გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN231210017002171559-2/137-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,02“ თებერვალი, 2018 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში- გი ბერაია
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი,დაცული ტერიტორიების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------------–ი
მოპასუხე - შპს ,,მ–------–-“
დირექტორი - დ-------------–--ე
წარმომადგენელი - მ-------------–--ე
დავის საგანი: ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა 1352 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშზე: TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა) ანგარიშის ნომერი 2-------- (ხაზინის ერთიანი ანგარიში), ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 3--------.
1.2 მოსარჩელეს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს, რომლის გადარიცხვაც უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა), ანგარიშის ნომერი 2-------- (ხაზინის ერთიანი ანგარიში), ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 7--------. (იხ. 2018 წლის 02 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი). .
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ე----, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად შპს ,,მ–------–მა“ აიღო ვალდებულება ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობისა და ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობის, ლ----------ს მცველთა თავშესაფრის და ქვიშხეთის მცველთა საგუშაგოს სარემონტო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 56 დღის ვადაში.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2-----------ს N------- ბრძანებით შედგენილი იქნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სამუშაოების დასრულების ვადების და გეგმა- გრაფიკით განსაზღვრული ვადების კონტროლი.
შპს ,,მ–------–მა“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 23 ოქტომბერს, 16 დღის დაგვიანებით.
შპს ,,მ–------–მა“ დაარღვია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ე----, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად შპს ,,მ–------–მა“ აიღო ვალდებულება ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის, კერძოდ ეროვნული პარკის ხ---------–-- შენობის და საქონდრიას მცველთა საგუშაგოს სარემონტო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 42 დღის ვადაში.
შპს ,,მ–------–მა“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე----, ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 20015 წლის 07 ოქტომბერს, 14 დღის დაგვიანებით.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2017 წლის 16 იანვარს N--- წერილით მიმართა შპს ,,მ–------–ს“ და მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ–------–-ს“ დირექტორმა დ-------------–--ემ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მისი კომპანია ე---- ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებული იყო ჩამორჩენა გაესწორებინა სამი კვირის ე.ი 21 დღის ვადაში, ხოლო მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესრულება დასრულდა 16 დღით გვიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 ნოემბერს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატს სარჩელით მომართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდგომ მოსარჩელეს შეეცვალა სახელწოდება, დაზუსტებული იქნა მოსარჩელის სახელწოდება და მოსარჩელედ(უფლებამონაცვლედ) მიჩნული იქნა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი) .
3.1.2 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ე----, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად შპს ,,მ–------–მა“ აიღო ვალდებულება ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობისა და ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობის, ლ----------ს მცველთა თავშესაფრის და ქვიშხეთის მცველთა საგუშაგოს სარემონტო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 56 დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე---- (იხ.ს.ფ.17-29).
3.1.3 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2-----------ს N------- ბრძანებით შედგენილი იქნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სამუშაოების დასრულების ვადების და გეგმა- გრაფიკით განსაზღვრული ვადების კონტროლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის 2015 წლის 2-----------ს N------ ბრძანება ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე (იხ.ს.ფ.30-32).
3.1.4 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ე----, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად შპს ,,მ–------–მა“ აიღო ვალდებულება ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის, კერძოდ ეროვნული პარკის ხ---------–-- შენობის და საქონდრიას მცველთა საგუშაგოს სარემონტო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 42 დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე---- (იხ.ს.ფ.38-43).
3.1.5. შპს ,,მ–------–მა“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 23 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე---- (იხ.ს.ფ.17-29).
- 2015 წლის 23 ოქტომბრის სამუშაოს დასრულების აქტი (იხ.ს.ფ-34).
- სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წერილი (იხ.ს. ფ. -36).
- მხარეთა განმარტებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
3.1.6.საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nე---- და Nე---- ხელშეკრულებების 13.1 პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე---- (იხ.ს.ფ.17-29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,მ–------–მა“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 23 ოქტომბერს, 16 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 02 თებერვლის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).
3.2.2. შპს ,,მ–------–-ს“ მიერ ქვიშხეთის საგუშაგოზე იატაკის შეღებვის სამუშაოებზე დაირღვა გეგმა გრაფიკით განსაზღვრული ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა და მოწმე ლე-------------ის განმარტებ (იხ. 2018 წლის 02 თებერვლის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).
3.2.3. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ დარღვეული (სამი კვირა) და შემდგომ პერიოდზე 13.1 პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენის დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორება ვადაში უშედეგოდ გასვლა არ არის გამოწვეული ,,შემსყიდველის“ მიზეზით, შესაბამისად დადგენილია, რომ ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ დარღვეული პერიოდზე 13.1 პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენის დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე---- (იხ.ს.ფ.17-29).
- მოსარჩელის წარმომადგენელის და მოწმის განმარტება (იხ. 2018 წლის 02 თებერვლის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ უნდა შეუმცირდეთ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 102-103-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილი თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nე---- ხელშეკრულება ბ--------------------–-ს ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 69000 ლარი.
ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უდნა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 56 კალენდარული დღის განმავლობაში. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება და, არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 16 დღის დაგვიანებით, ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას Nე---- და Nე---- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჰქონდა სამ კვირიანი ე.ი 21 დღიანი ვადა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ჩამორჩენის გასასწორებლად, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nე---- ხელშეკრულების 13.2 პუნქტით ხაზგასმითაა განსაზღვრული, რომ ,,წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ დარღვეული პერიოდზე 13.1 პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენის დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორება ვადაში უშედეგოდ გასვლა არ არის გამოწვეული ,,შემსყიდველის“ მიზეზით, ამასთან მოპასუხის მიერ რაიმე მტკიცებულება, რომ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორება ვადაში უშედეგოდ გასვლა არის გამოწვეული ,,შემსყიდველის“ მიზეზით წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და შპს ,,მ–------–ს“ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nე---- ხელშეკრულებების 13.1 პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით და ასევე დარღვეული პერიოდზე 13.1 პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენის დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემციების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ე---- ხელშეკრულებით, გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 23 ოქტომბერს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული იქნა, შესაბამისად მაშინ როდესაც სახეზეა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება შეადგენს მხოლოდ 16 დღეს, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთდროულად პირგასამტეხლოს დაკისრება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nე---- ხელშეკრულებების 13.1 პუნქტით ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით და 13.2. პუნქტით პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტერხლი 1352 ლარიდან უნდა შემცირდეს 500 ლარამდე, საიდანაც 13.1 პუნქტით უნდა დაეკისროს 200 ლარი, ხოლო 13.2. პუნქტით 300 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.’’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ‘‘ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ 25 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოს პირგასამტეხლოს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ანგარიშზე TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა) ანგარიშის ნომერი 2-------- (ხაზინის ერთიანი ანგარიში) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 3--------.
3. მოსარჩელე საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს უარი ეთქვას მოპასუხე შპს ,,მ–-----–--------“ 852 ლარის დაკისრებაზე.
4. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს“ დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს გარემოს დაცვლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სასარგებლოს 20 ლარი გადახდაზე. (რომელიც ჩაირიცხოს ანგარიშზე TRESGE22 (სახელმწიფო ხაზინა) ანგარიშის ნომერი 2-------- (ხაზინის ერთიანი ანგარიში) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 7--------).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრატი მოსამართლე : გია ბერაია