განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010100118002270839
საქმე N1-54/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
27 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ო-–--- მ------–---–ი
ბრალდებული: ლ--–- ა---–---ი
მამის სახელი: ტ---------
პირადი ნომერი: 1----------
დაბადების თარიღი: 2-.---1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრირებული მისამართი: ზ----------------–----–----------------–------–--------------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილი; ამავე კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
ა) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ--–- ა---–---მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 მარტს, ლ--–- ა---–---მა, თავისი დის ლ------ ა---–---ის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,სარფის“ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
ბ) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ--–- ა---–---მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს, ლ--–- ა---–---მა, თავისი დის ლ------ ა---–---ის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ,,სარფის“ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ლ--–- ა---–---მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
ლ--–- ა---–---ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დათვალიერების ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება, ცნობა საზღვრის კვეთაზე, მოწმეების: ლ---- ხ--–--–-ს და დ----- ხ--–--–-ს ჩვენებები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–- ა---–---ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების და ამავე კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ლ--–- ა---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ლ--–- ა---–---ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ--–- ა---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ლ--–- ა---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (2017 წლის 31 მარტის ეპიზოდი).
3. ლ--–- ა---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი).
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ--–- ა---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. ლ--–- ა---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცება - ლ------ ა---–---ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი