გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002120417
N2/963-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სა-------------ა
წარმომადგენელი - ხა---------------–---–ი
მოპასუხე - ზი---------------ი
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზი---------------ისათვის მისი არასრულწლოვანი შვილების: 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გაზრდა და თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150-150 ლარის გადახდის დაკისრება, 2017 წლის 05 მაისიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12, 25.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზი---------------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 15-15 ლარის ოდენობით. 2010 წლამდე ზი---------------ი იხდიდა დაკისრებული ალიმენტის თანხას, ხოლო 2010 წელს მხარეები შერიგდნენ და ცხოვრობდნენ ერთად. დაახლოებით ექვსი თვის წინ, მხარეები კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს. შერიგების შემდეგ მხარეებმა შეიძინეს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, სა-------------ამ მშობლებისგან წაიყვანა 1 სული ძროხა და ასევე შეიძინეს 3 სული ძროხა და 25 სული ცხვარი. მოსარჩელის მითითებით, დაშორების შემდეგ მოპასუხეს დაკისრებული ალიმენტი 15-15 ლარი არ გადაუხდია, ბავშვები უკვე დიდები არიან, აქვთ დამატებითი მოთხოვნები და მითითებული ალიმენტის თანხა არ არის მათთვის საკმარისი. ზი---------------ი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით და აქვს შემოსავალი (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12).
2.1. მოპასუხე ზი---------------ის პოზიცია
მოპასუხე ზი---------------ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ზი---------------ი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ მას არ აქვს ალიმენტის გადახდის საშუალება (იხ. 25.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგაებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე. მე-7 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სა-------------ას მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხისათვის სარჩელის შემოტანის დღიდან ალიმენტის გაზრდის იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ამ ნაწილში დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სა-------------სა და ზი---------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ი და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15-16);
3.1.2. დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზი---------------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 15-15 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 5.07.2007 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14).
3.1.3. 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ი და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან სა-------------ასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12).
3.1.4. მოპასუხე ზი---------------ი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, მესაქონლეობით და აქვს შემოსავალი. ზი---------------ს ჰყავს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ, 4 სული ძროხა და 25 სული ცხვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ითვლება დადასტურებულად, მაგრამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ ეს დადასტურებულად (დამტკიცებულად) ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო თუ არ ამართლებს, მაშინ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც მტკიცებულებები არ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ მან წარსულში გაზრდილი ალიმენტის მისაღებად მიმართა ზი---------------ს და მისგან მიიღო უარი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ უარყო აღნიშნული გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სა-------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
დადგენილია, რომ დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზი---------------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 15-15 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, ამჟამად იგი მიყვება სოფლის მეურნეობას, ჰყავს საქონელი და აქვს შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაიზარდოს დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 150-150 ლარამდე და ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ის სასარგებლოდ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
მოცემულ შემთხვევაში, სა-------------ამ ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2017 წლის 06 ოქტომბერს, თუმცა გარზდილი ალიმენტის დაკისრებას ითხოვს 2017 წლის 05 მაისიდამ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სა-------------ას სასარჩელო მოთხოვნა ზი---------------ისათვის გარზდილი ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი 15-15 ლარის ოდენობით გაიზარდა ჯამში 270 ლარით და მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, სულ 300 ლარის ოდენობით, რის გამოც, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გაზრდილი ალიმენტის თანხის პროპორციულად. კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 3240 ლარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესით. სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება დასახელებული თანხის 3240 ლარის 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (97,20 ლარი) ნაკლებია 100 ლარზე, ზი---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება 300 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი შემოსავლის ორდერი და ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა ხარჯი იქნა გაწეული სა-------------ას მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სა-------------ას მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაიზარდოს დმანისის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზი---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების, 2003 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ია-–-------------ისა და 2006 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელ-------------ისათვის გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 270 ლარით და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150-150 ლარით, სულ 300 ლარის ოდენობით, 2017 წლის 6 ოქტომბრიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ზი---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე ია ლაბაძე