გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2018
საქმის ნომერი
120210017002224594
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2224594-2/756-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

მოსარჩელე: სსიპ ა---––-----------------------–-

წარმომადგენელი - ქ.ა---––---- ს-----------–---–------------–------------------------–---–-------------------–--–-–---–-

 

მოპასუხე: გ--------–--–-----ი

წარმომადგენელი: ი-----–------------

 

დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ--------–--–-----ს აღეკვეთოს სსიპ ა---––---- N-----------------–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო სარგებლობა, მდებარე ქ. ა---––---------------–-- ქ. N1- ს/კ 6-.0-.5-.---, აღნიშნული ქონებიდან გამოსახლებულ იქნეს მოპასუხე გ--------–--–-----ი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე სსიპ ა---––-----------------------–-ს.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სახელმწიფომ 2010 წლის 1-----–---- უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ქ. ა---––-----------------------–-ს. ქ. ა---––-----------------------–- განთავსებულია ქალაქი ა---––---------------–-- ქუჩა N1--ში და სკოლის სარგებლობის უფლებით ერიცხება უძრავი ქონება-ნაგებობა, სულ 7 ობიექტი. 2016 წლის 0------------ ერთის მხრივ ა---––-----------------------–-სა და მეორეს მხრივ გ--------–--–-----ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, კერძოდ, სკოლის სპორტული დარბაზი 194 კვ.მ. გადაეცა მოიჯარეს ერთი წლის ვადით. იმავე წლის 1------------ მხარეთა შეთანხმებით „მოიჯარეს“ განცხადებით მოხდა იჯარის ხელშეკრულების მოშლა. ამის შემდეგ გ--------–--–-----მა ა---––---- რაიონულ სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმების ბათილად ცნობა, რომელიც დაკმაყოფილდა. ქალაქ ა---––---- N 3----------------–-- ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ ქ. ა---––---- N-----------------–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა გ--------–--–-----ის მიერ, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსარჩელის, როგორც კანონიერი მესაკუთრის მხრიდან არაერთხელ მოხდა მოპასუხის გაფრთხილება შენობის დატოვების შესახებ, თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა უშედეგოდ დასრულდა წერილობითი თუ ზეპირი მოთხოვნები. გ--------–--–-----ი ხელს უშლის სკოლას ნორმალურ მუშაობაში, ჩაკეტილი აქვს სკოლის სპორტული დარბაზი და დარბაზამდე მისასვლელი, არ იძლევა საშუალებას სკოლამ ისარგებლოს საკუთრებით, ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში იმყოფება სპორტულ დარბაზში და კრივში ავარჯიშებს ქალაქის ახალგაზრდებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონების, მდებარე ქ. ა---––---, რ---------–-- ქ. N1--ში ს.კ. 6-.0-.5-.--- მესაკუთრეა სახელმწიფო, რომელმაც 2010 წლის 1-----–---- უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ქ. ა---––-----------------------–-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება 1---------–. (ს.ფ.17-19);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 0------------ ერთის მხრივ ა---––-----------------------–-სა და მეორეს მხრივ გ--------–--–-----ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ გადასცა მოიჯარეს დროებით სარგებლობაში არსებული 194კვ.მ. სამეურნეო (კომერციული) ფართი სასყიდლით ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

2016 წლის 0------------ ხელშეკრულება (ს.ფ.23).

 

3.1.3. 2016 წლის 1------------ მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შეწყდა ქ.ა---––-----------------------–-სა და გ--------–--–-----ს შორის 2016 წლის 0------------ გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 1------------ შეთანხმება (ს.ფ.28).

 

3.1.4. 2016 წლის 1------------ შეთანხმება ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე გაასაჩივრა გ--------–--–-----მა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 0------------- გადაწყვეტილებით გ--------–--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გ--------–--–-----სა და ქ.ა---––-----------------------–-ს შორის 2016 წლის 1------------ გაფორმებული შეთანხმება 0---------–- უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 0---------– გადაწყვეტილება (ს.ფ.28-38).

 

3.1.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 0------------- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ ქ. ა---––---- N-----------------–-- მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ა---––---- N-----------------–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 0------------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1---------– გადაწყვეტილება (ს.ფ.44-47).

 

3.1.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა გ--------–--–-----ის მიერ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------------ს განჩინებით გ--------–--–-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1-------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1---------– გადაწყვეტილება (ს.ფ.39-43).

 

3.1.7. მიუხედავად ქ. ა---––---- N-----------------–-- არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ დაკავებული სკოლის ფართის განთავისუფლების შესახებ, გ--------–--–-----ის მხრიდან კვლავ ხორციელდება მის მიერ დაკავებული სკოლის ფართის უკანონო სარგებლობა, კერძოდ, მას დაკავებული აქვს სპორტული დარბაზის 194 კვ.მ. ფართი, საშხაპე, გასახდელი და უკანონოდ სარგებლობს შესასვლელით, მდებარე ქ. ა---––---------------–-- ქ. N1- ს/კ 6-.0-.5-.---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ა---––---- N-----------------–-- დირექტორის 1---------–-----------–------------–-----------7წ წერილები(ს.ფ.48-51).

- - მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 312-ე, 242-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა.... (უზუფრუქტი).

 

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ა---––---, რ---------–-- ქ. N1--ში ს.კ. 6-.0-.5-.---, მესაკუთრეა სახელმწიფო, რომელმაც 2010 წლის 1-----–---- უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ქ. ა---––-----------------------–-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ქონება არის სახელმწიფო საკუთრება, რომელიც უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქ. ა---––-----------------------–-ს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ქ. ა---––-----------------------–- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს სახელმწიფოსგან უზუფრუქტით გადაცემული ქონება და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. იგი შეზღუდულია მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ახორციელებს უკანონო ხელშეშლას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ გარემოების არსებობა ცხადყოფს, მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას. მოპასუხე უკანონოდ უშლის ხელს მოსარჩელეს ისარგებლოს საკუთარი სპორტული დარბაზის ფართით, საშხაპით, გასახდელით და დაკავებული შესასვლელით, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მოპასუხის მხრიდან მომდინარე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ფართს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ,,ა“ ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე გ--------–--–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ ა---––---- N-----------------–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე გ--------–--–-----ს (პ/ნ 4----------) აღეკვეთოს სსიპ ა---––---- N-----------------–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სპორტული დარბაზის 194 კვ.მ. ფართის, საშხაპის, გასახდელის და დაკავებული შესასვლელის უკანონო სარგებლობა, მდებარე ქ. ა---––---------------–-- ქ. N1- ს/კ 6-.0-.5-.---, აღნიშნული ქონებიდან გამოსახლებულ იქნეს მოპასუხე გ--------–--–-----ი (პ/ნ 4----------) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე სსიპ ა---––-----------------------–-ს.

 

3. მოპასუხე გ--------–--–-----ს (პ/ნ 4----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62).

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი