გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2018
საქმის ნომერი
100210117002056122
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210117002056122

2/191-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25.01.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს------- ბ--------–---–ი

წარმომადგენელი: ნ-----–---- კ-----ა

მოპასუხეები: ლ-–- თ-------ი, ს----- ს--------ე

წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი

 

დავის საგანი: ქორწინებაში შეძენილი ქონების გაყოფა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე ს------- ბ--------–---–მა -(პ/ნ 5---------- მის, ჭ---------, სოფელი წ---------–-) მოპასუხეების - ლ-–- თ-------ის ( პ/ნ 5----------) და ს----- ს--------ის (პ/ნ 5----------) მიმართ, მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების გაყოფა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მასსა და მოპასუხე ლ-–- თ-------ს შორის შეწყდა ქორწინება ( საფუძველი საჩხერის რაიონული სასამართლოს 14.03.2017წ დაუსწრებელი გადაწყვეტილება), თუმცა ქონების გაყოფა არ მომხდარა.

 

მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე გეგმავდა რა განქორწინებას, წინასწარ დადო თვალთმაქცური გარიგება ნასყიდობის ხელშეკრულება თავის სიძესთან ს----- ს--------ესთან, რათა ქონების გაყოფის საკითხის წარმოშობის შემთხვევაში , მოსარჩელეს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ედავა აღნიშნულ ქონებაზე. მოსარჩელის განმარტებით ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მოიცავს შემდეგს: ავტომანქანა „ მერსედეს ბენც 220E , სახ, ნომ L---101 ტექ, პასპორტი SV0044597 გ/წ 1992. ვინ.კოდი-WOB1240221B8-----, ფერი -ვარდისფერი მუქი 2/4 რეგ. თარიღი 25.02.2014წ. და საცხოვრებელი ბინა, მდებარე : ქალაქი თ---–---, სოფელი დიღომი, ქუჩა სტრაბინის, N16 ს/კ 01.72.14.0--.4--.0-.02.5--. სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ლ-–- თ-------ის მიერ გასხვისებულია ხსენებული ავტომანქანა, რის გამოც აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში მოთხოვნა ჩამოყალიბდა შესაბამისად.

მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 28 ივლისს ლ-–- თ-------სა და ს----- ს--------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის-ს/კ0-.72.14.0--.4--.0-.02.5-- ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნას მოსარჩელე.

ლ-–- თ-------ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხის ნახევარი-1500 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ლ-–- თ-------მა, სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული გარიგება ( ნასყიდობა) არ არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური და არც სხვა განზრახვით დადებული, რაზედაც ხელშეკრულებაში მითითებული თანხაც ადასტურებს. მოჩვენებითი და თვალთმაქცური რომ ყოფილი თანხაც ( ქონების ღირებულების) შედარებით ნაკლებს ჩაწერდნენ. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ქონების გაყიდვის შესახებ და ისიც ცნობილი იყო, რომ თანხის ნაწილით გავისტუმრეთ თანაცხოვრების დროს აღებული ვალები. თანხის ნაწილი გამოყენებულ იქნა მოსარჩელის მკურნალობისათვის, რომელიც წლებია ესაჭიროება, ოჯახის საჭიროებისათვის, მათი შვილის რევაზ თ-------ის აღზრდა-განვითარებისთვის, რომელიც მასთან იმყოფება აღსაზრდელად და სჭირდება მოვლა-პატრონობა. მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელემ წაიღო ქორწინების განმავლობაში მის მიერ მისთვის შეძენილი ნივთები და ოქროს სამკაულები, რაზეც პრეტენზია არ აქვს. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ როდესაც ბინა შეიძინეს აღებული ჰქონდა ვალი და რადგანაც ვერ შეძლეს ვალის დაბრუნება, იძულებული გახდა მოპასუხე გაეყიდა ბინაც და ავტომობილიც. მოპასუხე ლ-–- თ-------ის განმარტებით, მისთვის გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც არის სრულიად უსაფუძვლო. ხელშეკრულებების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არის მოჩვენებით დადებული.

მოპასუხე ლ-–- თ-------ი შესაგებელში მიუთითებს, რომ თანაცხოვრების პერიოდში აღებული აქვს საბანკო ვალდებულებები, რომელსაც იხდის თავად.

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ იცოდა ქონების გასხვისების შესახებ და კიდევაც ეთანხმებოდა. ასევე იცოდა, რომ გასხვისების შედეგად მიღებული თანხა როგორ გამოიყენეს. მოპასუხე ლ-–- თ-------ის განმარტებით მოსარჩელესა და მის შორის გასაყოფი ქონება არ არსებობს.

3.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ს----- ს--------ემ სადაც მოითხოვა სარჩელის უარყოფა . იგი განმარტავს . რომ კანონით დადგენილი წესით შეიძინა ქონება, გადაიხადა საფასური და დაარეგისტრირა თავის სახელზე. აღნიშნული გარიგება, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური ყოფილიყო სხვის სახელზე გადააფორმებდა ქონებას. თავად სარგებლობს აღნიშნული ქონებით, არის კეთილსინდისიერი შემძენი. მოსარჩელემ იცოდა, რომ ქონება შეიძინა ნამდვილად და არა მოსაჩვენებლად და პრეტენზია არ ჰქონდა. სხდომაზე ს----- ს--------ე განმარტავს, რომ მას სახლის ასაშენებლად ჰქონდა ფული და სწორედ ამ ფულით შეიძინა ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ლ-–-ს შესთავაზა თანხის სესხება, მან არ ინდომა სესხი და განმარტა, რომ მას ეს ბინა უნდა გაეყიდა. გაუგებარია რატომ ითხოვს მოსარჩელე მისი კუთვნილი ქონებიდან წილს, მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის დაცვით არის დადებული მათი ქორწინების განმავლობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 14.03.2017წ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ს------- ბ--------–---–სა და მოპასუხე ლ-–- თ-------ს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით. მათ ქორწინებაში შეეძინათ ერთი შვილი-2000 წლის 10 მაისს დაბადებული რევაზ თ-------ი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მამის-ლ-–- თ-------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში მამასთან ერთად. დადგენილია, რომ ს------- ბ--------–---–მა განქორწინების გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ 2018 წლის 18 მარტს დატოვა ქმრის საცხოვრებელი, რასაც თვითონაც ადასტურებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.17-24)

- ცნობა(ს.ფ.123)

- ცნობა(ს.ფ.17-24)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით ლ-–- თ-------ის სახელზე ირიცხება ავტომანქანა „ მერსედეს ბენც 220E , სახ, ნომ L---10- ტექ, პასპორტი SV0044597 გ/წ 1992. ვინ.კოდი-WOB1240221B8-----, ფერი -ვარდისფერი მუქი 2/4 რეგ. თარიღი 25.02.2014წ. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ლ-–- თ-------ის სახელზე უკვე არავითარი ავტომანქანა არ ირიცხებოდა. ლ-–- თ-------ის განმარტებით მან აღნიშნული ავტომანქანა გაასხვისა 1500 ა.შ.შ. დოლარად განქორწინების შემდეგ..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა (ს.ფ. 46)

- ცნობა (ს.ფ. 25)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- თ-------მა 2014 წლის 1 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე : ქალაქი თ---–---, სოფელი დიღომი, ქუჩა სტრაბინის, N16 ს/კ 0-.72.14.0--/4--.0-/02/5--. 38,66 კვადრატული მეტრი, მშენებარე. უძრავი ქონების შეძენისათვის ბანკიდან აღებული იქნა ვალი. აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 28 ივლისს ლ-–- თ-------მა გაყიდა 12000 ა.შ.შ. დოლარად . ქონება შეიძინა მისმა სიძემ ს----- ს--------ემ. ლ-–- თ-------ის განმარტებით ქონების გასხვისების მიზანი იყო ვალების გასტუმრება და მეუღლის სამკურნალოდ გარკვეული თანხის გამოყენება. დადგენილია და მოსარჩელემაც დაადასტურა ისიც, რომ ს----- ს--------ემ ადრეც იყიდა ავტომანქანა ლ-–- თ-------ისგან. ლ-–- თ-------ის განმარტებით ოჯახში შეთანხმდნენ, რომ სხვისთვის ამ ქონების გადაცემას ამჯობინეს ს----- ს--------ისათვის ქონების მიყიდვა. ს----- ს--------ემაც დაადასტურა მითითებული ურთიერთობა და განმარტა, რომ მან განახორციელა გარკვეული სარემონტო სამუშაოები შეძენილ ფართში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 26, 30)

- ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.28-29)

-ს------- ბ--------–---–ის ახსნა-განმარტება(ოქმი 15:48:31 . 15 :4937)

- ლ-–- თ-------ის ახსნა განმარტება(ოქმი15:48:47, 16:07:53)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ ს------- ბ--------–---–ს ესაჭიროებოდა თავისი ჯანმრთელობის გამო მკურნალობის ხარჯები, რასაც წლების მანძილზე ორგანიზებას უკეთებდა ლ-–- თ-------ი პირადი შემოსავლიდან და ოჯახის შემოსავლიდან. მოსარჩელის მამის განმარტებით 2016 წლამდე ლ-–- თ-------ი უზრუნველყოფდა მკურნალობის ხარჯებს, ხოლო 2016 წლის შემდგომ თვითონაც ეხმარებოდა გარკვეულწილად. მისი შვილი საჭიროებდა მკურნალობას. მოპასუხე ლ-–- თ-------ის დედის განმარტებით ს----- ს--------ემ იყიდა სადაო ბინა იმისათვის , რომ ლ-–- თ-------ს გაესტუმრებია ვალები. ბინის გაყიდვამდე მისი გასხვისება სადაო არ იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა (ს.ფ. 32)

- მერაბ ბ--------–---–ის ჩვენება (16:14:45 . 16:13:54. 16:11:12)

- მზია თ-------ის ჩვენება (16:19:15 . 16:19:59. 16:21:11)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს------- ბ--------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ლ-–- თ-------ისა და ს----- ს--------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ერთმნიშვნელოვანია, რომ ქორწინების განმავლობაშია ორივე სადაო ქონება შეძენილი ავტომანქანის ნაწილში სასამართლო ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას და ამიტომ 750 ა.შ.შ. დოლარის შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ლ-–- თ-------მა დაადასტურა ავტომანქანის ნასყიდობის ფასი და უდავოა ქორწინების განმავლობაში აღნიშნული ავტომანქანის შეძენა. რაც შეხება სასარჩელო მოთხოვნას უძრავი ნივთის ½ წილის საკუთრებასთან დაკავშირებით , სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა და ვერ წარმოადგინა იმ სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სადაო გარიგების მოჩვენებითობას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158--ე , 1159-ე, 1160-ე, 1164-ე, 50-ე, 56-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის შესაბამისად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

6.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით ლ-–- თ-------ის სახელზე ირიცხება ავტომანქანა „ მერსედეს ბენც 220E , სახ, ნომ L---10- ტექ, პასპორტი SV0044597 გ/წ 1992. ვინ.კოდი-WOB1240221B8-----, ფერი -ვარდისფერი მუქი 2/4 რეგ. თარიღი 25.02.2014წ. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით ლ-–- თ-------ის სახელზე უკვე არავითარი ავტომანქანა არ ირიცხებოდა. ლ-–- თ-------ის განმარტებით მან აღნიშნული ავტომანქანა გაასხვისა 1500 ა.შ.შ. დოლარად განქორწინების შემდეგ..

ერთმნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, მანქანის გასხვისება მოხდა განქორწინების შემდგომ შესაბამისად ზემოდ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე მიღებული სარგებელი უნდა გაიყოს თანაბრად, რადგან მოპასუხეს აღნიშნული ქონების გაყოფის თაობაზე განსხვავებული დასაბუთება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- თ-------მა 2014 წლის 1 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე : ქალაქი თ---–---, სოფელი დიღომი, ქუჩა სტრაბინის, N16 ს/კ 0-.72.14.0--/4--.0-/02/5--. 38,66 კვადრატული მეტრი, მშენებარე. უძრავი ქონების შეძენისათვის ბანკიდან აღებული იქნა ვალი. აღნიშნული უძრავი ქონება 2016 წლის 28 ივლისს ლ-–- თ-------მა გაყიდა 12000 ა.შ.შ. დოლარად . ქონება შეიძინა მისმა სიძემ ს----- ს--------ემ. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი გადახდილია .

ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში და ასევე გასხვისებულია ქორწინების განმავლობაში. მოსარჩელის მოთხოვნა სადაო 2014 წლის 1 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მოჩვენებითობის გამო უსაფუძვლოა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მითუმეტეს, რომ ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითიგარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.“ (იხ.სუსგ #-ას-789-754-2015 6.11.2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სადაო გარიგების მოჩვენებითობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.

 

6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6. 5.ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------- ბ--------–---–ის სარჩელი ლ-–- თ-------ისა და ს----- ს--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ლ-–- თ-------ს ს------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 750 ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

2017 წლის 30 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე - ს----- ს--------ეს (პ.ნ. 5----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდი: 0-.72.14.0--.4--.0-.02.5--, მის: ქალაქი თ---–---, სოფელი დიღომი, ქუჩა სტრაბონის, N16 ფართი - 38.66 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------- ბ--------–---–ის სარჩელი ლ-–- თ-------ისა და ს----- ს--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ლ-–- თ-------ს ს------- ბ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 750 (შვიდასორმოცდაათი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

 

1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე - ს----- ს--------ეს (პ.ნ. 5----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საკადასტრო კოდი: 0-.72.14.0--.4--.0-.02.5--, მის: ქალაქი თ---–---, სოფელი დიღომი, ქუჩა სტრაბონის, N16 ფართი - 38.66 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გაუქმდეს.

 

3. ლ-–- თ-------ს დაეკისროს გადასახდელად 56 (ორმოცდათექვსმეტი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/