გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2018
საქმის ნომერი
050210017002196103
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
17.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210017002196103

საქმე №2/927-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ნა----–-ა ქა------ე;

წარმომადგენელი: - მე---ა ჯა---–--ე;

მოპასუხე: - ირ---–ი მე-–--ე;

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ირ---–ი მე-–--ეს არასრულწლოვანი შვილის - ლუ-ა მე-–--ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ნა----–-ა ქა------ე და მოპასუხე ირ---–ი მე-–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 25 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს/ფ. 14).

3.2.2. მოსარჩელე ნა----–-ა ქა------ესა და მოპასუხე ირ---–ი მე-–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2010 წელის 31 მაისს დაბადებული ლუ-ა მე-–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (იხ.ს/ფ. 15).

 

3.2.3. არასრულწლოვანი შვილი ლუ-ა მე-–--ე იზრდება დედასთან ნა----–-ა ქა------ესთან

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ ს/ფ 1-16).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. ირ---–ი მე-–--ე მუშაობს ტაქსის მძღოლად, მას სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, თანხას გამოიმუშავებს სეზონურად. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შესაგებელი (იხ. ს/ფ 23-33).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის პოზიცია ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, სასამართლო თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ირ---–ი მე-–--ეს გააჩნია 120 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი (იხ. ს/ფ 1-16; 23-33);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შე---გად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვეციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი.

 

მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის - ლუ-ა მე-–--ის აღზრდაში მონაწილეობის მიღება ეკისრებათ მათ მშობლებს: ნა----–-ა ქა------ეს და ირ---–ი მე-–--ეს დადგენილია, რომ ლუ-ა მე-–--ე იზრდება დედასთან - ნა----–-ა ქა------ის ოჯახში და ამჟამად, მხოლოდ დედა ახორციელებს მის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობასა და ზრუნავს მის აღზრდაზე. ლუ-ა მე-–--ის აღზრდაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მოპასუხე - ირ---–ი მე-–--ემაც.

 

6.3. საერთაშორისო სამართლებრივი აქტით -,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვენციით (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ:

 

კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმე---ბათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უ-ეთ უზრუნველყოფას.

 

კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ბავშვის საუ-ეთესო ინტერესებიდან, მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შე---გად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს ირ---–ი მე-–--ის მოსაზრებას უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის გამო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებაში. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალიწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი რჩენა წარმოადგენს მშობლების უპირველეს მოვალეობას და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გონივრულად შესაძლებელია იმისათვის, რომ შვილი უზრუნველყოს ცხოვრების იმ დონით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის და მისცემს მას ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად, სოციალურად განვითარებისა და საზოგადოებაში სრულყოფილად დამკვიდრების შესაძლებლობას.

 

თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუ-ეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის და საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ბავშვზე ყოველთვიურად 120 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 1440 ლარს (120X12=1440).

 

ვინაიდან ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა ცნო ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს. გარდა ამისა მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 43 (ორმოცდასამი) ლარის და 20 (ოცი) თეთრი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნა----–-ა ქა------ის სარჩელი ირ---–ი მე-–--ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ირ---–ი მე-–--ეს ნა----–-ა ქა------ის სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილის - 2010 წლის 31 მაისს დაბადებული ლუ-ა მე-–--ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან (2017 წლის 1 დეკემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

3. ირ---–ი მე-–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 43 (ორმოცდასამი) ლარის და 20 (ოცი) თეთრის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. ქ.№14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე