ამ ნაწილში;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი შმაგის ძე ენუქიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს სოფელ ი---–-----აში იყვნენ მეგობრები ბ-----------------ე, მირიან დეკანოიძე და ვასილ ენუქიძე; წინა დღით ბერიკას უჩხუბია გიორგი დვალთან; მივიდნენ ფერმაში აჩიკო ზაბახიძე, ანერი დეკანოიძე, გიორგი დვალი და ერთი პიროვნება შავი ა/მანქანით; დაიწყეს ლაპარაკი ზემოთ მხარეს, სულ იყო 8 კაცი; ბ-----------------ე და დვალი საუბრობდნენ, მერე ხელი ჰკრეს ერთმანეთს, თვითონ მოშორებით იდგა, დაინახა რომ აჩიკო ზაბახიძემ დანა მოიქნია და დაარტყა ბ-----------------ეს, ეს უკანასკნელი გაიქცა; მერე მივიდა სასწრაფო; ბერიკა და მირიანი მიწაზე იწვნენ; ბრალდებული იყო ის პიროვნება, ვინც დაჭრა ბ-----------------ე; სხვას დანა არ ჰქონია, მერე გაიგო, რომ ბრალდებულს აჩიკო ზაბახიძე ერქვა; მირიანის დაჭრა არ დაუნახავს, რა ეცვა ბრალდებულს ზუსტად არ ახსოვს, სავარაუდოდ ეცვა შავი ფერის შორტები; რომ ამოიღო დანა და დაარტყა ბერიკას დაინახა; მაგრამ, საიდან ამოიღო არ დაუნახავს, სავარაუდოდ - შორტიდან; აჩიკო ზაბახიძეს ზემოდან ეცვა მოკლესახელოებიანი მაისური, ისიც შავი ფერის იყო, დანა გაუვარდა თუ არა ბრალდებულს არ დაუნახავს; ბ-----------------ე მისი სოფლელია;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ვასილ ენუქიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 23 ივლისს მოხდა ჩხუბი გიორგი დვალსა და ბ-----------------ეს შორის; მეორე დღეს დაუკავშირდნენ და შეხვდნენ სოფელ ი---–-----აში, ანერი დეკანოიძე, გიორგი დვალი და კიდევ ორი ბიჭი, სულ ოთხი იყვნენ, ესენიც ოთხნი იყვნენ, გზიდან მოშორებით ნაძვებში ავიდნენ, საუბარი იყო ბ-----------------ესა და გიორგი დვალს შორის, მერე დაიძაბა სიტუაცია, დაინახა რომ ბერიკა გარბოდა, შემდეგ ვიღაცამ დაიძახა დანაო, თვითონაც გაიქცა, მერე დაბრუნდა და დაინახა, რომ ბერიკა და მირიანი დაჭრილები იყვნენ; მათი მხრიდან დანა არავის ჰქონია, ბრალდებულს ეცვა შავი ფერის შორტიკი; დანა ვის ჰქონდა ვერ დაინახავდა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი დვალმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2017 წლის 23 ივლისს მასსა და ბ-----------------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, მიიღო დაზიანება წაქცევის შედეგად; პოლიციაში უთხრეს, რომ მეორე დღეს ასული ყოფილხართ ი---–-----აში და დაგიჭრიათ ვიღაცებიო; ი---–-----აში მეორე დღეს არ ყოფილან, ჰყავს პაჯეროს მარკის ა/მანქანა, გამოძიებაში ზეწოლის შედეგად მისცა ჩვენება;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე გიორგი დვალის მიერ გამოძიებაში მიცემული 26.07.2017წლისა და 16.08 2017 წლის ჩვენებები, სადაც მოწმემ აჩვენა, რომ 2017 წლის 23 ივლისს 19 საათზე ვანო მეცხვარიშვილმა ანერი დეკანოიძესთან ერთად აიყვანა სოფელ ი---–-----აში და დატოვა გზაზე სტადიონის გადასახვევთან; სტადიონთან ჩაუარეს ბ-----------------ეს; როდესაც გაცდნენ დაახლოებით 3-4 მეტრით მან რაღაც დამცინავად დაიძახა; ამაზე მოუვიდათ კონფლიქტი და დაუწყეს ერთმანეთს ცემა; დაზიანებები მიიღო სახისა და თავის არეში; ასევე, მიიღო მარჯვენა ხელზე დაზიანება; აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; მეორე დღეს ნახა მეგობარი აჩიკო ზაბახიძე, რომელიც საჩხერის რაიონის სოფელ სხ--------ში ცხოვრობს და სწორი სახელი ამირანი ჰქვია; მას მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ, მან უთხრა ასულიყვნენ და ენახათ; მეორე დღეს კუთვნილი ავტომანქანით მეგობრებთან ერთად, მათ შორის ა---------------ესთან ავიდნენ ი---–-----აში, იქედანაც ოთხი პირი დახვდა; გაიარეს დაახლოებით 400-500 მეტრი და მივიდნენ ნაძვებში და დაიწყეს საუბარი, საუბრის დროს ერთად იდგნენ ბ-----------------ესთან, გვერდით კი აჩიკო ზაბახიძე და ბ-----------------ის ერთი თანმხლები პირი; მათ შორის მოხდა შელაპარაკება და ბ-----------------ემ კვლავ დაარტყა; დაიწყო ჩხუბი და ყველა ერთმანეთს ურტყამდა, მათ შორის ბრალდებულიც; ჩხუბობდნენ ის, აჩიკო ზაბახიძე , ბ-----------------ე და მისი თანმხლები ერთი პიროვნება, სხვა დანარჩენები კი აშველებდნენ და რაიმე მონაწილეობა ჩხუბში არ მიუღიათ; ჩხუბის დროს დაინახა,რომ აჩიკო ზაბახიძეს , რომელსაც ტანზე შავი ფერის ე.წ ბრეტელებიანი მაიკა და შავი ფერის შორტი ეცვა, ხელში ეჭირა დანა და აქეთ იქეთ იქნევდა მოჩხუბრების მიმართულებით, მაგრამ დაარტყა თუ არა ვინმეს არ დაუნახავს; სახეში მოხვედრილი ქონდა ხელი, სისხლი მოსდიოდა და ამიტომ თავი დახრილი ქონდა, გამოერიდა მოჩხუბრებს და მოშორებით იწმენდდა სისხლს; ვიღაცები გაიქცნენ, თვითონაც გაიქცა ფერმისკენ, სადაც მანქანა ყავდა დაყენებული; გაქცევისას დაინახა დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით ნაცნობი თამარ ქვათაძე, რომელიც საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობდა; კუთვნილ ავტომანქანაში ჩასხდნენ, საჭესთან ამჯერად დაჯდა აჩიკო ზაბახიძე, რომელმაც თქვა: რაც ეკუთვნოდათ ის მიიღესო; მოგვიანებით გაიგო, რომ ჩხუბში დაჭრილი ბ-----------------ე და მირიან დეკანოიძე საჩხერის რაიონულ სავადმყოფოში მიუყვანით ; ჩხუბში აჩიკო ზაბახიძის გარდა დანა არავის ჭერია ხელში;

 

იხ. საქმის მასალები

მოწმე გიორგი დვალმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება მისცა ზეწოლის შედეგად; სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, რადგანაც მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა არ დაადასტურეს ეს გარემოება; არც რაიმე სხვა მტკიცებულებით დასტურდება ზეწოლის ფაქტი;

 

არასრულწლოვანმა მოწმე ანერი დეკანოიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 23 ივლისს იყვნენ გიორგი დვალის ა/მანქანაში და ავიდნენ ი---–-----აში, სადაც იყო ბ-----------------ე; გიორგი დვალთან მოუვიდათ შელაპარაკება, მერე ჩხუბი და ხელჩართული ბრძოლა, დვალმა ამ დროს დაცემის შედეგად მოიტეხა ხელი, მან გააშველა და წავიდნენ, გიორგი დვალმა ხელი ჩაისვა თაბაშირში; მეორე დღეს შეხვდნენ აჩიკო ზაბახიძეს, გიორგი დვალს და კიდევ ერთს, რომლებიც წავიდნენ ი---–-----აში დვალის „მიცუბიში პაჯეროს“ ა/ მანქანით; საჭე იყო მარჯვნივ, ავიდნენ ბ-----------------ესთან, სადაც კიდევ სამი პირი იყო, გაიცნეს ერთმანეთი, შეხვდნენ ნაძვებში, დაიწყო საუბარი; ახლოში იყვნენ გიორგი დვალი, მირიან და ბ-----------------ეები და აჩიკო ზაბახიძე; ატყდა ჩხუბი, მას შეეშინდა და გამოიქცა, მივიდა და ა/მანქანაში ჩაჯდა, მერე სხვებიც მივიდნენ; თავად, აჩიკო ზაბახიძე და გიორგი დვალი ავიდნენ სხ--------ში დაბადების დღეზე, ის და გიორგი დვალი მალე წამოვიდნენ, ბრალდებული დარჩა; უბანში გაიგო, რომ მირიან და ბ-----------------ეები დაჭრილები იყვნენ; დანა არ დაუნახავს, არც დაჭრა მომხდარა, არც ავტომანქანაში გაუგია თუ ვინმემ თქვა „რაც დაიმსახურეს ის მიიღესო“; სხვა ნაწილში გამოძიებაში მიცემული ჩვენება სწორია, დაკითხვას ესწრებოდა მამა, მერე დედა; ზეწოლა არ ყოფილა;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მამუკა ნოსელიძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ 2017 წლის ივლისში ა---------------ის მიმართ ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა დასკვნა, სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, სხეულის ყველა ნაწილი შემოწმდა, თავზე თმებიც გადაუწია და შეამოწმა, რაიმე დაზიანება არ ჩანდა, რაიმე ტკივილზე ბრალდებულს არ მიუთითებია;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბათუ დეკანოიძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, მონაწილეობდა არასრულწლოვანი მოწმე ანერი დეკანონიძე მშობელთან ერთად, აჩვენებდა სად რა მოხდა, თავად ფოტოგრაფირებას ახდენდა, შემთხვევის ადგილი იყო ი---–-----აში; ნახა ორი სისხლისმაგვარი ლაქა, ექსპერიმენტი მშვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობდა; ამოღებული ნივთები დაილუქა პაკეტში, მოაწერა ხელი თავად, გამომძიებელმა და უფროსმა ექსპერტმა, მოწმე ანერი დეკანოიძემ მოაწერა თუ არა ხელი არ ახსოვს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ალ---------ე დონაძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ი---–-----ის ტერიტორიაზე, იყო გამომძიებელი ტარიელ წერეთელი და ექსპერტი ბათუ დეკანოიძე, ღამე იყო; შემთხვევის ადგილი დაცული იყო, ამოიღეს ორი სისხლისფერი ლაქა; ასევე მიიღეს მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში მოწმეების ანერი დეკანოიძისა და გიორგი დვალის მონაწილეობით; ხდებოდა ფოტოგრაფირება იმის მიხედვით, რასაც მოწმეები აჩვენებდნენ; ანერი დეკანოიძე იყო მშობლეთან ერთად; ლაქის ნიმუში სტერილური ჩხირით იქნა აღებული; ჩადეს პაკეტში და დაილუქა; მოხდა ხელმოწერები;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

მოწმე დავით ენუქიძემ აჩვენა, რომ სოფელ ი---–-----აში აქვს მაღაზია, 2017 წლის ივლისში იმყოფებოდა სახლში, სიცხე ჰქონდა და იწვა; შევიდა მობილურის ზარი და უთხრეს გადმოდი ვენახებში მეგობარი ბ-----------------ეა დაჭრილიო; რამოდენიმე პირი ავტომანქანით წავიდა ნაძვებში, იყო ორი კაცი და ქალი, ქალი არ იცის ვინ იყო; მირიან დეკანოიძე და ბ-----------------ე მიწაზე იწვნენ, ცუდად იყვნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა მოიყვანეს და ბ-----------------ე საკაცით წაიყვანეს; მირიან დეკანოიძე მისი მანქანით წამოიყვანეს;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი ენუქიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს იმყოფებოდა უბანში, უთხრეს რომ ბიჭები იყვნენ ცუდად; საღამო იყო, წავიდა რამოდენიმე ბიჭი დათო ენუქიძის ა/მანქანით ნაძვებში, დახვდათ ბერიკა და მირიან დეკანოიძეები დაჭრილები; ბერიკა ითიშებოდა; შემდგომ მივიდა სასწრაფო და ბერიკა წაიყვანეს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე მიხეილ კირვალიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს იყო მისი დაბადების დღე, შეუდგნენ სამზადისს, მეგობრებს უთხრა, რომ საღამოს შეკრებილიყვნენ სოფელში მდინარის პირას; დაახლოებით 17-18 საათზე, წავიდნენ მეგობრებთან ერთად, ცეცხლი დაანთეს, სუფრა გაშალეს, ელოდებოდნენ ა---------------ესა და გიორგი დვალს, ესენი მივიდნენ შვიდი საათისკენ, მათ ახლდა ანერი დეკანოიძე, ზუსტად არ ახსოვს; დაახლოებით გაჩერდნენ 40 წუთი და წავიდნენ; დანარჩენებმა გააგრძელეს სუფრა; გიორგი დვალს ხელი შეხვეული ქონდა; მათ არაფერი უთქვამთ ჩხუბის შესახებ;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ავთანდილ მაჭარაშვილმა აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს იმყოფებოდა კლასელის დაბადების დღეზე, ვინაიდან მას შემდეგ დრო გავიდა რა და როგორ იყო აღარ ახსოვს, მაშინ ყველაფერი ახსოვდა და თანახმაა გამოქვეყნებული იქნას წინასწარ გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენება;

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ავთანდილ მაჭარაშვილის მიერ გამოძიებაში მიცემული 05.09.2017წლის ჩვენება: მ/წლის 24 ივლისს იყო მეგობრის მიხეილ კირვალიძის დაბადების დღე, სადაც დაპატიჟებული იყო პირადათ, ასევე მიხეილს მოწვეული ყავდა სხვა სტუმრებიც, დაბადების დღის აღასანიშნავი სუფრა კი უნდა გაეშალათ სოფელ სხ--------ისა და სოფელ კვერეთის საზღვარზე მდინარე ჩიხურას ნაპირთან ტყეში არსებულ ფაცხაში; 18 საათზე წავიდნენ ზემოთაღნიშნულ ფაცხაში და დაიწყეს სუფრის გამზადება; 19 საათზე დაიწყეს ქეიფი, ერთ საათში, დაახლოებით 20 საათზე , როდესაც უკვე დაბინდებული იყო, სუფრასთან ერთად მივიდნენ თანასოფლელი აჩიკო ზაბახიძე, რომელსაც სწორი სახელი ამირანი ქვია და მას ახლდა ნაცნობი გიორგი დვალი; ასევე მათ მოყვა კიდევ ერთი ახალგაზრდა, გიორგი დვალის მეგობარი; გიორგი დვალი, ამირან (აჩიკო) ზაბახიძე და ანერი დეკანოიძე დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ღვინის დალევა; სუფრასთან დარჩნენ დაახლოებით მაქსიმუმ 40 წუთი , რის შემდეგაც სამივე ერთად წავიდა; ამირან (აჩიკო) ზაბახიძეს ეცვა შავი ფერის ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური და შორტი; 23 საათზე დაიშალნენ; გიორგი დვალს ხელი ქონდა შეხვეული; დაჭრის ფაქტზე საუბარი არ ყოფილა;

მოწმემ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე;

 

იხ. საქმის ფურცელი 191-194; ტომი

 

მოწმე გიორგი ზაბახიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს იყვნენ დაბადების დღეზე სოფელ კვერეთში, დაახლოებით 17 საათზე ავიდნენ; ელოდებოდნენ მეგობრებს; შემოუსხდნენ სუფრას, დაჯდომიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მივიდნენ აჩიკო ზაბახიძე და კიდევ ორნი; სუფრასთან გაჩერდნენ 30-40 წუთი და სამივე წავიდა, თვითონ დაიშალნენ საკმაოდ გვიან; საათები დაახლოებითია, ზუსტად შეიძლება აღარ ახსოვდეს, მას შემდეგ გასულია 6 თვე;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბესიკი მიქაუტიძემ (გამომძიებელი) აჩვენა, რომ მონაწილეობა მიიღო ა---------------ის დაკავებაში, მასთან ერთად იყვნენ გიორგი აბრამიშვილი და ალ---------ე ციცქიშვილი; დაკავებულმა დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა, წარადგინეს საჩხერის პოლიციაში;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ალ---------ე ციცქიშვილმა (გამომძიებელი) აჩვენა, რომ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ ბ-----------------ის დაჭრაზე ბრალდებული ა---------------ე იმყოფებოდა თბილისში; ჩავიდნენ, დააკავეს, განუმარტეს უფლება-მოვალეობები; შედგა ოქმი და გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში; ა---------------ემ დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე შოთა თათვიძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ ჩატარებულია დაზარალებულების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები მირიან და ბ-----------------ეების მიმართ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე; დადგენილებას თან ახლდა სამედიცინო დოკუმენტები; მირიან დეკანოიძის სხეულის დაზიანებები განვითარებულია მჭრელი საგნით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს; ბ-----------------ის მიმართ სხეულის დაზიანებები მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს, მიყენებული იყო რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნით, შეიძლება დანაც ყოფილიყო, ჭრილობა იყო გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, ორგანოები იყო დაზიანებული და ამდენად მძიმე ხარისხსისაა; ერთი ჭრილობა შედის გულმკერდის არეში და ასევე მუცლის ღრუში; ოპერაციის პროცესში იქნა დადგენილი, რომ დაზიანებული იყო მუცლის ღრუ;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ნინო ოსაძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, შემოწმდა მირიან და ბ-----------------ეების და ა---------------ის ტანსაცმელები; ბ-----------------ის ტანსაცმელზე დაზიანებები განვითარებულია მჭრელი ცალმხრივ-ლესული საგნით, ასევე დაკბილული საგნით, შესაძლებელია დანაც დაკბილული მონაკვეთით; მირიან დეკანოიძის ტანსაცმელზე დაზიანებები განვითარებულია მჭრელი საგნით, ხოლო ა---------------ის ტანსაცმელზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე თამარ ქვათაძემ (სკოლის მანდატური) აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან ახლოს; დაინახა ორი პიროვნება იწვა მიწაზე, სისხლიანი; გამოიძახა სასწრაფო, მანამდე გაუწია დახმარება; სანამ მივიდოდა, მამაკაცების ხმა ესმოდა; შორს ორი მამაკაცი გარბოდა; დაჭრილები მირიან და ბ-----------------ეები ყოფილან, განძრევის თავი არ ჰქონდათ, სისხლი სდიოდათ; ჭრილობებზე დაადო მაისურები; მირიანს დუნდული ჰქონდა დასერილი, ბერიკას ფერდი; სასწრაფოს ავტომანქანით ბერიკა გადაიყვანეს; მეორე დაჭრილი- მირიანი სხვა ა/მანქანით წაიყვანეს;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ბესიკი დეკანოიძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 ივლისს დაურეკეს და უთხრეს ძმა დაიჭრაო, განაცხადა რომ მეტი არაფერი არაა ცნობილი;

 

სსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ბესიკ დეკანოიძის მიერ გამოძიებაში მიცემული 25.07.2017 წლის ჩვენება: 2017 წლის 24 ივლისს დაახლოებით 19 საათზე გავიდა მეუღლის მშობლებთან სოფელ ი---–-----აში, სახლში მარტო მეუღლის ძმა დავით ენუქიძე იყო. დაახლოებით ნახევარ საათში მივიდა მეზობელი გიორგი ენუქიძე და უთხრა, რომ ბერიკა დაჭრეს ნაძვებში და საავადმყოფოში წასაყვანიაო; მწვანე ფერის "ვიტოს" მარკის ავტომანქანით წავიდნენ ნაძვებისკენ. გაყვნენ მეზობლები; სოფლის განაპირას მდებარე ნაძვებში დაინახეს, რომ დაბლა მინდორზე იწვნენ ძმა ბ-----------------ე და თანასოფლელი მირიან დეკანოიძე, რომელიც ასევე დაჭრილი აღმოჩნდა. . ბერიკას ჭრილობები ჰქონდა მარცხენა ფერდისკენ და საჯდომზე, დაჭრილებთან იმყოფებოდა ერთი ახალგაზრდა გოგო და ორი ასაკოვანი მამაკაცი; გოგო დაჭრილებს სისხლს წმენდდა და ნაჭრებს ადებდა ჭრილობებზე. დაახლოებით 2-3 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც მივიდა, რომლითაც ბერიკა საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს; ხოლო მისი ავტომანქანით მან და გიორგი ენუქიძემ მირიანი გადაიყვანეს იმავე საავადმყოფოში. მირიანს ეტყობოდა, რომ ჭრილობა აწუხებდა, ავტომანქანაში რამოდენიმეჯერ გონება დაკარგა; დაჭრასთან დაკავშირებით, რა მოხდა უცნობია; მოწმემ აღნიშნული ჩვენება დაადასტურა;

 

იხ. სისხლის სამართლის საქმე

 

მოწმე სპარტაკ დეკანოიძემ აჩვენა, რომ არის ბ-----------------ის მამა; 2017 წლის 24 ივლისს დაურეკა უფროსმა შვილმა და უთხრა ბერიკა ვერაა კარგად და საავადმყოფოშიაო; მივიდა საავადმყოფოში, სადაც მირიან დეკანოიძემ უთხრა, რომ იყვნენ დაჭრილები; ბერიკა მძიმე მდგომარეობაში იყო; მირიანმა უთხრა რომ ის და ბერიკა დაჭრა აჩიკო ზაბახიძემ;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ედუარდ შუბითიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ექიმ ქირურგად საჩხერის საავადმყოფოში; 2017 წლის 24 ივლისს მიიყვანეს ბერიკა და მირიან დეკანოიძეები ცალ-ცალკე; ბერიკა აიყვანეს საოპერაციოში და გაუკეთეს ოპერაცია; გამომძიებელს წარედგინა მათი ტანსაცმელი ცალ ცალკე და დაილუქა;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ჟანა თოდაძემ (გამომძიებელი) აჩვენა, რომ მის მიერ დაკითხული იქნა მოწმე ბესიკ დეკანოიძე;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ტარას წერეთელმა (გამომძიებელი) აჩვენა, რომ აღნიშნულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით დაათვალიერა სოფელ ი---–-----აში შემთხვევის ადგილი; ამოიღეს ორი სისხლისმაგვარი ლაქა; დანიშნა ექსპერტიზები და ამოიღო სამედიცინო დოკუმენტები; აიღო სისხლის ნიმუშები; ამოიღო გიორგი დვალის ა/მანქანა და დაკითხა მოწმეები; ნებაყოფლობით მიმდინარეობდა დაკითხვები, რაიმე კანონსაწინააღმდეგოს დაკითხვის დროს ადგილი არ ქონია;

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე გიორგი აბრამიშვილმა (გამომძიებელი) აჩვენა, რომ აღნიშნულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა მოწმეები; დაზარალებულად ცნო ბერიკა და მირიან დეკანოიძეები; ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები; შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი; ამოღებული იქნა ტანსაცმელი და დაინიშნა ექსპერტიზები; მოწმის სახით დაკითხა გიორგი დვალი და სხვა მოწმეებიც; მათ რაც განაცხადეს ის დააფიქსირა ოქმში; ა---------------ეს ქუთაისში ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება მანამდე ვიდრე დააკავებდნენ;

 

იხ.სასამართლო სხდომის ოქმი

 

ზემოთ ჩამოთვლილმა მოწმეებმა წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვისას მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მათი ჩვენებების უტყუარობის კიდევ ერთი ფაქტორია ( იხ. სისხლის სამართლის საქმე);

 

საქმეში არსებული 2017 წლის 24 ივლისის გამოძიების დაწყების აღრიცხვის და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათებით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოში 2017 წლის 24 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე N062240717002 დაწყებულია გამოძიება;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 1-3; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 25 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართულია ფოტოტაბულა) დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის - გამომძიებლის ტარასი წერეთლის მიერ 2017 წლის 25 ივლისს დათვალიერებული იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----აში ე.წ. „ნაძვნარის“ ტერიტორია და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება; შემთხვევის ადგილის აღმოსავლეთის მხარეს 23 მეტრის მოშორებით ესაზღვრება სოფლის საავტომობილო გზა, დასავლეთის მხარეს ესაზღვრება 16 მეტრის მოშორებით მინდორი და ნაძვნარი, ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს ესაზღვრება სიმინდის ყანები; შემთხვევის ადგილი არის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, მთლიანად არის დიდი მინდორი, სადაც განთავსებულია დიდი ზომის ნაძვის ხეები; შუა ადგილზე არის შენობის ბეტონის ნანგრევები, რომელზედაც თავში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტის ბათუ დეკანოიძის მიერ, რაც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში ლუქის N FC1399581, პაკეტის N1; აქედან ერთი მეტრისა და 35 სანტიმეტრის მოშორებით ნიადაგიდან (მინდვრიდან) ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რაც ასევე მოთავსებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პაკეტში ლუქის N FC1399582, პაკეტი N2; მოწმე თამარ ქვათაძის განმარტებით და მითითებით აღნიშნული შენობის ბეტონის ნანგრევებიდან 75 სანტიმეტრის მოშორებით, მინდორში იწვა ბ-----------------ე დაჭრილ მდგომარეობაში და იქედან ერთი მეტრის მოშორებით მინდორში იწვა მირიან დეკანოიძე დაჭრილ მდგომარეობაში; ასევე, მოწმე თამარ ქვათაძემ მიუთითა ადგილი სოფელ სავანის მხარეს საავტომობილო გზაზე, სადაც გარბოდა ორი ახალგაზრდა პიროვნება, რომელთაც მან შეხედა; შემთხვევის ადგილი დეტალურად იქნა დათვალიერებული, მაგრამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ნივთი, საგანი, კვალი ან სხვა რაიმე ნიმუში ამოღებული ვერ იქნა;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 11-22; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 25 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 25 ივლისს საჩხერე, გომართელის ქუჩა N17-ში მდებარე ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანებიდან ამოღებული იქნა: 1) პაციენტ ბ-----------------ის მუქი ყავისფერი შარვალი, რომელიც გაჭრი-–-- წინა მხრიდან მთელ სიგრძეზე, რაც ექიმის ე. შუბითიძის განმარტებით გაჭრეს სამედიცინო დახმარების გაწევის დროს; შარვალს ორივე მხარეს აქვს ელშესაკრავიანი ჯიბეები; ასევე უკანა მარჯვენა მხარეს აქვს ჯიბე; შარვალს უკანა მხარეს მარცხნივ შარვლის სარტყელიდან ქვემოთ 12 სანტიმეტრში აღენიშნება დაახლოებით 3 სმ-ის სიგრძის განაჭრელი ადგილი, ასევე 7 სმ-ში ქვემოთ აღენიშნება დაახლოებით 4 სმ-ის სიგრძის განაჭრელი; შარვალი დასვრი-–-- სისხლისმაგვარი ლაქებით; 2) წითელი ტრუსი გაჭრი-–-- სამედიცინო დახმარების გაწევის დროს, მარკაზე აწერია „LAKOSTE“; სარტყელთან 8 სმ-ში ქვემოთ აღენიშნება დაახლოებით 5 სმ-ის სიგრძის განაჭრელი დაზიანება, ასევე სარტყელთან 13 სმ-ში ზემოთ აღენიშნება დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძის განაჭრელი დაზიანება; 3) თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, რაზეც აღენიშნება მრავლობითი სისხლისმაგვარი მოწითალო ლაქები, მაისურის ბოლოში მარცხენა გვერდით მხარეზე აღენიშნება დაახლოებით 5 სმ-ის სიგრძის განაჭრელი ადგილი; 4) „NIKE“ ფირმის ბოტასები, ყავისფერი ქუდი, შავი წინდები, რაზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; ამოღებული ტანსაცმელი ერთად მოთავსდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით ერთ ფუთად, ფუთა N1;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 24-28; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 25 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 25 ივლისს საჩხერე, გომართელის ქუჩა N17-ში მდებარე ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანებიდან ამოღებული იქნა: 1) პაციენტ მირიან დეკანოიძის თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, რაზედაც აღენიშნება მრავლობითი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები; მაისურზე რამე დაზიანება არ აღენიშნება; 2) მუქი ლურჯი ფერის ტრუსი, რომელსაც სარტყელზე აწერია „adidas” , რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ტრუსის ზედა სარტყელიდან ქვემოთ აღენიშნება დაახლოებით 4 სმ-ის სიგრძის განაჭრელი ადგილი; 3) მოლურჯო მოყავისფრო ფერის შორტი, რაც გაჭრი-–-- წინა მხრიდან სამედიცინო დახმარების გაწევის დროს; შარვალზე აღენიშნება მრავლობითი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები; გაჭრილი ადგილის კიდეზე აქვს განივად განაჭრელი ადგილი დაახლოებით 2 სმ სიგრძის; ასევე მეორე მხარეს შიდა სარჩულზე აქვს განაჭრელი ადგილი დაახლოებით 4 სმ სიგრძის; ამოღებული ტანსაცმელი ერთად მოთავსდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით ერთ ფუთად, ფუთა N1;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 30-34; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 26 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ივლისს, საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, მირიან დეკანოიძის ორგანიზმიდან - მარცხენა ხელის ვენიდან, მისი თანხმობით, მედდა ნონა სამხარაძის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში 2მგ-ის ოდენობით, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 88-91; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 26 ივლისს საჩხერე, გომართელის ქუჩა N22-ში მდებარე საჩხერის რაიონული სამმართველოს შენობაში ა---------------ისაგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რაც სავარაუდოდ ეცვა 2017 წლის 24 ივლისს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს: 1) შავი ფერის უსახელო „ბრეტელებიანი“ მაისური, რომელსაც წინა მხარეს შუა ადგილზე თეთრად აწერია „adidas“ და ბრეტელებზე ორივე მხარეს აქვს მოვერცხლისფრო ზოლები, ასევე მაისურის საყელოზე აქვს იარლიყი წარწერით „adidas“ , ასევე წარმოადგინა შავი ფერის შორტი, რომელსაც მარცხენა ტოტზე ბოლოში აწერია „adidas“ მარჯვენა ტოტზე კი „COMACOOL”, შორტს ჯიბეები არ აქვს, ორივე გვერდზე აქვს სამ-სამი თეთრი ზოლი, აღნიშნული ტანსაცმელი ერთად მოთავსდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით ერთ ფუთად, ფუთა N1;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 98-100; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 26 ივლისს საჩხერე, გომართელის ქუჩა N22-ში მდებარე საჩხერის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული ეზოში, მოწმე გიორგი დვალისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი „მიცუბიშის“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა სახ.№ENE-897, რაც მოთავსებული იქნა საჩხერე, გომართელის ქუჩა N22-ში მდებარე საჩხერის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 107-111; ტომი 1;

 

საქმეში არსებული ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან 2017 წლის 23 ივლისს შედგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N9360, ფორმა N100/ა და რენტგენოლოგიური დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ივლისს პაციენტ გიორგი დვალს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის III თითის ფალანგის ღრძობა-დაჭიმულობა, რაზეც ჩაუტარდა პირველადი დახმარება, გაუკეთდა იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით და გაეწერა ბინაზე დანიშნულებით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 127-135; ტომი 1;

 

საქმეში არსებული ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან 2017 წლის 24 ივლისს შედგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N9410 და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 ივლისს მირიან დეკანოიძეს აღენიშნებოდა დიდი ზომის ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა დუნდულოს არეში, კუნთების მასიური დაზიანებით, ჭრილობიდან ინტენსიური სისხლდენით;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 163-208; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 28 ივლისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 26 ივლისს საჩხერე, გომართელის ქუჩა N17-ში მდებარე ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან ამოღებული იქნა ბ-----------------ის (პ/ნ 38001043361) ავადმყოფობის ისტორია „57“ ფურცლად, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 219-223; ტომი 1;

 

საქმეში არსებული ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან 2017 წლის 24 ივლისს შედგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N9410 და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 ივლისს ბ-----------------ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები ორთავე დუნდულოს არეში, ტრამვული ჰემორაგიული შოკით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 224-284; ტომი 1;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 28 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ივლისს, საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ბ-----------------ის ორგანიზმიდან - მარცხენა ხელის ვენიდან, მისი თანხმობით, მედდა მზია სისვაძის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში 5მგ-ის ოდენობით, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა საჩხერის შს რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/16 ლუქის ბეჭდით;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 286-289; ტომი 1;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ივლისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N004368617 დასტურდება, რომ ა---------------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 290-292; ტომი 1;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N004442317 დასტურდება, რომ ბ-----------------ეზე მიყენებული დაზიანებები ორთავე დუნდულოს არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო დაზიანება თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის და ელენთის დაზიანებით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 2-4; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან გაცემული ცნობებით N710-26.07.17წ; N718 - 27.07.17წ; 28.07.17წ; 30.07.17წ; N729-31.07.17წ; N739-01.08.17წ; 02.08.17წ; 03.08.17წ; 07.08.17წ; დასტურდება, რომ პაციენტი ბ-----------------ე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში და მისი დაკითხვა შეუძლებელია;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N004440717 დასტურდება, რომ მირიან დეკანოიძეზე მიყენებული დაზიანებები: დიდი ზომის ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა დუნდულოს არეში კუნთების მასიური დაზიანებით ინტენსიური სისხლდენა ჭრილობიდან - განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 5-7; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 აგვისტოს საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს საჩხერე, გომართელის ქუჩა N22-ში მდებარე საჩხერის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დათვალიერებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზა, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ძებნის ფუნქციონალში შეყვანილი იქნა ბ-----------------ის პერსონალური მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბ-----------------ის სახელზე შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნა, შესაბამისად იგი ვერ სარგებლობს იმუნიტეტითა და რაიმე საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის; დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა და საქმეს დაერთო ძებნის შედეგები ერთ ფურცლად;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 34-36; ტომი 2;

 

საქმეში არსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ნაწარმოები ფარული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს 11:58 საათიდან 2017 წლის 11 აგვისტოს 12:55 საათამდე ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების ერთერთ პალატაში განხორციელდა პაციენტ ბ-----------------ესთან საუბრების და სატელეფონო საუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 72-98; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 16 სექტემბერს 10 საათსა და 20 წუთზე საჩხერის რაიონული სასამართლოს N11/დ-10-17წ. განჩინების საფუძველზე, რა დროსაც დათვალიერებული იქნა ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების რეანიმაციულ პალატაში პაციენტ ბ-----------------ესთან განხორციელებული საუბრების და სატელეფონო საუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერები, რაც დატანი-–-- 22 ცალ ARITA DVD-R დისკზე ( N15 ს; 15/1 ს; 15/2 ს; 15/3 ს; 15/4 ს; 15/5 ს; 15/6 ს; 15/7 ს; 15/8 ს; 15/9 ს; 15/ 10 ს; 15/11 ს; 15/12 ს; 15/13 ს; 15/14 ს; 15/15 ს; 15/16 ს; 15/17 ს; 15/18 ს; 15/19 ს; 15/20 ს; 15/21 ს) და დალუქულია ორ პაკეტად; აქედან 15/ 10 ს დისკის დათვალიერებით (ასევე კრებსით) დასტურდება, რომ ბ-----------------ე სატელეფონო საუბრისას ასახელებს, რომ დაჭრი-–-- ვინმე აჩიკო ზაბახიძის მიერ;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 99-112; ტომი 2;

 

საქმეში არსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ნაწარმოები ფარული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 15/10 ს ჩანაწერის დისკი დამუშავებული და გაშიფრულია კრებსის სახით, სადაც ბ-----------------ე სატელეფონო საუბრისას ასახელებს, რომ დაჭრი-–-- ვინმე აჩიკო ზაბახიძის მიერ;

 

აღნიშნული ჩანაწერი ამ ნაწილში სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა სახელმწიფო ბრალმდებელმა;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 116-118; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის და ექსპერტ ალ---------ე დონაძის მიერ 2017 წლის 16 აგვისტოს მოწმე გიორგი დვალის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმე გიორგი დვალს გამომძიებლის მიერ ხმამაღლა წაეკითხა თავისი მ/წლის 26 ივლისს და მ/წლის 16 აგვისტოს შედგენილი დაკითხვის ოქმები, სადაც ის დეტალურად აღწერს მ/წლის 23 და 24 ივლისს მომხდარ ფაქტებს, რომლებიც შეეხება მისი, ასევე ბერიკა და მირიან დეკანოიძეების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს. დაკითხვის ოქმების წაკითხვის შემდეგ გიორგი დვალს წინადადება მიეცა დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მისი ეს ჩვენებები. ჩვენებების წაკითხვისა და დაზუსტების შემდეგ გიორგი დვალმა მიუთითა სოფელ ი---–-----აში მდებარე საფეხბურთო მინი მოედნის წინამდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, სადაც მ/წლის 23 ივლისს ბ-----------------ესთან მოუვიდა კამათი, ასევე მიუთითა ახლომდებარე ტერიტორიაზე მამა ზოსიმეს საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კამათის შემდეგ იმავე დღეს სცემა ბ-----------------ემ, რის შედეგადაც ხელზე მიიღო დაზიანება, მანვე მიუთითა ქ.საჩხერეში სს „ საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლკლინიკური გაერთიანების“ ადმინისტრაციული შენობის ეზოში მთავარ შესავლელთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან ადგილზე, სადაც მ/წლის 23 ივლისს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ შეხვდა სოფელ სხ--------ში მცხოვრებ მეგობარს აჩიკო (ამირან) ზაბახიძეს, ამის შემდეგ მანვე მიუთითა ადგილზე სოფელ სხ--------ში , სოფ.სხ--------ის საჯარო სკოლის წინამდებარე ტერიტორიაზე გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ადგილზე, სადაც აღნიშნული ინციდენტის მეორე დღეს, მ/წლის 24 ივლისს დაახლოებით 12 საათზე შეხვდა აჩიკო ზაბახიძეს და უამბო წინა დღით, მ/წლის 23 ივლისს სოფ. ი---–-----აში ბ-----------------ესთან მომხდარი ჩხუბის შესახებ, ამის შემდეგ მანვე მიუთითა ქ. საჩხერეში მდებარე 9 აპრილის სახელობის სკვერზე და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სოფ.სხ--------იდან წამოსვლის შემდეგ აჩიკო ზაბახიძესთან ერთად თავისივე მიცუბიში-ჯუნიორის მარკის სახ-ფო N ENE-897 ავტომანქანით მივიდა აღნიშნულ სკვერთან, საიდანაც , რამოდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ის და აჩიკო ზაბახიძე წავიდნენ ზემოთხსენებული ავტომანქანით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.სავანეში , საიდანაც საჩხერეში 9 აპრილის სახელობის სკვერში წამოიყვანეს მეგობარი საჩხერეში მცხოვრები გიორგი ებრალიძე და მიუთითა სოფელ სავანეში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ადგილზე, საიდანაც წამოიყვანეს გიორგი ებრალიძე, აღნიშნულის შემდეგ გიორგი დვალმა მიუთითა ადგილზე სოფელ ი---–-----აში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ადგილზე რესტორან „ჩაგეხუტეს“ ქვემოთ დაახლოებით 150-200 მეტრში და განმარტა,რომ სწორედ ამ ადგილზე ჩაისვეს მისი მეგობარი ანერი დეკანოიძე ავტომანქანაში, რომელიც მათ გზაზე ელოდებოდა და წავიდნენ ბ-----------------ის ფერმისკენ და მიუთითა აღნიშნული ფერმის გადასახვევზე რესტორან „ჩაგეხუტეს“ მოპირდაპირე მხარეს, მან ასევე მიუთითა ადგილზე ბ-----------------ის ქათმების ფერმის შენობის წინ გზაზე, სადაც აჩიკო ზაბახიძემ გააჩერა ავტომანქანა და მიუთითა ადგილზე, სადაც ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეხვდნენ ბ-----------------ეს და მის თანმხლებ პირებს. მანვე ფერმიდან მიუთითა დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე მდებარე ადგილზე ე.წ „ნაძვებზე“ , სადაც მომხდარის გასარკვევად წავიდნენ ფეხით, „ნაძვებში“ კი მიუთითა ადგილზე მიწაში არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ნანგრევების ახლოს წინ, სადაც მისივე განმარტებით იდგნენ თავად და ბ-----------------ე პირისპირ კამათის დროს, მათ ახლოს კი აჩიკო ზაბახიძე და ბ-----------------ის თანმხლები ერთი პირი იდგა, სადაც შეკამათდნენ და იჩხუბეს , ასევე მიუთითა იმავე ადგილზე საიდანაც დაინახა რომ აჩიკო ზაბახიძეს ჩხუბის დროს ხელში ეკავა დანა და იქნევდა, ამის შემდეგ მიუთითა მიმართულებაზე ნაძვებიდან მინდორზე გამავალ გზაზე რა მიმართულებითაც ჩხუბის შემდეგ წამოვიდნენ უკან, მიუთითა ფერმასთან მათი ავტომანქანის დგომის ადგილზე, სადაც ჩასხდნენ ავტომანქანაში და წამოვიდნენ საჩხერის მიმართულებით.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 138-150; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2018 წლის 18 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის და ექსპერტ ალ---------ე დონაძის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს მოწმე ანერი დეკანოიძის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმე ანერი დეკანოიძეს გამომძიებლის მიერ ხმამაღლა წაეკითხა თავისი მ/წლის 25 ივლისს , 27 ივლისს და 18 აგვისტოს შედგენილი გამოკითხვის ოქმები, სადაც ის დეტალურად აღწერს მ/წლის 23 და 24 ივლისს მომხდარ ფაქტებს, რომლებიც შეეხება ბერიკა და მირიან დეკანოიძეების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს. გამოკითხვის ოქმების წაკითხვის შემდეგ ანერი დეკანოიძეს წინადადება მიეცა დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მისი ეს ჩვენებები. ჩვენებების წაკითხვისა და დაზუსტების შემდეგ ანერი დეკანოიძემ მიუთითა სოფელ ი---–-----აში მდებარე საფეხბურთო მინი მოედნის წინამდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, სადაც მ/წლის 23 ივლისს იმყოფებოდა გიორგი დვალთან ერთად, რომელსაც ბ-----------------ესთან მოუვიდა კამათი, გაზის სადენ მილთან, ასევე მიუთითა ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარე მამა ზოსიმეს საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე მიმდებარე მინდორზე ტყიან ადგილზე, სადაც კამათის შემდეგ ბ-----------------ემ სცემა გიორგი დვალი, რის შედეგადაც გიორგი დვალმა ხელზე მიიღო დაზიანება, აღნიშნულის შემდეგ ანერი დეკანოიძემ მიუთითა ადგილზე, სოფელ ი---–-----აში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ადგილზე რესტორან „ჩაგეხუტეს“ ქვემოთ დაახლოებით 150-200 მეტრში და განმარტა,რომ სწორედ ამ ადგილზე ელოდებოდა და ჩაუჯდა იგი გიორგი დვალის კუთვნილ მიცუბიში-ჯუნიორის მარკის სახ-ფო N ENE-897 ავტომანქანაში აჩიკო ზაბახიძეს, გიორგი დვალს და გიორგი ებრალიძეს და წავიდნენ ბ-----------------ის ფერმისკენ და მიუთითა აღნიშნული ფერმის გადასახვევზე რესტორან „ჩაგეხუტეს“ მოპირდაპირე მხარეს, მან ასევე მიუთითა ადგილზე ბ-----------------ის ქათმების ფერმის შენობის წინ გზაზე, სადაც აჩიკო ზაბახიძემ გააჩერა ავტომანქანა და მიუთითა ადგილზე, სადაც ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეხვდნენ ბ-----------------ეს და მის თანმხლებ პირებს. მანვე ფერმიდან მიუთითა დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე მდებარე ადგილზე ე.წ „ნაძვებზე“ , სადაც მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით საკითხის გასარკვევად წავიდნენ ფეხით ყველანი, „ნაძვებში“ კი მიუთითა ადგილზე მიწაში არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ნანგრევების წინ, სადაც მისივე განმარტებით იდგნენ და საქმეს არკვევდნენ ერთმანეთში გიორგი დვალი და ბ-----------------ე ერთმანეთის პირისპირ, სადაც მისივე განმარტებით მათ სიახლოვეს ბ-----------------ის გვერდით უკან იდგა მირიან დეკანოიძე დაახლოებით ერთ მეტრში, ბ-----------------ესა და გიორგი დვალის გვერდით თითქმის მათ შუაში იდგა აჩიკო ზაბახიძე, რა ადგილზეც ოთხივე მათგანმა იჩხუბა, ასევე მიუთითა აღნიშნული ადგილიდან ქვემოთ დაახლოებით 4-5 მეტრში მდებარე ადგილზე სადაც მისივე განმარტებით იდგა თავად მოჩხუბრებისგან მოშორებით, თუმცა თავად ჩხუბში არ ჩარეულა და როდესაც გაიგონა დაძახილი დანა აქვსო, გაიქცა, ამის შემდეგ მიუთითა მიმართულებაზე ნაძვებიდან მინდორზე გამავალ გზაზე, რა მიმართულებითაც ჩხუბის დროს გამოიქცა უკან, მიუთითა ფერმასთან გიორგი დვალის ავტომანქანის დგომის ადგილზე, სადაც თავად , გიორგი დვალი , აჩიკო ზაბახიძე და გიორგი ებრალიძე ჩასხდნენ ავტომანქანაში და წამოვიდნენ ქ. საჩხერის მიმართულებით. საიდანაც თავად, გიორგი დვალი და აჩიკო ზაბახიძე ერთად წავიდნენ სოფელ სხ--------ში მიხეილ კირვალიძის დაბადების დღეზე, გიორგი ებრალიძე კი დატოვეს ქ.საჩხერეში;

 

საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მოწმის კანონიერი წარმომადგენელი ბესიკი დეკანოიძე;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 161-171; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 04 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის და ექსპერტ ბათუ დეკანოიძის მიერ 2017 წლის 04 სექტემბერს მოწმე მირიან დეკანოიძის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმე მირიან დეკანოიძეს გამომძიებლის მიერ ხმამაღლა წაეკითხა თავისი მ/წლის 26 ივლისს და 04 სექტემბერს შედგენილი დაკითხვის ოქმები, სადაც ის დეტალურად აღწერს მ/წლის 24 ივლისს მომხდარ ფაქტს, რომელიც შეეხება ბ-----------------ის და თავად მირიან დეკანოიძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს. დაკითხვის ოქმების წაკითხვის შემდეგ მირიან დეკანოიძეს წინადადება მიეცა დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მისი ეს ჩვენებები. ჩვენებების წაკითხვისა და დაზუსტების შემდეგ მირიან დეკანოიძემ მიუთითა სოფელ ი---–-----აში მდებარე ბ-----------------ის ქათმების ფერმის შენობის წინ გზაზე, სადაც ამირან (აჩიკო) ზაბახიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანა და მიუთითა ფერმის წინ ღობესთან ადგილზე, სადაც ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეხვდნენ ანერი დეკანოიძეს, ამირან (აჩიკო) ზაბახიძეს, გიორგი დვალს და მის თანმხლებ პირს. მანვე ფერმიდან მიუთითა დაახლოებით 300-400 მეტრის მანძილზე მდებარე ადგილზე ე.წ „ნაძვებზე“ , სადაც წინა დღით მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით საკითხის გასარკვევად წავიდნენ ფეხით ყველანი, „ნაძვებში“ კი მიუთითა ადგილზე მიწაში არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ნანგრევების ახლოს, სადაც მისივე განმარტებით იდგნენ და საქმეს არკვევდნენ ერთმანეთში გიორგი დვალი და ბ-----------------ე ერთმანეთის პირისპირ, სადაც მისივე განმარტებით მათ სიახლოვეს ბ-----------------ის გვერდზე, დაახლოებით ერთ მეტრში იდგა თავად , ბ-----------------ესა და გიორგი დვალის გვერდით კი თითქმის მათ შუაში იდგა ამირან (აჩიკო) ზაბახიძე, რა ადგილზეც მოხდა ჩხუბი და ა---------------ემ დანით დაჭრა თავად მირიან დეკანოიძე და ბ-----------------ე, ასევე მიუთითა იმავე ადგილზე სადაც დაჭრის შემდეგ ძირს დაეცნენ თავად და ბ-----------------ე, ამის შემდეგ მიუთითა მიმართულებაზე ნაძვების ზედა მხარეს, ნაძვებიდან მინდორზე გამავალ გზაზე, რა მიმართულებითაც დაჭრის შემდეგ ავტომანქანით წამოიყვანეს საავადმყოფოში.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 179-185; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ 2017 წლის 07 სექტემბერს მოწმე გიორგი ენუქიძის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმე გიორგი ენუქიძეს გამომძიებლის მიერ ხმამაღლა წაეკითხა თავისი მ/წლის 25 ივლისს და 27 ივლისს შედგენილი დაკითხვის ოქმები, სადაც ის დეტალურად აღწერს მ/წლის 24 ივლისს მომხდარ ფაქტს, რომელიც შეეხება ბ-----------------ის და თავად მირიან დეკანოიძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს. დაკითხვის ოქმების წაკითხვის შემდეგ გიორგი ენუქიძეს წინადადება მიეცა დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მისი ეს ჩვენებები. ჩვენებების წაკითხვისა და დაზუსტების შემდეგ გიორგი ენუქიძემ მიუთითა სოფელ ი---–-----აში მდებარე ბ-----------------ის ქათმების ფერმის შენობის წინ გზაზე, სადაც ამირან (აჩიკო) ზაბახიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანა და მიუთითა ფერმის წინ ღობესთან ადგილზე, სადაც ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეხვდნენ ანერი დეკანოიძეს, ამირან (აჩიკო) ზაბახიძეს, გიორგი დვალს და მათ თანმხლებ პირს. მანვე ფერმიდან მიუთითა დაახლოებით 300-400 მეტრის მანძილზე მდებარე ადგილზე ე.წ „ნაძვებზე“ , სადაც წინა დღით მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით საკითხის გასარკვევად წავიდნენ ფეხით ყველანი, „ნაძვებში“, მიუთითა მიმართულებაზე რა მიმართულებიტაც ავიდნენ ნაძვებში, ე.წ „ნაძვებში“ კი მიუთითა ადგილზე მიწაში არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ნანგრევების ახლოს, სადაც მისივე განმარტებით იდგნენ და საქმეს არკვევდნენ ერთმანეთში გიორგი დვალი და ბ-----------------ე ერთმანეთის პირისპირ სადაც მისივე განმარტებით მათ სიახლოვეს დაახლოებით ხუთი მეტრის მანძილზე იდგა თავად და მიუთითა ხსენებული ადგილი, საიდანაც დაინახა,რომ ბ-----------------ის გვერდით ახლოს დაახლოებით ერთ მეტრში იდგა ამირან ( აჩიკო) ზაბახიძე ,რომელსაც ხელში ეჭირა დანა , რომელიც რამდენჯერმე დაარტყა ბ-----------------ეს სხეულზე, მიუთითა აღნიშნული ადგილიდან მიმართულებაზე სიმინდის ყანისკენ, რა მიმართულებითაც გაიქცა ბ-----------------ის დაჭრის შემდეგ, რადგან შეეშინდა თავადაც არ დაეჭრა ამირან (აჩიკო) ზაბახიძეს.

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 204-212; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ ჩატარებული იქნა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა მირიან დეკანოიძემ წარდგენილი ოთხი პიროვნების ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული ა---------------ე, რომელმაც 2017 წლის 24 ივლისს დაახლოებით 19 საათზე სოფელ ი---–-----აში ე.წ „ნაძვებში“ ჩხუბის დროს დანით დაჭრა ის და მისი მეგობარი ბ-----------------ე;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 214-219; ტომი 2;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 07 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებლის გიორგი აბრამიშვილის მიერ ჩატარებული იქნა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მოწმე გიორგი ენუქიძემ წარდგენილი ოთხი პიროვნების ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული ა---------------ე, რომელმაც 2017 წლის 24 ივლისს დაახლოებით 19 საათზე სოფელ ი---–-----აში ე.წ „ნაძვებში“ ჩხუბის დროს დანით დაჭრა მირიან და ბ-----------------ეები;

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 221-227; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) დასკვნით N005040717 დასტურდება, რომ 1) პაკეტში წარწერით „ა---------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ უსახელოწებო მაისურსა (ობ. N1,2) და შორტზე (ობ. N4) აღმოჩნდა ადამიანის ბიოლოგიური მასალა; ობ. N1-ისა და ობ N2,4) გენეტიკური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს და განსხვავდება მირიან დეკანოიძისა (ობ. N14; პაკეტი წარწერით „მირიან დეკანოიძიდან აღებული სისხლის ნიმუში“) და ბ-----------------ის (ობ.N15; პაკეტი წარწერით „ბ-----------------იდან აღებული სისხლის ნიმუში“) გენეტიკური პროფილებისგან ამავე მაისურზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.N3) სისხლი არ აღმოჩნდა;

 

2) პაკეტში წარწერით „მირიან დეკანოიძის ტანსაცმელი“, მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N5), მთლიანობადარღვეულ შორტსა (ობ. N6) და ქვედა საცვალზე (ობ. N7) არსებული მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. N7 -ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მირიან დეკანოიძეს (ობ. N14); ობ. N5,6-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა სავარაუდოდ დნმ-ის დეგრადაციის გამო;

 

3) პაკეტში წარწერით „ბ-----------------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N8), შორტზე (ობ. N9) ქვედა საცვალზე (ობ. N10), ქუდზე (ობ. N11), წინდასა (ობ. N12) და ბოტასზე (ობ. N13) არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. N8,11,13 -ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-----------------ეს (ობ. N15); ობ. N10-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა სავარაუდოდ დნმ-ის დეგრადაციის გამო;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 249-255; ტომი 2;

 

საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N0050754017 დასტურდება, რომ ს.ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანებიდან გაცემული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9360-ი ასლით, ამავე საავადმყოფოს ცნობა N9360-ით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ირკვევა, რომ მოქალაქე გიორგი დვალმა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.07.17წ. 21:10 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 22:40 სთ-ზე დიაგნოზით: ღრძობა დაჭიმულობა ცდომით, მარცხენა მტევნის მე-2 თითის ნებ ფალანგის სახსრის ღრძობა დაჭიმულობა;

 

27.07.17წ. 02:20 და 02:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გიორგი დვალის სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის ოქმში);

 

თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ი. ავაზაშვილის მიერ 01.09.2107 წ. ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე ტრამვული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს;

 

იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 256-259; ტომი 2;

 

სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ტრასოლოგიური დასკვნით N0074514417 დასტურდება, რომ 1) „ბ-----------------ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან, (მაისური, შორტი, ტრუსი, ქუდი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მაისურზე, შორტზე და ტრუსზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია მჭრელი დაკბილული მონაკვეთი; ქუდს, ერთ წყვილ წინდას, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება;

 

2) „მირიან დეკანოიძის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან, (მაისური, შორტი, ტრუსი,) შორტზე და ტრუსზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია მჭრელი დაკბილული მონაკვეთი; მაისურს დაზიანება არ აღენიშნება;

 

იხ. ს.ს. საქმე ტომი 3;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის და ბრალდებულის პოზიციას მისი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ისეთი გონივრული ფაქტი ან ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საფუძველი ბრალდებულის უდანაშაულობის სრულად გაზიარებისა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს ა---------------ემ 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით ბ-----------------ეს მიაყენა შემავალი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ასევე ჭრილობები მარჯვენა და მარცხენა დუნდულების მიდამოებში. დაზიანებები – ორთავე დუნდულის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; დაზიანება – თორაკოაბდომინალური ჭრილობა დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის და ელენთის დაზიანებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

ასევე 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი---–-----ის ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას მომხდარი ჩხუბის დროს, ა---------------ემ დანის გამოყენებით მი-----------------ეს მარცხენა დუნდულების არეში მიაყენა შემავალი ჭრილობები, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ა---------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;

 

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

ამდენად, ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებს, ბრალდებულ ა---------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მიმართებაში სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენი-–-- პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ამირან ზაბახიზემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;

 

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა;

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება; დანაშაულის არ აღიარება და დუმილის უფლება ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებაა;

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა---------------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი გარემოებების ( დამამძიმებელი გარემოებები არაა დადგენილი) გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომით- თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა 09 (ცხრა) თვის ვადით (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით -თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული შავი ფერის "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა, სახ N ENE897, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს გიორგი დვალს (პN38001046483);

 

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მირიან დეკანოიძის და ბ-----------------ის სისხლის ნიმუშები, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება -გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული ბ-----------------ის ტანსაცმელი, კერძოდ: მუქი ყავისფერი ე.წ "შორტი", წითელი ფერის ტრუსი, თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, „NIKE” -ის ფირმის ბოტასები, ყავისფერი ქუდი და შავი ფერის ერთი წყვილი წინდა; რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბ-----------------ეს (პN38001043361);

 

ნივთმტკიცება - ა---------------ის შავი ფერის უსახელო ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური და შავი ფერის შორტი; რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ბრალდებულ ა---------------ის ოჯახს;

 

ნივთმტკიცება - მირიან დეკანოიძის თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი ფერის ტრუსი, მოლურჯო-მოყავისფრო შორტი, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მირიან დეკანოიძეს (პ/ნ 38001039693);

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 199-ე, 200-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული ა---------------ე (პ/ნ 38--------8) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა---------------ეს საბოლოოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

 

მსჯავრდებულ ა---------------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დღიდან დაკავებისა-2017 წლის 13 ოქტომბრის 02 საათისა და 35 წუთიდან; მსჯავრდებული ა---------------ე მოთავსებულ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

3. მსჯავრდებულ ა---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;

 

5. ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული შავი ფერის "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა, სახ N ENE897, რაც დალუქული სახით ინახება საცხერის შს რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს გიორგი დვალს ( პN38001046483);

 

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მირიან დეკანოიძის და ბ-----------------ის სისხლის ნიმუშები, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ნივთმტკიცება -გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული ბ-----------------ის ტანსაცმელი, კერძოდ: მუქი ყავისფერი ე.წ "შორტი", წითელი ფერის ტრუსი, თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, „NIKE” -ის ფირმის ბოტასები, ყავისფერი ქუდი და შავი ფერის ერთი წყვილი წინდა, რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ბ-----------------ეს (პN38001043361);

 

ნივთმტკიცება - ა---------------ის შავი ფერის უსახელო ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური და შავი ფერის შორტი; რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა---------------ის ოჯახს;

 

ნივთმტკიცება - მირიან დეკანოიძის თეთრი ფერის შავზოლებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი ფერის ტრუსი, მოლურჯო-მოყავისფრო შორტი რაც დალუქული სახით ინახება საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მირიან დეკანოიძეს ( პ/ნ 38001039693) ;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა N3)

 

მოსამართლე დავით კეკენაძე