გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN231210017002092932 -2/106-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,20“ თებერვალი, 2018 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში- გი ბერაია
სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე
მოსარჩელე - შპს ,,სო--------------ი“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - ბ---------ე (დასწრების გარეშე)
დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1დაეკისროს მოპასუხე მოსარჩელის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით სესხის სახით მიღებული თანხის 600 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სესხის ძირითადი თანხის 0,18%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის ვალდებულების დარღვევის დღიდან (2017 წლის 7 აპრილიდან) სარჩელის წარდგენის თარიღამდე ( 1733,88 ლარი 2017 წლის 15 სექტემბრამდე).
1.3 დაეკისროს მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევის თარიღიდან (2017 წლის 7 აპრილიდან) პირველი 20 (ოცი) დღის განმავლობაში 7%-ის, ხოლო 21-ე დღიდან 0,02%-ის ოდენობით სარჩელის წარდგენის თარიღამდე 863,68 ლარი 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
1.4 დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკამყოფიელბის მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადახდილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების (სააპლიკაციო) საფასური 100 ლარის ოდნეობით.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,სო--------------სა“ და ბ---------ეს შორის დაიდო N3---- სესხის გენერალური ხელშეკრულება (ი-----). ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 600 (ექვსასი) ლარი, 37 (ოცდაჩვიდმეტი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში სესხის თანხაზე სარგებლოს ოდენობა განისაზღვრა 0%-ით, ხელშეკრულებით დადგინდა ,,მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,18%-ის ვადაგადაცილებულ სარგებლის სახით გადახდილის ვალდებულება. ხელშეკრულების შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირველი 20 (ოცი) დღის განმავლობაში 7%-ის, ხოლო 21-ე დღიდან 0,028%-ის (ოცდარვა მეათასედი) ოდენობით.
სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 2017 წლის 7 აპრილს. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა. მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა მიმდინარე ხასიათისაა, ხოლო სასესხი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,სო--------------ის“ მიმართ მისი დავალიანებ მზარდი.
მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხეს შორის კომუნიკაცია სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე, რა დროსაც მოპასუხე გაფრთხილებული იქნა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
ვინაიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოვალის მიერ დავალიანების გადახდა არ მომხდარა, შპს ,,სო--------------მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რესპოდენტმა აპლიკანტის მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ,,დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ“ 2017 წლის 14 ივნისის N1--------------- გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მიერ სასამართლოში შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი, მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო მთავარ სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-----------------ა“ და ბ---------ეს შორის დაიდო N3---- სესხის გენერალური ხელშეკრულება (ი-----). ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 600 (ექვსასი) ლარი, 37 (ოცდაჩვიდმეტი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში სესხის თანხაზე სარგებლოს ოდენობა განისაზღვრა 0%-ით, ხელშეკრულებით დადგინდა ,,მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,18%-ის ვადაგადაცილებულ სარგებლის სახით გადახდილის ვალდებულება. ხელშეკრულების შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირველი 20 (ოცი) დღის განმავლობაში 7%-ის, ხოლო 21-ე დღიდან 0,028%-ის (ოცდარვა მეათასედი) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 თებერვლის N3---- გენერალური ხელშეკრულება (ი-----) (იხ. ს.ფ. 19-24)
3.1.2 სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 2017 წლის 7 აპრილს. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა. მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა მიმდინარე ხასიათისაა, ხოლო სასესხი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,სო--------------ის“ მიმართ მისი დავალიანებ მზარდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 თებერვლის N3---- გენერალური ხელშეკრულება (ი-----) (იხ. ს.ფ. 19-24)
3.1.3 მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხეს შორის კომუნიკაცია სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე, რა დროსაც მოპასუხე გაფრთხილებული იქნა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი 20.02.2018).
3.1.4 ვინაიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოვალის მიერ დავალიანების გადახდა არ მომხადარა, შპს ,,სო--------------მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რესპოდენტმა აპლიკანტის მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ,,დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ“ 2017 წლის 14 ივნისის N1--------------- გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება N1-------------6 (იხ.ს.ფ.27).
3.1.4. ბ---------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1737.56 ლარს (ძირი თანხა-600 ლარი, 173,88 ლარი სარგებელი, 863,68 ლარი პირგასამტეხლო, იძულებითი აღსრულების ბრძანების გაცემის - 100 ლარი )
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 თებერვლის N3---- გენერალური ხელშეკრულება (ი-----) (იხ. ს.ფ. 19-24)
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი 20.02.2018).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 863,68 ლარი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 102-103-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილი თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
2017 წლის 28 თებერვალს მოპასუხე ბ---------ესა და შპს ,,სო--------------ი“-ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება (ი----- ) სესხის ხელშეკრულება N3----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 600 ლარის ოდენობით 37 კალენდარული დღით.
მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი დაებრუნებინა 37 დღის ვადაში ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,სო--------------ის“ მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ბ---------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი. ბ---------ე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა 37 დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი ხმარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა, ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის, სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ასევე იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადახდილი სააპლიკაციო საფასრურის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დორს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2321-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისასთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და დაინიშნა სასამართლო მთავარი სხდომა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 863,68 ლარს, როცა ძირი თანხა წარმოადგენს 600 ლარს, ამასთან მოსარჩელე მხარე ითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 173,88 ლარის ანაზღაურებას, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რის გამოც სარჩელი აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამიტომ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო პირდაპირ თანხობრივად: 863,68 ლარი უნდა შემცირდეს 663,68 ლარით და დარჩენილი თანხა 200 ლარი ბ---------ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს ,,სო---------------ის“ სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.’’
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ‘‘ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე ბ---------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების მიზნის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადახდილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების (სააპლიკაციო) საფასაური 100 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,სო--------------ის“ სასარგებლოს, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,სო--------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,სო--------------ი“-ს სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების მიზნით სესხის სახით მიღებული თანხის 600 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,სო--------------ი“-ს სასარგებლოდ
სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 173,88 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,სო--------------ი“-ს სასარგებლოდ
სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლო 200 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე შპს ,,სო--------------ი“-ს უარი ეთქვას მოპასუხე ბ---------ისათვის პირგასამტეხლოს 663,68 ლარის დაკისრებაზე.
5. მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების მიზნის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადახდილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების (სააპლიკაციო) საფასაური 100 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხე ბ---------ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,სო--------------ის“ სასარგებლოს, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრატი მოსამართლე : გია ბერაია