გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210017002170992
№2/833-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.02.2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ნათია ლუტიძე
მოსარჩელე: სს ,,ლ---------------–-”;
წარმომადგენლები: ვა-–---ი ი------,მოპასუხეები: გ--------------------, ვ----------------ე, ი-------------;
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს-გ--------------------ს, ი-------------- და ვ------------------ სოლიდარულად დაეკისროს სს ”ლ---------------–-ს” სასარგებლოდ ძირითადი 3771.45 ლარი, პროცენტი 400.01 ლარი, ჯარიმა ძირითადზე 206,45 ლარი, ჯარიმა პროცენტზე 89.19 ლარი, ჯამში 4467.1 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
2015 წლის 19 ნოემბერს ს.ს.”ლ---------------–--” და გ--------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემულ იქნა სესხი 8000 (რვაათასი) ლარი 24 თვის ვადით (სესხის ხელშეკრულება ლც/ა 97773 2015 წლის 19 ნოემბერი).
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები ს.ს. ”ლ---------------–-” , ვ------------------ა და ი-------------- შორის. გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მაგრამ მსესხებელმა სოლ. მოვალეებმა არ შეასრულეს. მიუხედავად გრაფიკით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა, სს ”ლ---------------–-ს” მხრიდან არაერთგზის იქნა გაფრთხილებული როგორც მსესხებელი, ასევე სოლიდარული მოვალეები თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე. მოპასუხეებს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ: ძირითადი 3771.45 ლარი, პროცენტი 400.01 ლარი, ჯარიმა ძირითადზე 206,45 ლარი, ჯარიმა პროცენტზე 89.19 ლარი, ჯამში 4467.1 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეების პოზიცია.
2.1 მოპასუხე გ--------------------- წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, 2543.93 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ გადაიხდის ეტაპობრივად.
2.2 მოპასეხეებს ვ------------------ა და ი-------------- საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადებულან, შესაბამისად, მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ს.ს ”ლ---------------–--” და გ--------------------ს შორის 2015 წლის 19 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება ლც/ა 97773 2015 წლის 19 ნოემბერი.
3.2. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები ს.ს ”ლ---------------–-”, ვ------------------ა და ი-------------- შორის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები ს.ს ”ლ---------------–--” და ვ----------------ე ლც/ც/704617, ი------------- ლც/ც 704618 გაფორმებული 2015 წლის 18 ნოემბერი.
3.3. დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა შეტყობინება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება #133 და #193 საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური 000431572; 000285906; გ--------------------
-შეტყობინება #135 და #195 საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური 000431573; 000285914 ვ----------------ე;
-შეტყობინება #1345 და #194 საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური 0010431574; 000285907ი-------------
3.4. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით არ ყოფილა შეთანხმება პროცენტზე ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება ლც/ა 97773 2015 წლის 19 ნოემბერი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ”ლ---------------–-ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 891-ე, 902-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
- მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა გ--------------------- წარმოადგინა შესაგებელი, ხოლო მოპასუხეებმა ვ----------------ემ და ი-------------მ არ წარმოადგინეს შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულებად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.6. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, 2015 წლის 19 ნოემბერს ს.ს.”ლ---------------–--” და მოპასუხე გ--------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N ლც/ა/97773, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემულ იქნა სესხი 8000 (რვაათასი) ლარი 24 თვის ვადით (სესხის ხელშეკრულება ლც/ა 97773 2015 წლის 19 ნოემბერი). გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები ს.ს. ”ლ---------------–-” , ვ------------------ა და ი-------------- შორის.
დადგენილია, რომ მსესხებელმა და თავდებმა პირებმა დავალიანება არ დაფარეს საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს ძირი თანხა 3771.45 ლარს, პროცენტი 400.01 ლარს, ჯარიმა ძირითადზე 206,45 ლარს.
6.8. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების მე-6 თავით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით ჯარიმაზე (პროცენტზე) მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------–-ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების თანხიდან ძირი თანხის 3771.45 ლარის, პროცენტის - 400.01 ლარის, ჯარიმის ძირზე- 206.45 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვას 89.19 (ჯარიმა პროცენტზე) ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს გიო------ი გი------ძეს , ვ------------------ა და ი-------------- მოსარჩელე სს ”ლ---------------–-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 130 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ლ---------------–-ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს გ--------------------ს (პ/ნ 2----------), ვ------------------ა (პ/ნ 2----------) და ი-------------- (პ/ნ 2----------) მოსარჩელე სს ,,ლ---------------–-ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხიდან ძირი თანხის 3771.45 ლარის, პროცენტის - 400.01 ლარის, ჯარიმის ძირზე- 206.45 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 130 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე სს ,,ლ---------------–-” (ს/კ 2--------) უარი ეთქვას 89.19 (ჯარიმა პროცენტზე) ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი