გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210017002213934 (N2/974-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(შესავალი ნაილის)
16 თებერვალი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა დავითაძე
მოსარჩელე - რე------------ე
წარმომადგენელი - გო--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქო--------------------------–----------ო
წარმომადგენელი - გრიგოლ ხურციძე
დავის საგანი - მოძრავ ნივთზე საკუთრების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სატრანსპორტო საშუალებზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი - ზ--–-----------–------–--–----------–----------------------------------------------, მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
რე------------ის მუშაობდა ოზურგეთის მე-18 სამშენებლო ტრესტში მძოლად, მის კანონიერ მფლობელობაშია ავტომობილი ზ--–-----------–------–--–----------–---------------------------------------------- უწყვეტად - 1985 წლიდან, ავტომობილი რეგისტრირებულია იყო N18 საქმშენტრანსის სახლზე, რომელიც დღეის მდგომარეობით იურიდულ პირის რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გრიგოლ ხურციძემ სარჩელი არ სცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 15 თებერვლის ცნობის თანახმად, რე------------ე 2005 წლიდან 2018 წლამდე ფლობს და სარგებლობს სადაო ავტომანქანით, რაც სადაო არ გამხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (იხ. ს.ფ. 84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 16 თებერვლის სხომის ოქმი 85-88)
3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბერს გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფომრაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი - ზ--–-----------–------–--–----------–----------------------------------------------, რეგისტრაციაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ, გატაცებულთა სიაში არ ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (იხ. ს.ფ. 28)
3.2.3. მოწმე გოჩა თედორაძის განმარტებით, რომლიც წლებია იცნობს მოსარჩელეს, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადაო ავტომანქანა მარკა მოდელი - ზ--–-----------–------–--–----------–----------------------------------------------, რე------------ის მფლობელობაშია დაახლობით 30 წელია და მას ამ დრომდე არავინ შედავებია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე გოჩა თედორაძის ჩვენება (იხ. 2018 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 66-73).
3.2.4. მოწმე ჯანგირ გოგიბერიძის ჩვენებით, იგი არის რე------------ის მეზობელი და იცის, რომ 90-იანი წლებიდან მოსარჩელე სარგებლოს და ფლობს სადაო ავტომანქანას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ჯანგირ გოგიბერიძის ჩვენება (იხ. 2018 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ 66-73).
ს ა მ ოტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლი, 159-ე მუხლი, 165-ე მუხლი, 166-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.''
6.2. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ,,კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.''
6.3. სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).''
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.''
6.4. სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად ,,თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. ''
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ცხოვრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელეზე იყო განპირობებული ავტომანქანა, რომელიც ასს N18 საქმშენტრანსის დაშლის შემდეგ დარჩა მის მფლობელობაში. ასს N18 საქმშენტრანსის დაშლის შემდეგ მოსარჩელე უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩეული იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ის მართლზომიერად დაეუფლა ნივთს, წევდა საჭირო ხარჯებს მანქანის მოვლისა და ექსპლოატაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რე------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. რე------------ე ცნობილ იქნას სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი - ზ--–----, გამოშვების წელი - 19--- შასის ნომერი - 9--, ძრავის ნომერი - 093376, მესაკუთრედ.
3. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე რე------------ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე