გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
100310017002184352
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310017002184352

საქმე #3/82-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15.02. 2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ბო---- ჭი---–--ე

წარმომადგენელი - ნო--- მუ-------–-ა

 

მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი - მ--- კუ----ი

მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო,წარმომადგენელი - ტა-----– ჩუ-----ე

მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - შო----- ოგ--------ი

 

მესამე პირი - ბე--- ჭი---–--ე

წარმომადგენელი - თ-- მე-----–-–---–ი

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის N 2----- განკარგულება;

 

1.2. უცვლელად დარჩეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N54 /--- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ი--–---- - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა ბო---- ჭი---–--ის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 4425 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადება და მიიღო გადაწვეტილება N------ 13.07.2--- წელი. გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა ბო---- ჭი---–--ის მოთხოვნა და აღიარა მისი საკუთრების უფლება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 4425 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაზე, ფართი: 6,76 განაშენიანების ფართობი 9 კვ.მ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის N1-- საფუძველზე ბო----ი ჭი---–--ეს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში გადაეცა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით 4425 კვ.მ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა - ნაგებობა, ფართობი: 6.76 კვ.მ განაშენიანების ფართობი 9 კვ.მ , მდებარე საჩხერე, სოფელი ორღული.

მოსარჩელის განმარტებით მიწის ნაკვეთს ფლობს 2003 წლიდან, რომელზედაც განთავსებული აქვს არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა.

 

2017 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა ბო---- ჭი---–--ეს 2017 წლის 04 ოქტომბრის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N2----- 04/10/2017 რომლის საფუძველზეც, საჩხერის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N5---- გადაწყვეტილებისა და 2--- წლის 21 ი--–---- საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ბო----ი ჭი---–--ის სახელზე გაცემული N1-- საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. მოსარჩელის განმარტებით, არ ყოფილა მიწვეული 2017 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სადაოდ გამხდარი ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მაგრამ არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სადაოდ გამხდარი ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.

2.3. მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დადგინდა სადაო ნაკვეთის ფლობის ფაქტი. ასევე, სინამდვილეს არ შეეფერება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ ყოფილა მიწვეული კომისიის სხდომაზე. ბო---- ჭი---–--ე მიწვეული იყო და ესწრებოდა 2017 წლის 02 ოქტომბრის სხდომას, რაც ასახულია N62 სხდომის ოქმში. 2017 წლის 04 ოქტომბრის #2----- განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა სოფელ ორღულის მაცხოვრებელთა განცხადება, რომელთა განმარტებით სადაო ტერიტორია არ არის შემოღობილი და სოფელი დღემდე იყენებს საძოვრად. კომისიის მიერ მოხდა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე ტერიტორიის დათვალიერება. დათვალიერებით არ დადგინდა მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, კერძოდ არ იყო შემოღობილი, არ იყო დამუშავებული, არ იყო ბო---- ჭი---–--ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, მასზე არ არის რელურად განთავსებული რაიმე შენობა ან საცხოვრებლის ნანგრევი.

კომისიამ საკითხის განხილვისას იხელმძღვანელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით.

მოპასუხის მტკიცებით სადაო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით არ არსებობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი

 

2.4. მესამე პირი ბე---ი ჭი---–--ე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არანაირი საფუძველი მისი ბათილად ცნობისათვის არ არსებობს. ასევე, არ არსებობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. მისი განმარტებით სადაო ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავები გაშენებულია პირადად მის მიერ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის, სოფელი დღემდე იყენებს საძოვრად. მასზე არ არის რელურად განთავსებული რაიმე შენობა ან საცხოვრებლის ნანგრევი. მისი ინტერესია, რომ ტერიტორია დარჩეს სოფელ ორღულის ტერიტორიული ორგანოს საკუთრებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 06 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა, მოსარჩელე - ბო---- ჭი---–--ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე 4425 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელ შენობა - ნაგებობასთან ერთად. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული ორი მოწმის დასტური განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების თაობაზე. ასევე წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზები. საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით - განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით, წარდგენილი უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით, ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის არ არის რეგისტრირებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილით დგინდება, რომ საჩხერის რაიონის სოფელ ორღულის კოლმეურნეობის 1986 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით მითითებული მიწის ნაკვეთი (მისამართი - საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორღული, ფართობი - 4425კვ.მ) წარმოადგენდა ბუჩქნარით დაკავებულ ტერიტორიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- განცხადება (ს.ფ. 26)

- მოწმეთა დასტური (ს.ფ. 27)

- საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ს.ფ 32-34)

- წერილები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ს.ფ. 29; 31)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2--- წლის 13 ივლისს გაიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, სადაც დაინტერესებული პირის - ბო---- ჭი---–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნულის თაობაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (13.07.2---. N54 1--) და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის N1-- საფუძველზე ბო---- ჭი---–--ეს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში გადაეცა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით 4425 კვ.მ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა - ნაგებობა, ფართობი 6,76 კვ.მ განაშენიანების ფართობი 9კვ.მ მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––-. აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: N 35.02.49.1--) დარეგისტრირდა ბო---- ჭი---–--ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- 13.07.2--- წლის კომისიის სხდომის ოქმი N7 (ს.ფ. 36-37)

- გადაწყვეტილება (13.07.2---. N54 1--) (ს.ფ.38-39)

- საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 40 )

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46 )

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ერთობლივი განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––-, ჭი---–--ეების უბნის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მოითხოვეს ბო---- ჭი---–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის (N1-- 21.07 2---წ.) გაუქმება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე 4425 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებაში ასევე, მიუთითეს, რომ აღნიშნული ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და სოფლის მოსახლეობა იყენებდა საძოვრად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- სოფელ ორღულის მაცხოვრებელთა განცხადება (ს.ფ. 18-19)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.4.ხსენებული განცხადების საფუძველზე კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 2017 წლის 18 ივლისს გაიმართა კომისიის სხდომა. აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა და შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე მოიპოვებდნენ ინფორმაციას სადაო მიწის ნაკვეთის კატეგორიის და დანიშნულების შესახებ და შემდეგ იმსჯელებდნენ სადაო საკუთრების უფლების მოწმობის შესახებ. მათ მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სადაო მიწის ნაკვეთის კატეგორიის და დანიშნულების შესახებ. მიღებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონული 1986 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა ბუჩქნარით დაკავებულ ტერიტორიას. 2017 წლის 02 აგვისტოს განმეორებით საკითხის მოსმენის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სადაო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- 18.07. 2017 წლის კომისიის სხდომის ოქმი N (ს.ფ. 18-19)

- ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ს.ფ. 16)

- 02.08.2017წ. კომისიის სხდომის ოქმი N 53 (ს.ფ.22-23 )

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.5.დადგენილია, რომ სადაო საკითხთთან დაკავშირებით, 2017 წლის 02 ოქტომბერს გაიმართა კომისიის სხდომა. 02.10.2017 წლის კომისიის სხდომის N62 ოქმით დადგენილია, რომ სხდომას როგორც დაინტერესებული პირი ესწრებოდა - ბო---- ჭი---–--ეც. ხსენებული ოქმით ასევე, დადგენილია, რომ კომისიის მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში მოხდა სადაო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ის მეზობლები, რომლებმაც 2017 წლის ივნისის თვეში მიმართეს კომისიას. დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა ბო---- ჭი---–--ის მიერ, სადაო მიწის ნაკვეთის ფლობა. კერძოდ, მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, არ არის დამუშავებული, ასევე სადაო საქმის მასალების ხელახლა შესწავლის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნებს. რაც არის საფუძველი, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N 54 1-- გადაწყვეტილების და 2--- წლის 21 ივლისს კომისიის მიერ ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული N 1-- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის. აღნიშნულის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N54 1-- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ი--–---- - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--.

აღნიშნულის თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2017 წლის 04 ოქტომბრის კომისიის მიერ მიღებულ იქნა #2----- განკარგულება.

დადგენილია, რომ აღნიშნულის შესახებ ბო---- ჭი---–--ისათვის კომისიის სხდომიდანვე გახდა ცნობილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- 02.10. 2017 წლის კომისიის სხდომის ოქმი N 62 (ს.ფ. 24-25)

- #2----- განკარგულება (ს.ფ. 17)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.6 საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2017 წლის 04 ოქტომბრის კომისიის #2----- განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 16 ნოემბერს უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: N 35.02.49.1--) რეგისტრაცია გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ N8----------3 (16.11.2017წ. ) გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.48)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ლ---- კა-–-----–---ს, რეზო კა-–-----–---ს, ო---–--- ტყ----–---ს, ი-----–--- კა-–-----–---ს, ტა-----– ჭი---–--ის და სხვათა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი სოფლის მოსახლეობას ესაჭიროება საძოვრად. მათ ასევე განმარტეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი უნდა გამოყენებულიყო ტრანსფორმატორის დასადგმელად. მოწმეთა და თვით მოსარჩელის განმარტებით 2017 წლის სექტემბერში მოხდა შენობის, ფოტოზე მითითებული ფორმით ჩამოყალიბება. ამ ადგილზე არასოდეს არ ყოფილა შენობა, რომელიც მყარად იქნებოდა დაკავშირებული მიწის ნაკვეთთა. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობა წარმოადგენს მიწასთან არამყარად დაკავშირებულ ხის კონსტრუქციას. მოსარჩელე თვითონვე აცხადებს, რომ სამუშაო იარაღების შესანახად იყენებს ნაგებობას. სადაო მიწის ნაკვეთის ნაწილი ბუჩქნარით არის შემოსაზღვრული, ნაწილზე კი ნარგავებია განთავსებული. დადგენილია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრებაში მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა (ს.ფ.160-171)

- მოწმეთა ჩვენებები (იხ ოქმი)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კომისიისა და სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე ბო---- ჭი---–--ის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეესაბამება მითითებული ფორმით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების პირობებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბო---- ჭი---–--ის სარჩელი კომისიის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რამდენადაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი ანუ მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა გარემოებანი, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმის შესაბამისად აქტის გამომცემი ორგანოს-საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N54 1-- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ი--–---- - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--. ე.ი. კომისიას სრული უფლებამოსილება ჰქონდა განეხორციელებია აღნიშნული ქმედება.

 

6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.

 

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას.

დადგენილია, რომ 2--- წლის 06 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა, მოსარჩელე - ბო---- ჭი---–--ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე 4425 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელ შენობა - ნაგებობასთან ერთად. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული ორი მოწმის დასტური განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების თაობაზე. ასევე წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზები. საჯარო რეესტრიდან მიღებული ცნობა. კომისიამ აღნიშნული საკამარისად მიიჩნია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (13.07.2---. N54 1--), რომლითაც საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საკუთრების უფლების მოწმობის N1-- საფუძველზე ბო---- ჭი---–--ეს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში გადაეცა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართობით 4425 კვ.მ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა - ნაგებობა, ფართობი 6,76 კვ.მ განაშენიანების ფართობი 9კვ.მ მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––-.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ერთობლივი განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––-, ჭი---–--ეების უბნის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მოითხოვეს ბო---- ჭი---–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის (N1-- 21.07 2---წ.) გაუქმება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------––- მდებარე 4425 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებაში ასევე, მიუთითეს, რომ აღნიშნული ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და სოფლის მოსახლეობა იყენებდა საძოვრად.

ხსენებული განცხადების საფუძველზე კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში მოხდა სადაო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა ბო---- ჭი---–--ის მიერ, სადაო მიწის ნაკვეთის ფლობა. კერძოდ, დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი, არ ეტყობოდა დამუშავების კვალი, ასევე სადაო საქმის მასალების ხელახლა შესწავლის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნებს. აღნიშნულის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 13 ი--–---- N54 1-- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ი--–---- - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--.

აღნიშნულის თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2017 წლის 04 ოქტომბრის კომისიის მიერ მიღებულ იქნა #2----- განკარგულება.

 

6.5. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, თვითნებურად დაკავებული მიწა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.......

 

ამავე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად შენობა განმარტებულია, როგორც – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; დროებითი შენობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

 

6.6. გასაჩივრებული აქტით ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 13 ი--–---- N54 1-- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ივლისს - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--. იმ მოტივით, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, კომისიამ ადგილზე დათვალიერებისას დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მოსარჩელე არ წარმოედგენს სადაო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეს, ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ხის კონსტრუქცია. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულ იქნა სხდომაზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებითაც. კომისიამ დაადგინა ასევე, რომ ამ მიწის ნაკვეთზე არასოდეს ყოფილა ისეთი შენობა (არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომელიც დააკმაყოფილებდა ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნებს. ასევე ბო---- ჭი---–--ეს ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ არასოდეს ჰქონია მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. კომისიის მიერ დადგენილი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად იქნა გადაწყვეტილი, რომ რომ მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნებს და 2017 წლის 04 ოქტომბერს მიღო #2----- განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 13 ი--–---- N54 1-- გადაწყვეტილება და კომისიის მიერ 2--- წლის 21 ი--–---- - ბო---- ჭი---–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N1--.

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი რომელზეც საკუთრების უფლების მოწმობა იქნა გაცემული არ პასუხობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და წესით განსაზღვრულ პირობებს, რადგან კანონის მოთხოვნა, იმის შესახებ , რომ მიწის ნაკვეთზე აუცილებლად განლაგებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), არ არსებობს. ასევე არ არსებობს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). მაშასადამე განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, მოსარჩელეს კი აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. იმავეს ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტი - თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

6.8.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბო---- ჭი---–--ე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მას შეეძლო თავისი მოსაზრება წარედგინა სადაო საკითხზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია ყველა გარემოება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები და დათვალიერებული იქნა სადაო მიწის ნაკვეთი. სადო მიწის ნაკვეთი სასამართლოს მიერაც იქნა შეფასებული.

 

ამ თემაზე სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტები. საკითხთა წრე, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების მიღება დადგენილია და გარემოებები შეფასებულია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ბო---- ჭი---–--ის (პ/ნ 3----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი