გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/141-16
N200210016001266402
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბ---ი''
წარმომადგენელი - თ-------------ე
მოპასუხეები: ს----- მ--–--ე, ზ----- ა-------–---–ი
წარმომადგენელი - გ-------------ე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს ”სს ტ----ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ და ზ----- ა-------–---–ის ვალდებულების მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 25000 აშშ დოლარით:
1. 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის № CNS PRC-0000248875-001 ხელშეკრულებისა და თავდებობის № CNS PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების -36655,09 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-24023.29 აშშ დოლარი, პროცენტი-7448,63 აშშ დოლარი და შემცირებული ჯარიმა-5183,17 აშშ დოლარი.
2. 2016 წლის 09 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე-24023.29 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-360.34 აშშ დოლარს.
3. 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების, მდებარე: 1)თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5-----------. 2)თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5----------- - რეალიზაციიდან. თუკი უძრავი ქონებების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა მთელ ქონებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს ”კ---- ს----------- ბ---სა” და მოპასუხე ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 5 მარტს საბ---ო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 25000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა-120 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად -451.83 აშშ დოლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე-გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---ს”, ნ---- თ--–-–---–სა და ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ--- თ--–-–---–მა ნასყიდობის ფორმით მოპასუხეს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5-----------. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეღო ეს ქონება და გადაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ასევე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, სს ”კ---- ს----------- ბ---ის ” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული უძრავი ქონება მსესხებლის- ს----- მ--–--ის სს ”კ---- ს----------- ბ---ის” წინაშე საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.ასევე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---ს” ნ---- თ--–-–---–სა და ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №02 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---- თ--–-–---–მა ნასყიდობის ფორმით მოპასუხეს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5-----------. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეღო ეს ქონება და გადაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ასევე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, სს ”კ---- ს----------- ბ---ის” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული უძრავი ქონება მსესხებლის- ს----- მ--–--ის სს” კ---- ს----------- ბ---ის” წინაშე საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.ზემოაღნიშნული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---სა” და ზ----- ა-------–---–ს შორის თავდების განცხადების საფუძველზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება CNS MRT PRC- 0000248875-001-c5454, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მოვალესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბ---ო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა -25000 აშშ დოლარით.ს----- მ--–--ეს და ზ----- ა-------–---–ის მიერ საბ---ო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულების და თავდებობის CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა 2014 წლის 20 მაისს. ასევე მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.2016 წლის 09 თებერვლის მდგომარეობით ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს საბ---ო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულებისა და თავდებობის № CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება-46 180.59 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-24023.29 აშშ დოლარი, პროცენტი-7448,63 აშშ დოლარი და ჯარიმა -14708.67 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 120 თვით, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასული არ არის. სარჩელით მოთხოვილია მოპასუხეებზე ჯარიმის დაკისრება რაც გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა როგორც პროცენტული მაჩვენებლით ასევე სარჩელით მოთხოვილი ჯარიმის ოდენობით შეუსაბამოდ დიდია, არ ასახავს რეალურ გარემოებას, არათანაფარდია და იგი შემცირებულ უნდა იქნეს. მოსარჩელის მიერ სარჩელით წაყენებული არ არის მოთხოვნა და მითითებული არ არის ამ მოთხოვნის შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო მისი არსებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობა იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე დაამტკიცებდა მოთხოვნის შესაბამის ფაქტობრივ გარემოებათა არსებობას და ასეთი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობას. მოსარჩელე არღვევს გარიგების ძირითად პირობას და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 84 თვით ადრე ითხოვს ძირითადი თანხის, პროცენტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გაუგებარი ჯარიმის, რომელიც შეუსაბამოდ დიდია დაკისრება-გადახდას. მოპასუხე ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ასევე თავდების მიმართაც. 2014 წლის 20 მაისის შემდგომ თვით ბანკს მათთვის არანაირი შეტყობინება და გაფრთხილება არ მიუცია,რაც დასტურდება იმით, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. სარჩელი არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, დაუსაბუთებელი უსაფუძვლო და უკანონოა. სარჩელებში არ არის მითითებული მოთხოვნათა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ”კ---- ს----------- ბ---სა” და მოპასუხე ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 5 მარტს საბანკო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 25000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა-120 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად -451.83 აშშ დოლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე-გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის №CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულება (ს.ფ. 17-27)
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---ს”, ნ---- თ--–-–---–სა და ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ--- თ--–-–---–მა ნასყიდობის ფორმით მოპასუხეს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5-----------. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეღო ეს ქონება და გადაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ასევე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, სს ”კ---- ს----------- ბ---ის ” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მსესხებლის- ს----- მ--–--ის სს ”კ---- ს----------- ბ---ის” წინაშე საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №01 ხელშეკრულება (ს.ფ. 31-38);
3.1.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---ს” ნ---- თ--–-–---–სა და ს----- მ--–--ეს შორის 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №02 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ---- თ--–-–---–მა ნასყიდობის ფორმით მოპასუხეს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი: 5-----------. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეღო ეს ქონება და გადაეხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ასევე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, სს ”კ---- ს----------- ბ---ის” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა აღნიშნული უძრავი ქონება მსესხებლის- ს----- მ--–--ის სს” კ---- ს----------- ბ---ის” წინაშე საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობა-იპოთეკის №02 ხელშეკრულება (ს.ფ. 39-46)
3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ”კ---- ს----------- ბ---სა” და ზ----- ა-------–---–ს შორის თავდების განცხადების საფუძველზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება CNS MRT PRC-0000248875-001-c5454, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მოვალესთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა -25000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2014 წლის 22 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება №CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 (ს.ფ. 28-30);
3.1.5. 2015 წლის 12 იანვარს ს.ს.,,ს----------- ბ---თან“ შერწყმის შედეგად სს ”კ---- ს----------- ბ---ის” რეგისტრაციაში განხორციელდა ცვლილება, 2016 წლის 09 სექტემბერს,კვლავ განხორციელდა ცვლილება და მოხდა ს.ს.,,ს----------- ბ---ის“ შერწყმა სს,,ტ----ბ---თან“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ.54;134)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს----- მ--–--ეს და ზ----- ა-------–---–ის მიერ საბ---ო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულების და თავდებობის №CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა 2014 წლის 20 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- დავალიანების ცნობა(ს.ფ. 49);
-გადახდების ისტორია(ს.ფ.47-48)
3.2.2. 2016 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს საბანკო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულებისა და თავდებობის № CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება-46 180.59 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-24023.29 აშშ დოლარი, პროცენტი-7448,63 აშშ დოლარი და ჯარიმა(დაზუსტებული სარჩელით) -5183,17 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- დავალიანების ცნობა(ს.ფ. 49);
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე-412-ე, 417-ე-420-ე, 867-ე- 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ''ტ---- ბ---სა'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ტ----ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებს მოსარჩელე სს ”ტ----ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ საბანკო კრედიტის № CNS MRT PRC-0000248875-001 ხელშეკრულებისა და თავდებობის № CNS MRT PRC-0000248875-001-c5454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხა-24023.29 აშშ დოლარი, პროცენტი-7448,63 აშშ დოლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო- 518,00აშშ დოლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.
ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ: 2016 წლის 09 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 24023.29აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 360,34აშშ დოლარს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად,თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ა) თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი:5-----------; ბ) თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი:5----------- - რეალიზაციიდან. თუ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოპასუხეთა მთელ ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ტ---- ბ---ის’’ სარჩელი მოპასუხეების ს----- მ--–--ისა და ზ----- ა-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ზ----- ა-------–---–ის ვალდებულების მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 25000აშშ დოლარით;
2. ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს სს ,,ტ---- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
2.1. 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის №CNS PRC-0000248875-001 ხელშეკრულებისა და თავდებობის №CNS PRC-0000248875-001-с5454 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 31989,92 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 24023.29აშშ დოლარი, პროცენტი - 7448,63აშშ დოლარი და შემცირებული ჯარიმა - 518,00აშშ დოლარი.
2.2. 2016 წლის 09 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 24023.29აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 360,34აშშ დოლარს.
2.3. 2013 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ა) თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი:5-----------; ბ) თ--–--ი, სოფელი ვ------------ი, საკადასტრო კოდი:5----------- - რეალიზაციიდან. თუკი უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა მთელ ქონებაზე.
3. მოპასუხეებს ს----- მ--–--ესა და ზ----- ა-------–---–ს სს,,ტ---- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3068.58 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 384.00 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე