განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2018
საქმის ნომერი
140100118002252405
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002252405

N1/13-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

14.02.2018 წელი ქ. გ----ი

 

გ----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი

 

ბრალდებული - ნ-------- თ-------ს ძე ბ-------ე, დაბადებული 1--- წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----ის რაიონი, ს------–- ს---–---ი.

 

კვალიფიკაცია

 

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 ნოემბერს, ღამის საათებში, ნ-------- ბ-------ემ, ჯიხურის კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია გ----ის რაიონის სოფელ ს---–---ში მდებარე შპს ,,ღ---------------------–--ს“ კუთვნილ სადარაჯო ჯიხურში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ღ---------------------–--ს“ კუთვნილ კუთხოვან საჭრელ მანქანას, ხელის ელექტრო ხერხს და ოთხ ცალ პოლიეთილენის ფირს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 669,10 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზემოაღნიშნული ქმედებით ნ-------- ბ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ნ-------- ბ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგ----ც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგ----ც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დადასტურებულია ნ-------- ბ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ნ-------- ბ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ბ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - გ--------------–---–-ს, ვ-–ა ხ------–---–ის, ზეინაბ შ--–--–---–-ს, გ------- ბ-------ის, ნ-------- ბ-------ის და ტ-------------ს გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, ნივთის გახსნისა და დათვალიერების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------- ბ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-------- ბ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

რაც შეეხება ნ-------- ბ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ნ-------- ბ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგ----იის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში და ითანამშრომლა გამოძიებსასთან, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორცეილებას. ნ-------- ბ-------ე სისტემატურად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ მართლაც გულწრფელად ნანობს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ნ-------- ბ-------ე არის 47 წლის, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, იღებს საარსებო შემწეობას და სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებული სხვა შეღავათებით.

 

სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, ამ ეტაპზე, ნ-------- ბ-------ის საზოგადოებისაგან იზოლირება აშკარად უსამართლო იქნებოდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ნ-------- ბ-------ის მიმართ მიზანშეწონილია გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი. სასამართლოს აზრით, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მოხდის ამგვარი წესი შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეღავათი დამაფიქრებელი იქნება ნ-------- ბ-------ისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხის ელექტრო ხერხი, კუთხოვანი საჭრელი მანქანა, ოთხი ცალი პოლიეთილენის ფირი, გატეხილი ბოქლომი და გასაღები უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, ხოლო სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 53-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ნ-------- ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

3. მსჯავრდებულ ნ-------- ბ-------ეს დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. მსჯავრდებულ ნ-------- ბ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ხის ელექტრო ხერხი, კუთხოვანი საჭრელი მანქანა, ოთხი ცალი პოლიეთილენის ფირი, გატეხილი ბოქლომი და გასაღები დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს;

 

· სუნის ნიმუშები განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გ----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე