გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
200210818002273217
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210818002273217

საქმე №2/70-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

22.02.2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

განმცხადებლები: გ---------–---ძე, ი---------–---–ი

დაინსტერესებული პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ვ--------------ძე

მოთხოვნის არსი: არასრულწლოვანი ზ----------------–---–ის შვილად აყვანა

სასამართლომ, სასამართლოს მთავარ დახურულ სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე, გ---------–---ძისა და ი---------–---–ის განცხადება, შვილად აყვანის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით, მე-17, მე-18, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1250-ე 1254-ე, 1257-ე, 1258-ე 1264-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. განცხადება დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ნება დაერთოთ განმცხადებლებს - გ---------–---ძეს (დაბადებული 1----–-–-------------------, თ--–--ში; პირადი №2----------) და ი---------–---–ს (დაბადებული 1----–-–------------–-, ლ--------ში; პირადი №2----------) არასრულწლოვანი ზ----------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, ყ------–ში; პირადი №4----------) შვილად აყვანაზე;

 

1.2. შვილად ასაყვანი ზ----------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, ყ------–ში; პირადი №4----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

 

ა. ბავშვის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ზ-----; გვარი - ქ----–---ძე; დაბადების თარიღი - 2---------------- წელი; დაბადების ადგილი ყ------–ი, საქართველო; მოქალაქეობა - საქართველოს;

 

ბ. დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ი----; გვარი - ჭ---–---–ი; დაბადების თარიღი - 1--------–------ წელი; დაბადების ადგილი - ლ--------ი, საქართველო; მოქალაქეობა _ საქართველოს; პირადი N2----------.

 

გ. მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - გ---; გვარი - ქ----–---ძე; დაბადების თარიღი - 1-------------------- წელი; დაბადების ადგილი - თ--–--ი, საქართველო; მოქალაქეობა - საქართველოს; პირადი №2----------.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი