გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/352-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.01.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ”თიბისი ბანკი’’
წარმომადგენელი - შპს ,,ტრიბა’’; ლელა ბა----–---
მოპასუხე - ვა-–------ გო-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №2099274-8038666 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5183,26 ლარის გადასახდელად დაკისრება. (ძირი - 4759,33 ლარი, პროცენტი - 248,52 ლარი, ჯარიმა - 367,84 ლარი და დაზღვევა - 7,57 ლარი).
1.2. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4759,33 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17,95% სარგებლის გადასახდელად დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 71,19 ლარს.
1.3. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1432,77 ლარის გადასახდელად დაკისრება. (ძირი - 1195,86 ლარი, პროცენტი - 97,07 ლარი და ჯარიმა - 139,84 ლარი).
1.4. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1195,86 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადასახდელად დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 35,87 ლარს.
1.5. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1430,58 ლარის გადასახდელად დაკისრება. (ძირი - 1195,90 ლარი, პროცენტი - 97.58 ლარი და ჯარიმა - 137,10 ლარი).
1.6. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1195,90 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადასახდელად დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 35.87 ლარს.
1.7. ვა-–------ გო-----–---–ზე სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 395,76 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, არაუმეტეს 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ვა-–------ გო-----–---–ს შორის 2015 წლის 4 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის №2099274-8038666 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ვა-–------ გო-----–---–მა საბანკო კრედიტის №2099274-8038666 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2015 წლის 25 ნოემბერს. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ვა-–------ გო-----–---–ს საბანკო კრედიტის №2099274-8038666 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5183,26 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4759,33 ლარი, პროცენტი - 248,52 ლარი, ჯარიმა - 167,84 ლარი და დაზღვევა - 7,57 ლარი. ასევე სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ვა-–------ გო-----–---–ს შორის 2015 წლის 10 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ვა-–------ გო-----–---–მა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2015 წლის სექტემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ვა-–------ გო-----–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1432,77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1195,86 ლარი, პროცენტი - 97,07 ლარი და ჯარიმა - 139,84 ლარი. ასევე სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ვა-–------ გო-----–---–ს შორის 2015 წლის 10 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ვა-–------ გო-----–---–მა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2015 წლის სექტემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ვა-–------ გო-----–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1430,58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1195,90 ლარი, პროცენტი - 97,58 ლარი და ჯარიმა - 137,10 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ვა-–------ გო-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სრულად არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნებს, რადგან მისი დავალიანება მოსარჩელის - სს ,,თიბისი ბანკის’’ მიმართ შეადგენს 7150 ლარს, სასამართლოს თხოვს დაავალოს მოსარჩელეს ახალი გრაფიკის შედგენა და მოახდინოს მისი დავალიანების განწილვადება, მიეცეს საშუალება ერთი წლის განმავლობაში დაფაროს აღნიშნული დავალიანება. არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 395.76 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის არაუმეტეს 500 ლარის გადახდა.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 2015 წლის 04 აგვისტოს სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ვა-–------ გო-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2099274-8038666, რომლის მიხედვით ბანკმა მსესხებელს კრედიტის სახით გადასცა 5000 ლარი 1452 დღით წლიური 17,95%-ით. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის განისაზღვრა 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა), ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის: დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ყოველთვიური შენატანი - 146,45 ლარი, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - 60 ლარი, სადაზღვევო ხარჯები - 80,94 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის, საკომისიო წინსწრებით დაფარვისათვის 2% (არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა) 2% საკუთარი სახრებით სესხის დახურვისას (არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა), საკომისო რეფინანსირებისათვის - 10% რეფინანსირების შემთხვევაში (არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა).
მტკიცებულება:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.15-16);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები (ს.ფ.17-21);
- დანართი №1/პოლისი (ს.ფ.22-24);
- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.2526).
3.1.2. 2015 წლის 10 აგვისტოს სს ,,თიბისი ბანკსა’’ და ვა-–------ გო-----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1200 ლარის ოდენობით; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 6498 კალენდარული დღე (25.05.203-მდე), გასატანი თანხის ოდენობა - საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცესო განაკვეთი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 36% კრედიტის სს ,,თიბისი ბანკის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, გაძვირება - ყოველი კალენდარული დღის 6 რიცხვი, დაანგარიშების დღიდან მომდევნო თვის დაფარვის თარიღის ჩათვლით, ბარათის მომსახურების საკომისიო - 40 ლარი ყოველწლიურად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 56.97% კრედიტის სს ,,ტიბისი ბანკის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 3,51% საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. ბარათის მომსახურების საკომისიო - 40 ლარი ყოველთვიურად.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.27).
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.28-30);
- თBჩ Pრიმეჩარდ-ის განაცხადი (ს.ფ.31-32)
- გადახდების ისტორია.(ს.ფ.39)
- ამონაწერი ანგარიშიდან.(ს.ფ.40)
3.1.3. 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით სს ,,თიბისი ბანკის’’ მიმართ ვა-–------ გო-----–---–ს სწრაფი სამომხმარებლო სესხისათვის ჯამური დავალიანება შეადგენს 5183.26 ლარი, Pრიმე ჩარდ-ისთვის 1432.77 ლარი და 1430.58 ლარი.
მტკიცებულება:
დავალიანების ცნობა (იხ.ს.ფ.43)
3.1.4. 2016 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ჯავახიშვილი, №16, ს/კ03.02.01.011.01.034, ფიქსირდება ვა-–------ გო-----–---–ის საკუთრება და სს ,,ბანკი ქართუს’’ იპოთეკა.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.44-45)
3.2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხემ სადავო გახადა სარჩელი 6042.09 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
3.2.2. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ მოთხოვნის სესხის ძირის 7150.00 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სახეზეა სახელშეკრულებო, ვადამოსული სასეხო ვალდებულება, რომლის პირობებიც დარღვეულია მოპასუხეის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 208-ე; 102-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის 7150.00 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6... ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.7. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების სხვა ხელშეკრულებები რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი მოპასუხის მიმართ და სარჩელის აღძვრისას მთლიანმა დავალიანებამ შეადგინა 13192.09 ლარი (იხ. სარჩელი).
6.8. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ვა-–------ გო-----–---–ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. (სესხის ვადა; სარგებელი; პირგასამტეხლო)
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მისი ვალდებულება და ბანკმა თანხა გადასცა მსესხებელ მამუკა ხაჩიძეს ხოლო მოპასუხეების მხრიდან სრულად არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
-საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობის მიმდინარეობისას, მოპასუხეთა მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულების მოთხოვნით არაერთხელ წერილობით იქნენ გაფრთხილებული მსესხებელი და სესხთან დაკავშირებული სხვა პირები (თავდები/ მესაკუთრე). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები, რომლებიც მოპასუხეების მიერ დღემდე არ შესრულებულა.
6.12. ამდენად სარჩელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
6.14.ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებით, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გონივრულია და შემცირებას აღარ ექვემდებარება. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები უკანონოა და უნდა შემცირდეს.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
-მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე და ის სარგებელი რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად.
6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ვა-–------ გო-----–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი 7150 ლარის ნაწილში, შესაბამისად სს ,,თიბისი ბანკს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 214.50 ლარი, მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6042.09 ლარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 181.26 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა გადახდეს საადვოკატო მომსახურების თანხა დავის საგნის ღირებულების 4% - 241.68 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სს კოდექსის 1991 - მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,თიბისი ბანკის” სარჩელი.
2. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის №2099274-8038666 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5183,26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4759,33 ლარი, პროცენტი - 248,52 ლარი, ჯარიმა - 367,84 ლარი და დაზღვევა - 7,57 ლარი.
3. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4759,33 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 71,19 ლარს.
4. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1432,77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1195,86 ლარი, პროცენტი - 97,07 ლარი და ჯარიმა - 139,84 ლარი.
5. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1195,86 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 35,87 ლარს.
6. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1430,58 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1195,90 ლარი, პროცენტი - 97.58 ლარი და ჯარიმა - 137,10 ლარი.
7. ვა-–------ გო-----–---–ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 16 თებერვლიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1195,90 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 35.87 ლარს.
8.სს ”თიბისი ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 214.50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შესაბამისი ანგარიშიდან.
9. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახ. ბაჟი 181.26 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარი, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე გადახდეს საადვოკატო მომსახურების თანხა დავის საგნის ღირებულების 4% - 241.68 ლარი.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
11.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე