გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017002169531
საქმე №3/81-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01.02. 2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასმართლო
მოსამართლე - ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი - ნათია ბერიძე
მოსარჩელე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნი--- ჩხ---ე
მოპასუხე - გი------ ცუ–------ე
წარმომადგენელი - გო------- ჩუ-----ე
დავის საგანი -სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - გი------ ცუ–------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10167,43 (ათი ათას ასსამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიას (შემდგომში - „გრანტის გამცემი“), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და (შემდგომში - „ფინანსური უზრუნველმყოფი“) და გი------ ცუ–------ეს (შემდგომში - „გრანტის მიმღები“) შორის გაფორმდა 2014 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულება „გრანტის შესახებ“ N3---------/2014/5 (შემდგომში - ხელშეკრულება).
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „ფინანსური უზრუნველყოფის“ მეშვეობით „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის #303 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე - სოციალური მეცნიერებები, აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014- 2015 სასწავლო წლისთვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. და 2.3. პუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით გრანტის სახით მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მიზნისათვის გადასცემს 5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის შესაბამისად. გრანტის გადარიცხვა ხორციელდება „ფინანსური უზრუნველმყოფი“-ს მიერ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძველზე, „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ „გრანტის მიმღების“ პირადი საბანკო ანგარიშზე. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს „გრანტის მიმღების მიერ“ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
მოსარჩელის მითითებით მოპასუხე - გი------ ცუ–------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის (5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა - 10167,43 ლარი) არ გამოიყენა მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალიწინებული მიზნებისათვის და სწავლის დასრულების შემდეგ, „გრანტის გამცემს არ წარუდგინა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის (დოქტორის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, საქართველოს კანომდებლობისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ის ვალდებულია უკან დააბრუნოს გრანტის სახით მიღებუოი თანხა - 10167,43 (ათი ათას ასსამოცდაათი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - გი------ ცუ–------ემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიღებული თანხა არამიზნობრივად არ გამოუყენებია. თანხა მიზნობრივად ხელშეკრულების მიხედვით სამეურნეო ხარჯებში იქნა გადახდილი. რაც შეეხება დოქტორის ხარისხის მიუღებლობა, გამოწვეულ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს მთავრობის კანცელარიას (შემდგომში - „გრანტის გამცემი“), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და (შემდგომში - „ფინანსური უზრუნველმყოფი“) და გი------ ცუ–------ეს (შემდგომში - „გრანტის მიმღები“) შორის გაფორმდა 2014 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულება „გრანტის შესახებ“ N3---------/2014/5 (შემდგომში - ხელშეკრულება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.08.2014წ. ხელშეკრულება (ს.ფ.19-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ გრანტის შესახებ N3---------/2014/5 ხელშეკრულების მუხლი 1. ხელშეკრულების საგანის შესაბამისად „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილების (შემდგომში - დადგენილება) და ამ დადგენილებით დამტკიცებული განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის (შემდგომში კომისია) 2014 წლის 4 ივლისის N8 ოქმი საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამის „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, „გრანტის გამცემი“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ხელშეკრულების დანართის შესაბამისად).
ხელშეკრულების 2.1. პუნქტით დადგენილია, რომ „საქართველოს 2014წლის სხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი -32 04 03 05 02), ფინანსური უზრუნველყოფის“ მეშვეობით „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე - სოციალური მეცნიერებები, აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014 - 2015 სასწავლო წლისთვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი“ გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორცილებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შესაბამისად „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით გრანტის სახით მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მიზნისათვის გადასცემს 5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად გრანტის გადარიცხვა ხორციელდება „ფინანსური უზრუნველყოფის“ მიერ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძვეზე, „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ „გრანტის მიმღების“პირად საბანკო ანგარიზე.
2.3.1. ქვეპუნქტის, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ხორცილედება „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ „ გრანტის მიმღების“ პირად საბანკო ანაგრიშზე.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად, „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს: 3.1.1. ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის“ გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტროინგი; 3.1.2. „გრანტის მიმღების“ მიერ დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად: „გრანტის გამცემი“ ვალდებულია: 3.2.1.ქვეპუნქტით - კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად და დროულად დააფინანსოს „გრანტის მიმღები“ ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის შესაბამისად „ფინანსურ უზრუნველმყოფს“ უფლება აქვს: ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში „გრანტის გამცემისაგან“ გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ამავე ხელშეკრულების 3.6. პუნქტის შესაბამისად, „ფინანსურ უზრუნველმყოფი“ ვალდებულია: ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გრანტის გადარიცხვა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვის და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძველზე, „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ შესაბამისი უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე ან/და პირდაპირ საბანკო ანგარიშზე.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად „გრანტის მიმღებს“ უფლება აქვს წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე გრანტის სახით ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის და ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, მოითხოვოს გრანტის სახით 2.2. პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა მის მიერ განაცხადში მითითებულ პირად საბანკო ანგარიშზე.
ხელშეკრულების 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ „გრანტის მიმღები“ ვალდებულია: 3.4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 3.4.4. ქვეპუნქტის შესაბამისად - გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კომისიის მიერ მისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, „გრანტის გამცემს“ უნდა დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული/ მის მიერ აუთვისებელი თანხა, „ფინანსური უზრუნველმყოფის „ ანგარიშზე. 3.4.5. ქვეპუნქტის შესაბამისად - სწავლის დასრულების შემდეგ „გრანტის გამცემს“ წარუდგინოს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადაემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი,3.4.9 ქვეპუნქტის შესაბამისად - დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „გრანტის გამცემს“ სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.08.2014წ. ხელშეკრულება (ს.ფ.19-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3 დადგენილია, რომ გრანტის გამცემმა - საქართველოს მთავრობის კანცელარიამ და ფინანსურმა უზრუნველმყოფმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულეს დადგენილებითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გრანტის გამცემმა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად და დროულად დააფინანსა „გრანტის მიმაღები“, ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხოლო ფინანსურმა უზრუნველმყოფმა გრანტის მიმღების - გი------ ცუ–------ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, 2014 წლის 27 აგვისტოს გადარიცხა გრანტი - 5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა - 10167.43 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.08.2014წ. ხელშეკრულება (ს.ფ.19-23)
- საქართველო მთავრობის კანცელარიის 2014 წლის 19 აგვისტოს მომართვა (ს.ფ. 25)
- გი------ ცუ–------ის წარმომადგენლის განცხადებები (ს.ფ. 27, 31)
- საგადასახადო მოთხოვნა N00016-გი------ ცუ–------ის სასწავლო გრანტის გადარიცხვის თაობაზე (ს.ფ. 36)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4.დადგენილია, რომ გი------ ცუ–------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტი არ გამოიყენა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კერძოდ, აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014 -2015 სასწავლო წლისთვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად) და სწავლის დასრულების შემდეგ, „გრანტის გამცემს“ არ წარუდგინა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად შესაბამისის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.08.2014წ. ხელშეკრულება (ს.ფ.19-23)
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 24 აგვისტოს N9----- წერილი (ს.ფ. 37-38)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5 გი------ ცუ–------ემ წერილობით განცხადებით მიმართა განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციულ დირექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრიდან მიიღო დაფინანსება 5870 აშშ დოლარის (10156 ლარი) ოდენობით არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელბლად. სწავლის დაწყებიდან 2 თვეში, აშშ-შშ მომხდარი ავარიის შედეგად მოიტეხა ორივე ხელი და იძულებული გახდა აეღო აკადემიური და დაბრუნებულიყო საქართველოში. ამის შესახებ, შესაბამის დროს აცნობა საქართველოს საერთაშორისო ცენტრს. გამოჯანმრთელდა რა 5 თვეში, სასწავლებლად კვლავ გაემგზავრა 2015 წლის აგვისტოში, თუმცა სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ისევ იჩინა თავი ჯანმრთელობის პრობლებმა, კერძოდ უდაბნოს კლიმატთან შეუთავსებლობა. აღნიშნულის გამო 2016 წლის დეკემბრამდე მედიკამენტების დახმარებით აიღო მაგისტრატის ხარისხის და დაბრუნდა საქართველოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ. ცუ–------ის განცხადება (ს.ფ.39-40)
- მაგისტრის ხარიხის დოკუმენტი (ს.ფ.43)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დოკუმენტით - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, დადგენილია, რომ გი------ ცუ–------ისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამება საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოთი გათვალისწინებულ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება (ს.ფ.42)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.7. დადგენილია, რომ გი------ ცუ–------ემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში გადაცემული გრანტის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ შეთავაზებული იქნა უფლება დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე. გარდა ამისა საქმეზე წარმოდგენილია დოკუმენტი , რომელშიც განმარტებულია არიზონაში მოპასუხის ჰავასთან შეუგუებლობის მიზეზი, თუმცა მოცემული დოკუმენტით არ დასტურდება რეკომენდატორის სამართლებრივი მდგომარეობა და სტატუსი (რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს აღნიშნული წერილში აღნიშნული პიროვნება , არის თუ არა ეს დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი და ა.შ.შ.)(ს.ფ.56-57) . დადგენილია ასევე ის მოპასუხე ავტოავარიის გამო მკურნალობდა , რის შემდგომაც მოახერხა სწავლის გაგრძელება. ერთმნიშვნელოვანია, რომ ხსენებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები დაირღვა მოპასუხის მიერ, კერძოდ საქმის მასალებიდან არ არის დადასტურებული გახარჯული თანხის მიზნობრიობა, ასევე არ არის წარმოდგენილი ისეთი განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ.56-57)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის მთავრობის დადგენილება N303 ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის კანცელარიას (შემდგომში - „გრანტის გამცემი“), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და (შემდგომში - „ფინანსური უზრუნველმყოფი“) და გი------ ცუ–------ეს (შემდგომში - „გრანტის მიმღები“) შორის გაფორმდა 2014 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულება „გრანტის შესახებ“ N3---------/2014/5 (შემდგომში - ხელშეკრულება), რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. ხელშეკრულების საგანის შესაბამისად „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, განათლბის საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილების (შემდგომში - დადგენილება) და ამ დადგენილებით დამტკიცებული განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის (შემდგომში კომისია) 2014 წლის 4 ივლისის N8 ოქმი საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამის „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, „გრანტის გამცემი“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს „გრანტის მიმღებს“, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად (ხელშკრულების დანართის შესაბამისად).
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.2014 -28.05.2015 პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გაცემისა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულება, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. აღნიშნული კანონის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეების პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.5. „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ, საქართველოს მთავრობის 20124 წლის 22 აპრილის N303 დადგენილების (03.07.2014 - 19.11.2014 პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროგრამა მოიცავს სამ ქვეპროგრამას, რომელთაგან ერთ - ერთს წარმოადგენს „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“. აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სწავლის ხელშეწყობის მიზნით, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული დადგენილების N1 დანართით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ, კომისიისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დადგინდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, უზრუნველყო გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა პირის ან/და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, პირის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით ან ნაწილნაწილ.
აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, ბენეფიციარის მიერ ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისიწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ამ დადგენილებით და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6.6. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით დადგენილია, რომ „საქართველოს 2014წლის სხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონოით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი - 32 04 03 05 02), ფინანსური უზრუნველყოფის“ მეშვეობით „გრანტის გამცემი“, „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე - სოციალური მეცნიერებები, აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014- 2015 სასწავლო წლისთვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი“ გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორცილებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად „გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულებით გრანტის სახით მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით განსაზღვრულ მიზნისათვის გადასცემს 5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად: „გრანტის გამცემი“ ვალდებული იყო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად და დროულად დაეფინანსებია „გრანტის მიმღები“ ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად გრანტის გადარიცხვა ხორციელდება „ფინანსური უზრუნველყოფის“ მიერ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძვეზე, „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ „გრანტის მიმღების“პირად საბანკო ანგარიშზე.
2.3.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ხორცილედება „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ „ გრანტის მიმღების“ პირად საბანკო ანგარიშზე.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის შესაბამისად „ფინანსურ უზრუნველმყოფს“ უფლება აქვს: ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში „გრანტის გამცემისაგან“ გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ამავე ხელშეკრულების 3.6. პუნქტის შესაბამისად, „ფინანსურ უზრუნველმყოფი“ ვალდებულია: ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გრანტის გადარიცხვა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვის და დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძველზე, „გრანტის მიმღების“ მიერ განაცხადში მითითებულ შესაბამისი უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარშიზე ან/და პირდაპირ საბანკო ანგარიშზე.
6.7. დადგენილია, რომ გრანტის გამცემმა საქართველოს კანცელარიამ და ფინანსურმა უზრუნველმყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულა დადგენილებით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გრანტის გამცემმა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სრულად და დროულად დააფინანსა „გრანტის მიმღები“ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხოლო ფინანსურმა უზრუნველმყოფმა გრანტის მიმღების - გი------ ცუ–------ის მიერ მითითებულ პირად საბანკო ანგარიშზე, 2014 წლის 27 აგვისტოს გადარიცხა გრანტი - 5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა -10167,43 ლარი.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის შესაბამისად „გრანტის მიმღებს“ - გი------ ცუ–------ეს აღებული ქონდა ვალდებულება :
3.4.1. ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
3.4.4. ქვეპუნქტის შესაბამისად - გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კომისიის მიერ მისთვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, „გრანტის გამცემისათვის“ დაებრუნებია მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული/ მის მიერ აუთვისებელი თანხა, „ფინანსური უზრუნველმყოფის „ანგარიშზე;
3.4.5. ქვეპუნქტის შესაბამისად - სწავლის დასრულების შემდეგ „გრანტის გამცემისათვის“ წარედგინა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3.4.9 ქვეპუნქტის შესაბამისად - დადგენილებითა და ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „გრანტის გამცემისათვის“ სრულად დაებრუნებინა გრანტის სახით გადაცემული თანხა.
6.8. დადგენილია, რომ გი------ ცუ–------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის სახით გაცემული თანხა (5,870 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა -10.167,43 ლარი) არ გამოიყენა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კერძოდ, აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014 -2015 სასწავლო წლისთვის სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად) და სწავლის დასრულების შემდეგ, „გრანტის გამცემს“ არ წარუდგინა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად შესაბამისის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელლი დოკუმენეტი.
6.9. ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, „გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდი---ს „გრანტის მიმღებისათვის“ გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტროინგი; 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად „გრანტის გამცემს „უფლება აქვს „გრანტის მიმღების“ მიერ დადგენილებითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება. საქმეში წარმოდგენილი არ არის თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულის ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველ შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
იმის გათვლისწინებით, რომ გი------ ცუ–------ემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები - გამოეყენებია გამოყოფილი გრანტი მიზნობრივად და „გრანტის გამცემისათვის“ წარედგინა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მოპოვებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს მისთვის გადარიცხული გრანტი სრულად 10167,43 (ათი ათას ასსამოცდაათი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელის - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 305.02 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ს/ნ 2--------) სარჩელი მოპასუხე-გი------ ცუ–------ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს - გი------ ცუ–------ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10167,43 (ათი ათას ასსამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - გი------ ცუ–------ეს (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 305 ლარის 02 თეთრის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი