გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N2-59 ( 130210018002268364)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე მ------------ძე
ადვოკატი მ---------–-შვილი
მოპასუხე მ--------------ძე
ადვოკატი მ--- ხ-----
დავის საგანი უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ--------------ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქალაქ ხაშურში, დ-----------–-----–-------- N2-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი და დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------------ძის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული ქ. ხაშურში, დ-----------–-----–-------- N2-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6-.0-.5--2--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14).
3.1.2. სადავო უძრავ ქონებას ფლობს ყოფილი მესაკუთრე მ--------------ძე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხართა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე უნდა გამოსახლდეს მოსარჩელის საკუთრებიდან და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილთან და 172-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, რომელთა თანახმად: რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა;
მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა; მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე – მფლობელი. დადგენილია ასევე, რომ მფლობელს არ აქვს სადაო უძრავი ქონების ფლობის უფლება.
გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ, როგორც აღინიშნა, მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი და ის, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 20--ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 36--ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მ--------------ძის (პირადი ნომერი 5----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე მ------------ძის კუთვნილი, ქალაქ ხაშურში, დ-----------–-----–-------- N2-ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი 6-.0-.5--2-- და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ჩაბარდეს მესაკუთრეს - მ------------ძეს (პირადი ნომერი 5----------);
3. სახელმწიფო ბაჟის შემტან ცი------ ხ-----ს დაუბრუნდეს 2018 წლის 17 იანვარს N15670627 საგადასახდო დავლებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი