გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001983054
2-2357/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18/01/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ლ--–- დ-------ე
წარმომადგენელი: ნ---------–--------------- დ-------ე
მოპასუხე: ვ------- კ----------ე
წარმომადგენელი: დ--–-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
ლ--–- დ-------ემ სარჩელი აღძრა ვ------- კ----------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- ვ------- კ----------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 10 953 აშშ დოლარის გადახდა;
- სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებელის გადახდა თვეში 240 აშშ დოლარის ოდენობით;
- მფლობელობაში გადაცემული 48.7 კვ.მ. ფართის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა ვ------- კ----------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 10 953 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:2015 წლის 29 იანვარს ლ--–- დ-------ესა და ვ------- კ----------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 9 500 აშშ დოლარი, სარგებელის სანაცვლოდ მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ლ--–- დ-------ე ისარგებლებდა ვ------- კ----------ის კუთვნილი უძრავი ქონებით, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში რ-------ს ქ.№7, ბ. 46-ში. სესხის უზრუნველსაყოფად ვ------- კ----------ის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით. დასახელებული უძრავი ქონება ვ------- კ----------ეს გამოყენებული ჰქონდა სხვა სესხის უზრუნველსაყოფადაც. მას, შპს ,,ჯ-------- ჯგუფისაგან“ სესხად აღებული და გადასახდელი ჰქონდა 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი. ვ------- კ----------ემ სესხი ჯეროვნად ვერ დაფარა, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. ლ--–- დ-------ემ ვ------- კ----------ეს დაეხმარა და ასესხა შპს ,,ჯ-------- ჯგუფისათვის“ გადასახდელი თანხა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 8768 აშშ დოლარი და 120 ლარი. მხარეები შეთანხმდენ, რომ ვ------- კ----------ე მას გადაუხდიდა დარიცხულ სარგებელს - ყოველთვიურად ძირი თანხის 3 %-ს, რაც შეადგენს თვეში 240 აშშ დოლარს. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან 16 თვის განმავლობაში 3840 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 1645 აშშ დოლარი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გადასახდელი აქვს ძირი თანხა 8768 აშშ დოლარი და სარგებელი 2185 აშშ დოლარი. მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დასახელებული გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ--–- დ-------ემ მას გადაუხადა შპს ,,ჯ-------- ჯგუფისაგან“ სესხად აღებული 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი. 748.22 აშშ დოლარის ვალდებულებას უარყოფს. განმარტავს, რომ ლ--–- დ-------ეს მის სასარგებლოდ 748.22 აშშ დოლარი გადახდილი არ აქვს. ასევე უარყოფს სარგებელზე შეთანხმებას. განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვენ, რომ სესხს სარგებელი არ დაერიცხებოდა, ამიტომ სარგებელის ნაწილშიც სარჩელს არ ცნობს. თუმცა სარგებელის სახით 1645 აშშ დოლარის გადახდას ადასტურებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 29 იანვარს ლ--–- დ-------ესა და ვ------- კ----------ეს შორის გაფორმდა სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 9500 აშშ დოლარი, სარგებელის სანაცვლოდ მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ლ--–- დ-------ე ისარგებლებდა ვ------- კ----------ის კუთვნილი უძრავი ქონებით, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში რ-------ს ქ. №7, ბ. 46-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 9-14.
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ------- კ----------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში რ-------ს ქ. №7, ბ. 46-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 9-14.
3.1.3. კუთვნილი უძრავი ქონება ვ------- კ----------ეს გამოყენებული ჰქონდა სხვა სესხის უზრუნველსაყოფადაც. მას შპს ,,ჯ-------- ჯგუფისაგან“ სესხად აღებული და გადასახდელი ჰქონდა 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ს.ფ. 18-23
3.1.4. ვ------- კ----------ემ შპს ,,ჯ--------ის“ სესხი ვერ დაფარა, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. თანხის ამოღება უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ს.ფ. 18-23
3.1.5. იპოთეკის საგნის რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით ლ--–- დ-------ემ ვ------- კ----------ეს ასესხა შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ ვალის დასაფარი თანხა. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ლ--–- დ-------ის 8019.78 აშშ დოლარით და 120 ლარით ვ------- კ----------ემ დაფარა შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ სესხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 19-14.
3.1.6. ლ--–- დ-------ის მიერ შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ სესხის დაფარვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შპს ,,ჯ--------ჯგუფისათვის“ ლ--–- დ-------ის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა სესხად და მას ლ--–- დ-------ეს გადაუხდიდა ვ------- კ----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება. ს.ფ. 24-25.
3.1.7. უდაოა, რომ ვ------- კ----------ე მოსარჩელეს პერიოდულად უხდიდა ძირ თანხაზე დარიცხულ სარგებელს. საერთო ჯამში მან გადაიხადა 1645 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი. ს.ფ. 100-108.
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო გარემოებებია:
- ლ--–- დ-------ის მიერ ვ------- კ----------ისათვის 8019.78 აშშ დოლარისა და 120 ლარის გარდა, კიდევ 748.22 აშშ დოლარის გადაცემა (ან მისი სესხის დაფარვა).
- სარგებელზე შეთანხმება.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხე უარყოფს სესხად 748.22 აშშ დოლარის მიღებას, ასევე სარგებელზე შეთანხმების ფაქტს. ის, რომ მას 748.22 აშშ დოლარი არ მიუღია და მოსარჩელეს სარგებელის გადახდის პირობაზე არ შეთანხმებია, ამ ფაქტს მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არ არსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არ არსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“. ამ პრინციპის გათვალისწინებით თანხის სესხად არ მიღებისა და სარგებელზე შეუთანხმებლობის ფაქტის არ არსებობის დამტკიცება მოპასუხეს არ ეკუთვნის. მისი დამტკიცება ეკუთვნის მოსარჩელეს. ანუ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვ------- კ----------ეს 8019.78 აშშ დოლარისა და 120 ლარის გარდა, კიდევ 748.22 აშშ დოლარი ასესხა. ასევე მან უნდა დააამტკიცოს, რომ მხარეები შეთანხმდენ სესხზე სარგებელის გადახდას. თუ არ დადგინდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 8019.78 აშშ დოლარისა და 120 ლარის გარდა, კიდევმოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 748.22 აშშ დოლარი, ასევე რომ მხარეები შეთანხმდენ სესხზე სარგებელის გადახდაზე, ეს ნიშნავს მას, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ ყოფილა.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. მოსარჩელემ თავისი ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოადგინა შეთანხმება. მასში მითითებულია, რომ ვ------- კ----------ეს აქვს შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ ვალი 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი. დასახელებულ თანხას შპს ,,ჯ-------- ჯგუფს“ გადაუხდის ლ--–- დ-------ე და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ჩაენაცვლება მას. სანაცვლოდ ვ------- კ----------ე ლ--–- დ-------ეს გადაუხდის სარგებელს თვეში 240 აშშ დოლარს.
იხ. შეთანხმება.ს.ფ.24-25.
3.2.7. ვ------- კ----------ე ხელშეკრულებაზე შესრულებულ ხელმოწერას სადაოდ არ ხდის. ის ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მართლაც გადაიხადა მისი ვალი და ურთიერთშეთანხმებით მან დაიკავა გამსესხებლის ადგილი, ასევე დაადასტურა, რომ გააფორმეს შეთანხმება და შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი, მაგრამ ისინი სარგებელის გადახდაზე არ შეთანხმებულან.
(იხ. მოპასუხის განმარტება)
3.2.8. სასამართლომ განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს სესხის არსებობა. საქმეში წარმოდგენილი შეთანხმება ბუნდოვანი არაა. მასში ნათლად და გასაგებადაა ჩაწერილი ტექსტი. ვ------- კ----------ე ხელშეკრულებზე ხელის მოწერისას აცნობიერებდა, რომ მის წინ იდო ქართულ ენაზე შედგენილი შეთანხმება, რომელსაც შედაგედ მოჰყვებოდა ის, რომ ყოველთვიურად გადასახდელი ექნებოდა სარგებელი 240 აშშ დოლარი. მან დაადასტურა შეთანხმების პირობები და ხელი მოაწერა შეთანხმებას. მართალია ის უარყოფს სარგებელზე შეთანხმებას, მაგრამ სარგებელზე შეთანხმება ასახულია გარიგებაში და მის გაბათილებისათვის ზეპრი განმარტება არ კმარა. მითუმეტეს დადგენილია და დადასტურებულია, რომ მოპასუხე გარკვეული პერიოდი სარგებელს იხდიდა. სარგებელის გადახდის პირობის შეთანხმებაში ასახვა და გარკვეული თვეების განმავლობაში სარგებელის გადახდა ადასტურებს, მას, რომ მხარეები შეთანხმდენ სარგებელის სახით ყოველთვიურად 240 ლარის გადახდაზე.
იხ. შეთანხმება.ს.ფ.24-25.
მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
3.2.9. სასამართლომ დაადგინა და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ ლ--–- დ-------ემ შპს ,,ჯ-------- ჯგუფს“ გადაუხადა 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი. დასახელებული თანხა წარმოადგენს ლ--–- დ-------ის მიერ ვ------- კ----------ისათვის გადაცემულ სესხს. სადაოა 748.22 აშშ დოლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დადგენილი იქნა, რომ 8019 აშშ დოლარი და 120 ლარის გარდა დასაფარი იყო სააღსრულებო წარმოების ხარჯები. იგი დაფარული იქნა გ------ დ-------ის მიერ. მან გადაიხადა დასახელებული სადაო 748.22 აშშ დოლარი. თანხის გადახდის დროს გ------ დ-------ეს არ გააჩნდა ლ--–- დ-------ის მინდობილობა. შესაბამისად ის არ მოქმედებდა ლ--–- დ-------ის დავალებით. მართალია ყველა თანხა გ------ დ-------ის მიერაა გადახდილი, მაგრამ სხვა თანხების გადახდას საფუძვლად ედო ლ--–- დ-------ისა და ვ------- კ----------ის შეთანხმება. 748.22 აშშ დოლარის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან, ამიტომ დასახელებული თანხა არ შედის იმ თანხაში, რაზეც ლ--–- დ-------ე და ვ------- კ----------ე შეთანხმდენ 2016 წლის 25 თებერვალს. შესაბამისად დასახელებული თანხა არ წარმოადგენს ლ--–- დ-------ის მიერ ვ------- კ----------ისათვის სესხად გაცემულ თანხას.
იხ. შეთანხმება.ს.ფ.24-25.
იხ. მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებები სხდომის ოქმში.
იხ. სალაროს შემოსავლის ორდერი ს.ფ. 27-29
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- კ----------ეს შესრულებული არ აქვს თავისი ვალდებულება. სესხად მიღებული თანხა სარგებელის ერთად მოსარჩელისათვის არ აქვს გადახდილი. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია 8019 აშშ დოლარისა და 120 ლარის ნაწილში. ლ--–- დ-------ეს მოპასუხისათვის არ უსესხებია 748.22 აშშ დოლარი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მოპასუხეს სარგებელის გადახდის პირობით ასესხა თანხა, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ დაუბრუნა სესხი დროულად. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ არ უხდის ხელშეკრულებით შეთანხმებულ სესხის თანხას, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულება აქვს დადებული მოპასუხესთან. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთეირთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით
6.3. მხარეებმა 2016 წლის 25 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება, რომელიც მოიცავს სესხის პირობებზე გარიგებას. იგი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა მიერ 2016 წლის 25 თებერვალს დადებული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს. შესაბამისად გარიგება ნამდვილია. გარიგების ნამდვილობას ისიც ადასტურებს, რომ რომელიმე მხარე გარიგების კანონიერებას სადაოდ არ ხდის.
6.4. მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის შემადგენლობას. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ ვ------- კ----------ეს შპს ,,ჯ-------- ჯგუფისაგან“ სესხად აღებული და გადასახდელი ჰქონდა 8019 აშშ დოლარი და 120 ლარი. მან შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ სესხი ვერ დაფარა, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. თანხის ამოღება უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე. იპოთეკის საგნის რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით ლ--–- დ-------ემ ვ------- კ----------ეს ასესხა შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ ვალის დასაფარი 8019.78 აშშ დოლარი და 120 ლარი. ლ--–- დ-------ის მიერ, შპს ,,ჯ-------- ჯგუფის“ სესხის დაფარვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შპს ,,ჯ--------ჯგუფისათვის“ ლ--–- დ-------ის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა სესხად და გადახდილ თანხას ლ--–- დ-------ეს გადაუხდიდა ვ------- კ----------ე. სწორედ აღნიშნული შეთანხმება და ფაქტობრივი გარემოებება წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ, სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება ანუ ვ------- კ----------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, სესხის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ვ------- კ----------ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ დააბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი 8019 აშშ დოლარისა და 120 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელე მოითხოვს სესხის სარგებელის მოპასუხისათვის დაკისრებას. სარგებელის სამართლებრივი ბუნების საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
მართალია მხარეები დაობენ სარგებელზე შეთანხმებას, მაგრამ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით. სასამართლომ სარგებელზე შეთანხმება დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის განმარტების, შეთანხმებისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი სარგებელის პრინციპიდან. ეს ფაქტები ადასტურებს საგებელზე შთანხმებას. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა უნდა გადაეხადა თვეში 240 აშშ დოლარის გადახდით. ვ------- კ----------ემ სარგებელი ნაწილობრივ გადაიხადა, მაგრამ მან სარჩელის აღძვრამდე სარგებელის სახით არ გადაიხადა 2185 აშშ დოლარი. მოპასუხე ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა და მოსარჩელეს სრულად გადაუხადოს სარგებელი. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა 748.22 აშშ დოლარის ნაწილში. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 25 თებერვალს მხარეები არ შეთანხმებულან 748.22 აშშ დოლარის სესხზე. ისინი შეთანხმდენ მხოლოდ 8019 აშშ დოლარის და 120 ლარის სესხზე. შესაბამისად 748.22 აშშ დოლარის სესხად გაცემასა და მიღებაზე გარიგება არ დადებულა. დასახელებული თანხა გ------ დ-------ემ გადაიხადა სააღსრულებო წარმოების ხარჯების დასაფარად. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------ დ-------ე ლ--–- დ-------ის ოჯახის წევრია, მაგრამ ნათესაური კავშირი ვერ გახდება ნამდვილი ნების გამოვლენის განმსაზღვრელი. როგორც გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში განვმარტეთ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დასახელებულ თანხაზე ლ--–- დ-------ე და ვ------- კ----------ე არ შეთანხმებულან, ამიტომ ვ------- კ----------ე არაა ვალდებული 748.22 აშშ დოლარი გადაუხადოს მოსარჩელეს. თანხა დავალების გარეშე გადაიხადა გ------ დ-------ემ და მხოლოდ მას აქვს მოთხოვნის უფლება. ლ--–- დ-------ეს მოპასუხის სასარგებლოდ თანხა არ გადაუხდია და ამიტომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები:
7.1„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
წინამდებარე შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 790.6 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 907 ლარი, ანუ 116.4 ლარით მეტი. მასვე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის წინასწარ გადახდილი აქვს 50 ლარი. ასევე საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოებისათვის გადახდილი აქვს 20 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოპასუხემ სარჩელი სცნო 8019 აშშ დოლარის ნაწილში, რის გამოც ის საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ ნაწილში გადასახდელი 576.34 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს და იგი ზედმეტად გადახდილი 116.4 ლარის ერთად უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. დარჩენილი 214.26 ლარი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 54.66 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 159.60 ლარის გადახდა. ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოებისათვის გადახდილი 20 ლარის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათალისწინებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო საქსამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ვ------- კ----------ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმში რ-------ს ქ. №7 ბ. 46-ში, (ს/კ 05.25.10.008.01.0--), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივად დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ვ------- კ----------ეს, ლ--–- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 204 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის 159.60 ლარის, საჯარო რეესტრში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილი 20 ლარის, იურიდიული მომსახურების 400 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. სარჩელი 748.22 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელეს დაეკისროს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 54.66 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
5. ბათუმის საქალაქო საქსამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
6. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს გ------ დ-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 692.74 ლარი (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი - 26/06/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ლიბერთი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე