გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
120310017002239024
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2239024-3/217-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

15 თებერვალი 2018 წელი ქ. ა---––--ე

 

ა---––--ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე თ-----------–---–-

მოპასუხე _ ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი-თ---------–---–---–-, პ-------------

მესამე პირი-ს--–-----–---–------

 

დავის საგანი: ქმედების განხორციელებისა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

მოსარჩელე _ ე----------–-–---–-

მოპასუხე _ ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი-თ---------–---–---–-, პ-------------

მესამე პირი-ნ---------------

 

დავის საგანი: ქმედების განხორციელებისა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელე -თ-----------–---–-.

2017 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელე თ-----------–---–მა სარჩელით მომართა ა---––--ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა:

- დაევალოს მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს მოსარჩელის მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით.

-დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე.

-მოსარჩელეს აუნაზღაურდეს ს------------–-------------–- მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული განაცდური ხელფასი 560 ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე, ხოლო 2018 წლის იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხდეს თვეში 700 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა. იხ.ტ.III.სფ.44).

 

-დაევალოს მოპასუხეს აუნაზღაუროს მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის(ს------------–-------------–-) თანამდებობისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხა 560.00 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე თ-----------–---–- მუშაობდა ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------------–-------------–-, ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2----–-–---------------------------------- მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ.

 

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება.

 

იმ თანამდებობაზე, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა მობილობის წესით ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გადმოყვანილი იქნა უფრო დაბალი კატეგორიის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

 

ქ. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელის შეფასება იყო ,,კარგი“. მოსარჩელეს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილით მიმართა ა---––--ის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.

 

ა---––--ის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილზე პასუხი მიიღო 2017 წლის 05 დეკემბერის N-- წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 დეკემბრის Nგ---- წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

მოსარჩელის მეუღლე -ზ------------------–---–ი არის პარტია ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრი და 2017 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ამავე პარტიიდან იყო მაჟორიტარი კანდიდატი.

 

201- წელს მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტიდან მოსარჩელის მეუღლის დის გათავისუფლება, ვინაიდან 201- წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მოსარჩელის მეუღლე გახდა საკრებულოს წევრი პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“

 

მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე(ს------------–-------------–-) მუშაობის დროს შეადგენდა 560 ლარს.

 

2017 წლის 1- ნოემბერს ა---––--ის საკრებულოს მიერ N- დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების თანახმად, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (ს------------–-------------–-) თანამდებობრივი სარგო შეადგენს 560 ლარს.

 

მოსარჩელეს ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი-დ--------------------–---–-.

 

1.2. ა---––--ის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მომართა ე----------–-–---–მა მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა;

-დაევალოს მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით;

 

- დაევალოს მოპასუხე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მისი დანიშვნის თაობაზე.

 

-მოსარჩელეს აუნაზღაურდეს კ--------------–-----–---- საკითხებში მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის განსაზღვრული განაცდური ხელფასი 560 ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრამდე, ხოლო 2018 წლის იანვრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხდეს თვეში 700 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა. იხ.ტ.III.სფ.182).

 

-დაევალოს მოპასუხეს ასევე აუნაზღაუროს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის (წერილებისა და კადრების საკითხებში) თანამდებობისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხა 560 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ე----------–-–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე წერილების და კადრების საკითხებში, ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანებით მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება.

იმ თანამდებობაზე, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა მობილობის წესით ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გადმოყვანილი იქნა ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს------------–-------------–-.

 

ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელის შეფასება იყო ,,კარგი“. მოსარჩელეს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება.

მოსარჩელემ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილით მიმართა ა---––--ის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილზე პასუხი მიიღო 2017 წლის 05 დეკემბერის N-- წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 1- დეკემბრის Nგ---- წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე(წერილებისა და კადრების საკითხებში) მუშაობის დროს შეადგენდა 540 (ხუთასს ორმოც) ლარს.

2017 წლის 1- ნოემბერს ა---––--ის საკრებულოს მიერ N- დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების თანახმად, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (წერილებისა და კადრების საკითხებში) თანამდებობრივი სარგო შეადგენს 560 ლარს.

 

ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ა---––--ის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები: №2239024-3/217-18წ. (მოსარჩელე თ-----------–---–-, მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მესამე პირი ს--–-----–---–------,) და N2238752-3/216-18წ (მოსარჩელე ე----------–-–---–-, მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მესამე პირი ნ--------------- გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმის ნომრად მიენიჭა №2239024-3/217-18წ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თ-----------–---–-ს სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე თ-----------–---–-ს მიმართ განხორციელდა ყველა პროცედურა რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ა---––--ისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-II დადგენილების შესაბამისად გაუქმდა ქ.ა---––--ის და ა---––--ის მუნიციპალიტეტები და მათ ნაცვლად შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის საშტატო ნუსხაც განისაზღვრა ახლადშექმნილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით.

ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხის შევსება ძირითადად განხორციელდა ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების პროფესიული საჯარო მოხელეებით. აღსანიშნავია რომ მობილობის პროცესში გათვალისწინებული იქნა „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N-17 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგებიც. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული მობილობა შეუძლებელი გახდა, რის შემდეგადაც ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს რათა დამატებით ყოფილიყო მოძიებული მობილობის გარეშე დარჩენილ მოხელეთა საპირწონე ვაკანტური თანამდებობები. აღნიშნული თანამდებობების მოწოდების შემდგომ ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილობის განსახორციელებლად წერილობით მიმართა იმ უწყებას სადაც იყო ვაკანტური თანამდებობა, რაზედაც უარი ეთქვათ.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად მოხელის მობილობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, როგორც საჯარო დაწესებულების, ასევე თავად მოხელის თანხმობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი მობილობა სხვა თანამდებობაზე.

ამ დროისათვის მოხელეს ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე, რის შემდეგაც განხორციელდა მისი რეზერვში ჩარიცხვა(სურვილის შესაბამისად) და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიცია მობილობის წესის შესაბამისად იქნა შევსებული და აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ არის. მოსარჩელეს კი შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მას შემდეგ, როდესაც მოხად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების ლიკვიდაცია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მოსარჩელე ახლადშექმნილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობას(მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს------------–-------------–-), რომლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 560 ლარით, არ იკავებდა. ამასთან მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძველზე, მობილობის შეუძლებლობის გამო, რის გამოც შეუძლებელია მოსარჩელის აღდგენა იმ თანამდებობაზე სადაც არასოდეს უმუშავია.

რაც შეეხება პრემიას შესაძლებელია გაიცეს დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელე მითითებულ პერიოდში არ იკავებდა რაიმე თანამდებობას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და შესაბამისად მის მიერ ვერ განხორციელდებოდა ასეთი სამუშაოს შესრულება, რაც შესაძლებელი იქნებოდა გამხდარიყო პრემიის მიღების საფუძველი.

ფაქტობრივ გარემოებეთან მიმართებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე თ-----------–---–- მუშაობდა ლიკვიდირებული ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე საორგანიზაციო საკითხებში.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N-------------

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. ახალ შტატებზე პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკომპლექტდა.

ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ მოსარჩელე შეფასდა ,,კარგი“ შეფასებით.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოვიდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი, რომელზეც კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა სათანადო პასუხი.

 

2.2. მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ე----------–-–---–-ს სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ „გორის, ამბლორაულის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ა---––--ისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 – IIს დადგენილების შესაბამისად, გაუქმდა ქალაქ ა---––--ის და ა---––--ის მუნიციპალიტეტები და მათ ნაცვლად, შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის საშტატო ნუსხაც განისაზღვრა ახლადშექმნილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით.

ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხის შევსება განხორციელდა ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე მობილობის გზით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში აღნიშნული მობილობა შეუძლებელი გახდა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს განხორციელებული შეფასების შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო შეფასება „კარგი“. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ „ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N-17 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი წესის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგი. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე და მის შესაბამისად განხორციელდა ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის ვაკანტური საშტატო ერთეულების შევსება მობილობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები, თუმცა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო, ვერ განხორციელდა მისი მობილობა სხვა თანამდებობაზე.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელე რომლის მობილობაც ვერ განხორცილედა ირიცხება მოხელეთა რეზერვში, ამასთან ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. აქედან გამომდინარე მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა-ამორიცხვის საკითხებს აწესრიგებს სწორედ აღნიშნული უწყება საჯარო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიცია, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული მობილობის წესის შესაბამისად იქნა შევსებული, შესაბამისად აღნიშნული თანამდებობა არ არის ვაკანტური, მოსარჩელე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძველზე მობილობის შეუძლებლობის გამო იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, აქედან გამომდინარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელის მოთხოვნა.

მოსარჩელე ახლადშექმნილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობას(მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კადრებისა და წერილების საკითხებში) რომლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 560 ლარით, არ იკავებდა, შესაბამსად არ არსებობს მისი თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

პრემიას შესაძლებელია გაიცეს დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელე მითითებულ პერიოდში არ იკავებდა რაიმე თანამდებობას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და შესაბამისად მის მიერ ვერ განხორციელდებოდა ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც შესაძლებელი იქნებოდა გამხდარიყო პრემიის მიღების საფუძველი.

მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა დაწესებულების ლიკვიდაციის საფუძველზე, მობილობის შეუძლებლობის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის სრული დაცვით.

ფაქტობრივ გარემოებეთან მიმართებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე ე----------–-–---–- მუშაობდა ლიკვიდირებული ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე წერილებისა და კადრების საკითხებში.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N-------------

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, ახალ შტატებზე პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადმოყვანილი იქნენ შესაბამისი პირები, ხოლო მოსარჩელესთან მიმართებით ვერ განხორციელდა მობილობა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო.

ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ მოსარჩელე შეფასდა, როგორც ,,კარგი“.

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოვიდა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი, რომელზეც კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა სათანადო პასუხი.

 

3. მესამე პირი.

 

3.1. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ს--–-----–---–------, რომელსაც სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.

 

3.2. ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნ---------------, რომელსაც სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.

 

4.ფაქტობრივი გარემოებები:

 

4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე თ-----------–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------------–-------------–-.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (ტ.II. სფ.7).

შესაგებელი (ტ.II.სფ.97).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №65 06 (ტ.II. სფ.35-36).

 

4.1.2. მოსარჩელე ე----------–-–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე წერილების და კადრების საკითხებში, ხოლო 2015 წლის 30 იანვრიდან დაკისრებული ქონდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის უფროსის მოვალეობის შესრულება აპარატის უფროსის სამსახურში დაბრუნებამდე, არაუმეტესს 2015 წლის 25 ივლისისა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი(ტომი.I. ს.ფ.7),- შესაგებელი (ტომი.I. ს.ფ.1-1),- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №1- (ტომი.I. ს.ფ 58).

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2016 წლის 09 თებერვლის ბრძანება (ტომი.I. ს.ფ 60).

 

4.1.3. თ-----------–---–ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელე თ-----------–---–-ს შეფასება იყო ,,კარგი -შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (ტ.II. სფ.7).

შესაგებელი (ტ.II.სფ.97).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგები (ტ.II. სფ.29-30).

-შრომის წიგნაკი(ტ.II. სფ.45-50).

 

4.1.4. ე----------–-–---–ს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ქ.ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელე თ-----------–---–-ს შეფასება იყო ,,კარგი -შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი(ტომი.I. ს.ფ.7),- შესაგებელი (ტომი.I. ს.ფ.1-1),-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგები (ტომი.I. ს.ფ.30-31),-შრომის წიგნაკი(ტომი.I. ს.ფ.68-74).

 

4.1.5. საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №--- დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ა---––--ე და ა---––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ა---––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ა---––----

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №--- დადგენილება

 

4.1.6. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანებით საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე ე----------–-–---–-ს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2----–-–-------------------ნ მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №1-( ტ.I.ს.ფ.19)

 

4.1.7. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

--ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №29 (ტ.I.ს.ფ 21)

 

4.1.8. საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2----–-–---------------------------------- თ-----------–---–- 01 დეკემბრიდან მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე განთავისუფლდა დაკავებულ თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №1-( ტ. II.ს.ფ.19).

 

4.1.9. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 19 დეკემბრის N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №28( ტ. II.ს.ფ.20).

 

4.1.10. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილება( ტ. III.ს.ფ.1--1-).

 

4.1.11. საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილით მიმართა ა---––--ის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 დეკემბრის Nგ---- და 2017 წლის 1- დეკემბრის N----- წერილებით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით მოიძია ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გაუგზავნა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 17 ნოემბრის N----- მიმართვა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს.( ტ. II.ს.ფ. 31)

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის Nგ----( ტ. II.ს.ფ. 34)

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 1- დეკემბრის N-----.(ტ. I. ს.ფ.22)

 

4.1.12. ა---––--ის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის N----- წერილზე პასუხი მიიღო 2017 წლის 05 დეკემბერის N-- წერილით, როდესაც უკვე გამოცემული იყო ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, რომელი ბრძანებაც შემდეგ მათ მიერვე ბათილად იქნა ცნობილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 05 დეკემბრის N-- წერილი (ტ. II.ს.ფ. 24-28)

 

4.1.13. მოსარჩელე თ-----------–---–ს ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი-დ--------------------–---–-.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა (ტ. II.ს.ფ. 51)

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, რა დროსაც ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა შტატები არ შემცირებულა, ამასთან რამდენიმე შტატი დარჩა ვაკანტური, რადგან საკრებულოს აპარატის ერთი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან არჩეული იქნა მაჟორიტარ დეპუტატად, ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს მერიაში, ხოლო თ-----------–---–- და ე----------–-–---–- ფაქტობრივად გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, ასევე შტატების ფუნქციონალური დანიშნულება არ გაუქმებულა და ფაქტობრივად არც შეცვლილა, რადგან ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–---------–-------- დადგენილებით საშტატო ნუსხაში მითითებულია: მესამე რანგის -საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ს------------–-------------–-; მესამე რანგის -საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-წერილებისა და კადრების საკითხებში;

 

ქ. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N-- დადგენილებით საშტატო ნუსხაში მითითებულია: მესამე რანგის -პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-წერილებისა და კადრების საკითხებში; მესამე რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ს------------–-------------–-;

 

ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში მითითებულია: მესამე რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ს------------–-------------–-; მესამე რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ს------------–-------------–-;

 

მესამე რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში. მესამე რანგის -მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-წერილებისა და კადრების საკითხებში, რითაც დასტურდება გაერთიანებამდე არსებული საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობის პირთა ფუნქციები არ გაუქმებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.I. სფ.2-8).

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვა ე----------–-–-ილისადმი(ტ.1.სფ.20)

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2----–-–---------–-------- დადგენილება(ტ.I. სფ.40-41).

 

- ქ. ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N-- დადგენილება(ტ.III. ს.ფ 15-16).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილება (ტ.III.ს.ფ.1--1-).

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის დადგენილება N11 (ტ.I.ს.ფ.35-39).

- ქალაქ ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 1- ივლისის დადგენილება N3 (ტ.I.ს.ფ44-48)

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის დადგენილება N5 (ტ.I.ს.ფ.53-57).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას. სხდომის ოქ. .Cd. დისკი).

 

4.2..2. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე თ-----------–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------------–-------------–- და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება ბრძანებით აღნიშნული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა, დარჩა.

 

ა---––--ის მუნიციპალიტეტის აპარატის საკრებულოს მესამე რანგის საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს--–-----–---–------ მობილობის წესით დაინიშნა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (ტ.II. სფ.7).

შესაგებელი (ტ.II.სფ.97).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №65 06 (ტ.II. სფ.35-36).

-2017 წლის 12 დეკემბრის N52 ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვა თ-----------–---–ს(ტ.II. ს.ფ. 23)

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 05 დეკემბრის N-- მიმართვა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს(დანართებით)( ტ.2.ს.ფ.24-28)

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილება( ტ.1. ს.ფ.49-50),-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანება N7(ტ.III. სფ.180).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანება N37(ტ.III. სფ.181).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას. სხდომის ოქ. .Cd. დისკი).

 

4.2.3. მოსარჩელე ე----------–-–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე წერილების და კადრების საკითხებში და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით მოხდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება ბრძანებით აღნიშნული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა დარჩა, არც ფუნქციონალური დანიშნულება შეცვლილა და აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქ ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უგროსი სპეციალისტი -ს------------–-------------–- ნ--------------- მობილობის წესით დაინიშნა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კადრებისა და წერილების საკითხებში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (ტ.I. სფ.2-8).

შესაგებელი (ტ.II.სფ.97).

- - ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №1- (ტომი.I. ს.ფ 58).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2016 წლის 09 თებერვლის ბრძანება (ტომი.I. ს.ფ 60).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 05 დეკემბრის N-- მიმართვა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს(დანართებით)( ტ.2.ს.ფ.24-28)

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 05 დეკემბრის N-- მიმართვა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს(დანართებით)( ტ.1.ს.ფ.27-29)

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილება( ტ.1. ს.ფ.49-50),-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანება N10(ტ.III. სფ.178).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანება N31(ტ.III. სფ.179).

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის დადგენილება N-(ტ.3 .ს.ფ.1--1-).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას. სხდომის ოქ. .Cd. დისკი).

 

4.2.4. ე----------–-–---–- და თ-----------–---–- 2017 წლის 01 დეკემბრამდე ასრულებდნენ თავიანთ სამსახურეობრივ მდგომარეობას, ხოლო 2----–-–-------------------ნ ფაქტობრივად განთავისუფლდნენ დაკავებულ თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №1-( ტ.I.ს.ფ.19).

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №1-( ტ. II.ს.ფ.19).

მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას. სხდომის ოქ. .Cd. დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნები: დაევალოს მოპასუხე ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს მოსარჩელეთა მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით.

-დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა მითითებულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

-დაევალოს მოსარჩელეებს აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასის ანაზღაურება და საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხა, გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

 

ამავე კოდექსის მუხლი 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 3-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 

- დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-----------–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მე-3 რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს------------–-------------–-, ხოლო ე----------–-–---–- მუშაობდა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე წერილების და კადრების საკითხებში, შესაბამისად წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მოქმედება.

 

7.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის" 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შეწყმა, რაც დასტურდება საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №--- დადგენილებით, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქი ა---––--ე და ა---––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ა---––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ა---––--ე, შესაბამისად ადგილი არ ქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულების წარმოშობა არ ხდება, ამასთან სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიციირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამავე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ამავე დადგენილების მეშვიდე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

7.3. სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებას ვერ მისცემს იმ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, რომელთა საფუძველზე ე----------–-–---–- და თ-----------–---–- განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შემდეგ აღნიშნული აქტები ბათილად იქნა ცნობილი მისივე გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს და ცილდება მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ტრანსფორმირებად ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ სასამართლო დამატებით მაინც აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 35-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

 

ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებას ვერ მისცემს ა---––--ის მუნიციპალიტეტის აპარატის საკრებულოს მესამე რანგის საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ს--–-----–---–------ მობილობის წესით დანიშნვას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

7.4. ე----------–-–---–ს და თ-----------–---–ს უარი უნდა ეთქვას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავალდებულებაზე, რომ მათ მიმართ განახორციელონ მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" პირველი და მეორე ნაწილის თანახმად პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.

 

ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე.

 

ამავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება.

 

ამავე დადგენილების 4-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

ამავე დადგენილების 11-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შტატები არათუ შემცირდა, არამედ რამოდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგან ერთი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან არჩეული იქნა მაჟორიტარ დეპუტატად, ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს მერიაში, ხოლი თ-----------–---–- და ე----------–-–---–- ფაქტობრივად გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, ამასთან არ მომხდარა საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება, შესაბამისად მოსარჩელეთა მიმართ მობილობის განხორციელების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან მობილობა უკავშირდება შტატების შემცირებას და მობილობას ექვემდებარება, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ მობილობის მიმართებაში 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მეორე მუხლის მესამე ნაწილის მითითებას, რომლის თანახმად ,,2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში" აღნიშნული მუხლი არეგურირებს იმ პირებების სამართლებრივ ურთიერთობას, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან განთავისუფლდნენ მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად შტატების შემცირების გამო და დაექვემდებარენ მობილობის განხორციელების პროცედურას, ამასთან საჯარო მოხელეთა საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების/მობილობის განხორციელების და დანიშვნის მოთხოვნები და წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილებით ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ".

 

7.5. ე----------–-–---–ს და თ-----------–---–ს უარი უნდა ეთქვას ასევე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის, რომ ე----------–-–---–ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის (წერილებისა და კადრების საკითხებში) თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დაკისრებაზე და თ-----------–---–ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დაკისრებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2017 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მეორე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატები უნდა გაიცეს საჯარო დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პრემია ეს არის დანამატი/წახალისება, რომელიც პირს ეძლევა შესრულებული სამუშაოს ჯეროვანი და კეთილსინდისიერად შესრულების გამო, რადგან პირი შესაძლებელია მუშაობდეს დაწესებულებაში, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მას პრემია არ მიეცეს, ხოლო თუ პირის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო დაწესებულებასთან, კანონიერად თუ უკანონოდ აღნიშნულს გარემოებას მნიშვნელობა არ აქვს მას ვერ მიეცემა პრემია, რადგან ის განთავისუფლების შემდეგ რეალურად ვერ შეასრულებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც ე----------–-–---–-, ასევე თ------------–---–ი 2017 წლის 01 დეკემბერს ფაქტობრივად განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მათ სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილი ქონდა დაწესებულებასთან, რის გამო მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მოპასუხისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის დაკისრებაზე.

 

7.6. უნდა დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/თავჯდომარეს გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ე----------–-–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(წერილებისა და კადრების საკითხებში) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე და ასევე უნდა დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/თავჯდომარეს გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი თ-----------–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბერი №417დადგენილების ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" მეექვსე მუხლის თანახმად შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო.

 

ამავე დადგენილების 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები;

ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ როგორც ე----------–-–---–-ს, ასევე თ-----------–---–-ს შეფასება იყო ,,კარგი -შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 107-ე მუხლის განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლების, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

ამავე კანონის 108-ე მუხლის განსაზღვრავს საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლო საფუძვლებს, როდესაც მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს და ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება;

 

ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

მითითებული მუხლების დეფინიიციდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი- შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" 4-ე მუხლის თანახმად მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად რადგან სახეზე არ იყო შტატების შემცირება, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება მოსარჩელეები დაექვემდებარებინათ მობილობის პროცედურისათვის არ ქონდათ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შტატები არათუ შემცირდა, არამედ რამოდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგან ერთი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რადგან არჩეული იქნა მაჟორიტარ დეპუტატად, ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს მერიაში, ხოლი თ-----------–---–- და ე----------–-–---–- ფაქტობრივად გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, ამასთან არ მომხდარა საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება, შესაბამისად მოსარჩელეები 2017 წლის პირველ დეკემბერს ფაქტობრივად განთავისუფლდენ დაკავებული თანამდებობიდან და არ დაინიშნეს დაკავებულ თანამდებობაზე ისე, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი- შტატების შემცირება მათი განთავისუფლება/არ დანიშვნის.

 

ამასთან გარემოება, რომ მოსარჩელები ფაქტობრივად 2017 წლის 01 დეკემბერს განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან დადასტურებულია არა მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ სამსახურეობრივ მოვალებას ასრულებდნენ 2017 წლის 01 დეკემბრამდე და მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება, არამედ ასევე დადასტურებულია ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 01 დეკემბრის N1- და N1- ბრძანებებით, რომელთა მიხედვით საჯარო სამსახურის ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე ე----------–-–---–- და თ-----------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2----–-–-------------------ნ (აღნიშნული ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი მისივე გამომცემი ორგანოს/თანამდებობის პირის), მაშინ როდესაც ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1- ნოემბრის N- დადგენილებით განისაზღვრა ა---––--ის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა, ნ--------------- 2017 წლის 28 ნოემბრიდან დაინიშნა, ხოლო ს--–-----–---–------ 2017 წლის 24 ნოემბერს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 1--ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

 

ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.

 

ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

 

ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად

ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლო ყოველივე აღნიშნული საფუძველზე დამატებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის საწინააღმდეგოდ, რადგან მოსარჩელები ფაქტობრივად გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და არ დანიშნა სამსახურში, როდესაც კანონმდებლობა მათ გათავისუფლებას კრძალავდა, რადგან სახეზე არ იყო, როგორც საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული საფუძველი, უფრო მეტიც აღნიშნული ქმედებით მოპასუხე მხარემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული შრომის უფლება, რის გამოც უნდა დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მის უფლებამოსილ თანამდებობის პირს-საკრებულოს თავჯდომარეს, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 31-ე მუხლის აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომ გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები ე----------–-–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(წერილებისა და კადრების საკითხებში) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე.

 

რაც შეეხება თ-----------–---–ს სასამართლო გარდა ზემოაღნიშნულისა დამატებით განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 116-ე მუხლის თანახმად მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-----------–---–ს ყავს სამ წლამდე ასაკის შვილი, საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №--- დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ა---––--ე და ა---––--ის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ა---––--ის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ა---––--ე, სახეზეა ორი დაწესებულების შერწყმა და შესაბამისად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 116-ე მუხლის თანახმად იმ შემთხვევაშიც თუ ადგილი ექნებოდა შტატების შემცირებას, რასაც მოცემული შემთხვევაში ადგილი არ ქონდა, კანონი კრძალავდა მის განთავისუფლებას/არ დანიშვნას საჯარო სამსახურში, ამასთანა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას, შესაბამისად

უნდა დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/შესაბამისს უფლებამოსილ პირს საკრებულოს თავჯდომარეს გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი თ-----------–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე.

 

7.7. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118.-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მათი საჯარო სამსახურში დანიშვნის თაობაზე, ამიტომ უნდა მოხდეს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ე----------–-–---–-სათვის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2----–-–-------------------ნ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და უნდა მოხდეს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თ-----------–---–-სათვის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2----–-–-------------------ნ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7.8. ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მითითებას, რომ მათი განთავისუფლება მოხდა პოლიტიკური დისკრიმანაციის მიზნით, რადგან დისკრიმინაციის დადგენა დავის საგანი არ ყოფილა და ამასთან მხოლოდ მითითება მისი/ან მისი ოჯახის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობაზე, მტკიცებულებათა გარეშე ვერ გახდება საფუძველი ფაქტობრივი გარემოების-პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენის.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს კანონის ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ" მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟისგან, ამიტომ თ-----------–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-1- მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ე----------–-–---–-ს და თ-----------–---–- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ე----------–-–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(წერილებისა და კადრების საკითხებში) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე.

 

3. მოხდეს ე----------–-–---–-სათვის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2----–-–-------------------ნ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. ე----------–-–---–ს უარი ეთქვას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავალდებულებაზე, რომ მის მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის (წერილებისა და კადრების საკითხებში) თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის 560 (ხუთასსამოცი) ლარის დაკისრებაზე.

 

5. დაევალოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი თ-----------–---–-ს ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) ან ტოლფასს თანამდებაზე დანიშვნის თაობაზე.

 

6. მოხდეს თ-----------–---–-სათვის ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად(ს------------–-------------–-) თანამდებობისათვის განკუთვნილი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2----–-–-------------------ნ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. თ-----------–---–ს უარი ეთქვას ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავალდებულებაზე, რომ მის მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილის წესისა და პროცედურების დაცვით და ა---––--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის III რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობებისათვის საახალწლოდ პრემიის სახით გაწერილი თანხის 560 (ხუთასსამოცი) ლარის დაკისრებაზე.

 

8. თ-----------–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

9. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ა---––--ის რაიონული სასამართლოს (ქ. ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია